ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია: სოკოს სპორებთან ექსპოზიცია, ღეროვანი უჯრედების და ორგანოების ტრანსპლანტაცია, რეაქცია - იმპლანტი მასპინძლის წინააღმდეგ, ემფიზემა, აივ ინფექცია, ნეიტროპენია, კორტიკოსტეროიდებით ან სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი ალფას ანტაგონისტებით მკურნალობა.

ცხელება

ვლინდება სიმპტომური პაციენტების 80%-ში.[1]

თავის ტკივილი

მწვავე და ქრონიკული ინფექციისთვის დამახასიათებელი ხშირი სიმპტომი.

ქოშინი

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის დროს სასუნთქი გზების ან სისხლძარღვების კომპრესიის გამო გავრცელებული სიმპტომია.

მშრალი ან არაპროდუქტიული ხველა

მშრალი ხველა გვხვდება მწვავე სიმპტომური პაციენტების 70%-ში.[9]

გულმკერდი პლევრიტული ტკივილიგულმკერდის პლევრიტული ტკივილი

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი, გვხვდება 85%-დან 100% შემთხვევებში.[1]

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი, გვხვდება 85%-დან 100% შემთხვევებში.[1]

იშვიათი

პროდუქტიული ხველა

პაციენტებს ქრონიკული კავერნოზული დაავადებით, ტიპურად აღენიშნებათ პროდუქტიული ხველა.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მუცლის ტკივილი

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი.

დაღლილობა

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი.

საერთო სისუსტე

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი.

ართრალგია

მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზის ხშირი სიმპტომი.

იშვიათი

წონაში კლება

ხშირია ქრონიკული ან დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს. აღინიშნება პაციენტების 26%-50%-ში.[43]

ჰეპატოსპლენომეგალია

დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის გამოვლინება; ხშირია ბავშვთა ასაკში.[43][44]

გულმკერდის აუსკულტაციით - გაფანტული ხიხინი

შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთ პაციენტში დაავადების მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას.

გულმკერდის აუსკულტაციით - ბრონქული ელფერის სუნთქვა

შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთ პაციენტში დაავადების მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას.

გულმკერდის აუსკულტაციით მოისმინება დისტანციური სუნთქვითი ხმიანობა (მოყრუებული სუნთქვა).

უფრო მძიმე რესპირატორული სიმპტომატიკის მქონე პაციენტების გასინჯვის დროს შესაძლებელია მოისმინებოდეს კავერნის საპროექციო არეში.

ჰემოპტიზი

ასოცირებულია ქრონიკული პულმონალურ ჰისტოპლაზმოზთან.

მენინგიტის მსგავსი სიმპტომატიკა

დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დისემინირებულ ჰისტოპლაზმოზთან.

კანის დაზიანებები

შეიძლება ნანახი იყოს დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს

გასტროინტესტინური სიმპტომები

შეიძლება ნანახი იყოს დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს

სეფსისის მსგავსი სიმპტომატიკა

შეიძლება ნანახი იყოს დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის დროს

რისკფაქტორები

ძლიერი

სოკოებით ექსპოზირება

სოკოები ვითარდებიან მიწაში და გარემოში , რომელიც კონტამინირებულია ფრინველებისა და ღამურების გამონაყოფით. ინფექცია ვითარდება სპორების ინჰალაციის შედეგად. სპორები ჰაერში მიწიდან ან/და სპორებით დაბინძურებული ორგანული ნივთირებების შერევის შედეგად ხვდებინ. პაციენტებს, რომლებიც შეისუნთქავენ დიდი რაოდენობით ინოკულანტს, უფრო მეტად შეიძლება განუვითარდეთ მძიმე, მწვავე პულმონალური ჰისტოპლაზმოზი, მაშინ როდესაც მცირე რაოდენობით ინოკულანტით ექსპოზირება მეტად არის დაკავშირებული ასიმპტომურ ან მსუბუქ სიმპტომურ ინფექციასთან.

Histoplasma capsulatum ენდემურია ოჰაიოში, მდინარე მისისიპისა და მისურის ველებში აშშ-ში; სამხრეთ მექსიკაში, კარიბის ზღვის აუზში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.[3][16] აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ჰისტოპლაზმოზური პნევმონიის განვითარებასთან მოიცავს მღვიმეების კვლევას, ფრინველების ქანდარების ახლოს და ძველ ფერმებში ყოფნას, მიწის სამუშაოებს, ხე-ტყის ჭრასა და შეგროვებას).

ემფიზემა

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება დამოუკიდებელ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული პულმონალური ჰისტოპლაზმოზის განვითარებისთვის[1]

HIV ინფექცია

აივ ინფიცირებულ პაციენტებს CD4 უჯრედებით <150 უჯრედი/მმ^3 აქვთ დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის განვითარების მაღალი რისკი ფილტვისმიერი ინფექციის ფონზე,[17]

სიმსივნის ნეკროზული ალფა ფაქტორის (TNF) ანტაგონისტებით მკურნალობა

TNF-ალფას მნიშვნელოვანი როლი აქვს მასპინძლის დამცავ იმუნიტეტში Histoplasma capsulatum-ის საწინააღმდეგოდ; შესაბამისად, TNF-ალფას ანტაგონისტებით (მაგ. ინფიქსიმაბი და ეტანერცეპტი), მკურნალობა დაკავშირებულია ჰისტოპლაზმოზის დისემინაციის მომატებულ რისკთან.[14][18]

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა აფრხებს მასპინძლის სხვადასხვა დონის იმუნურ პასუხს და წარმოადგენს ჰიტოპლაზმოზის პულმონალური და დისიმინირებული ფორმების განვითარების აღიარებულ რისკ ფაქტორს.

იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა

იმუნოსუპრესანტები, როგორიცაა კალცინეურინის ინჰიბიტორები და ანტილიმფოციტური გლობულინი, ჰისტოპლაზმოზის აღიარებული რისკ-ფაქტორებია.

ნეიტროპენია

ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული ნეიტროპენია ასოცირდება ინვაზიური სოკოვანი ინფექციის განვითარების მაღალ რისკთან, მათ შორისაა დისიმინირებული ჰისტოპლაზმოზიც.

მასპინძელის ორგანიზმში, რომელსაც არ აქვს გამოხატული ნეიტროპენია, კომპლემენტის აქტივაცია და ქემოტაქსიური ფაქტორები ნეიტროფილებს ააქტიურებს სოკოს პათოგენთან, რაც განაპირობებს პათოგენის დაზიანებასა და ზრდის შეფერხებას. ეს მექანიზმი შემცირებულია ნეიტროპენიულ პაციენტებში, რის გამოც იზრდება დისემინაციის რისკი.

ღეროვანი უჯრედები და ორგანოთა ტრანსპლანტაცია

ინვაზიური და/ან დისიმინირებული სოკოვანი ინფექციის განვითარების შესაძლებლობა ადრეული ეტაპიდან უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ პაციენტების დაავადების დიაგნოსტირებისას, რომელთაც რისკ ფაქტორები აღენიშნებათ, მათ შორის ღეროვანი უჯრედებისა და ორგანოთა ტრანსპლანტატის რეციპიენტებში.[19][20][21][22]

ტრანსპლანტატი-მასპინძლის-წინააღმდეგ დაავადება

ინვაზიური და/ან დისემინირებული(გავრცელებული) სოკოვანი ინფექციის შესაძლებლობა გასათვალისწინებელია დაავადების საწყის ეტაპზე იმპაციენტებში, რომლებსაც აქვთ საფუძვლიიანი რისკ-ფაქტორები, მათ შორის -ვტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგვ- დაავადების ჩათვლით, როდესაც საჭიროა გაზრდილი იმუნოსუპრესიული თერაპია.[19]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას