კრიტერიუმები

ჰისტოპლაზმოზის ტიპები[1]

ლატენტურად მიმდინარე პულმონარული ჰისტოპლაზმოზი

  • სოკოებით მცირე ინტენსიობის ექსპოზიცია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში

  • ეს კლინიკურად შუმჩნეველია და შეიძლება შემთხვევით გამოვლინდეს ბიოფსიის ან აუტოფსიის შედეგად, როდესაც ფილტვებში შესაძლოა გამოვლინდეს ლოკალური გრანულომები.

მწვავე რესპირატორული ჰისტოპლაზმოზი(სიმპტომები<4 კვირა)

  • სოკოებით მცირე ინტენსიობის ექსპოზიცია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში; ჩვეულებრივ იწვევს სუსტად გამოხატულ სიმპტომებს

  • პაციენტს გამოხატული აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. ცხელება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, წონაში კლება, მშრალი არაპროდუქტიული ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა, ართრალგიები)

  • ექიმის გასინჯვის შედეგები ჩვეულებრივ არასპეციფიურია. გულმკერდის აუსკულტაციით ცვლილებები შეიძლება არ გამოვლინდეს; ზოგიერთ პაციენტთან მოისმინება გაფანტული ხიხინი და ბრონქული ხმიანობა.

  • სოკოთი დაინფიცირების დატვირთვა მცირეა ფერმენტული იმუნოკვლევით შარდში ანტიგენის აღმოჩენა ხდება შემთხვევების დაახლოებით 30%-ში. ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევის სენსიტიურობა დაახლოებით 15%-ია. სეროლოგია დადებითია უმეტეს შემთხვევებში.

მწვავე რესპირატორული ჰისტოპლაზმოზი (სიმპტომები >4 კვირა)

  • დიდი რაოდენობით სოკოების ინოკულანტით ექსპოზიცია პრაქტიკულად ჯანმთელ ადამიანებში.

  • სიმპტომების გახანგრძლივება 4 კვირაზე მეტ ხანს მიუთითებს, რომ პაციენტს განუვითარდა პროგრესული დისიმინირებული დაავადება, რომელიც ეფექტური მკურნალობით შეიძლება შეჩერდეს.

  • უფრო მძიმე რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, შესაძლოა მოისმინებოდეს დისტანციური სუნთქვითი ხმიანობა ღრუს საპროექციოდ.

  • სოკოთი დაინფიცირების მოცულობა მცირეა ანტიგენის დეტექციის რეაქცია და ბაქტერიოლოგიური კვლევა ხშირად პოზიტიურია. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არის სეროლოგიური კვლევა დასაწყისში უარყოფითი და 1 თვის შემდეგ დადებითი

ქრონიკული პულმონარული ჰისტოპლაზმოზი

  • ვლინდება ფილტვის ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში (მაგ.ემფიზემა).

  • შესაძლებელია გამოვლინდეს ფილტვის ზედა წილების ორმხრივი ან ცალმხრივი ინფილტრაცია კავერნებთან ერთად.

  • დაავადების ყველაზე ხშირი მანიფესტაციაა პროდუქტიული ხველა, წონაში კლება, საერთო სისუსტე, ასევე შესაძლებელია სისხლიანი ნახველის წარმოქმნა.

  • სეროლოგია დადებითია უმეტეს შემთხვევებში და კომპლიმენტის ფიქსაციის ტიტრი ხშირად მაღალი.

დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი

  • პირველ რიგში, უვითარდებათ იმუოკომპრომისულ პაციენტებს, განსაკუთრებით აივ ინფიცირებულ პაციენტებს.

  • პირველადი იმუნოდეფიციტი და მეორადი, სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი ალფას ანტაგონისტების ან კორტიკოსტეროიდების მიღების ფონზე განვითარებული შესუსტებული უჯრედული იმუნიტეტი ზრდის პროგრესული, დისიმინირებული, სიცოცხლისთვის საშიში ჰისტოპლაზმოზის ჩამოყალიბების რისკს.[14][18]

  • ცხელება ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, თუმცა პაციენტები ასევე ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, წონის კლებას და საერთო სისუსტეს

  • ფილტვგარე გამოვლინებები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და მოიცავდეს კანის დაზიანებებს, ჰეპატოსპლენომეგალიას, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრას, პანციტოპენიას, გასტროინტესტინალური ტრაქტის ჩართულობას და სეფსისის მსგავს სინდრომს.[2] ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დაავადების გავრცელება შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის დაზიანებით ან მენინგიტით.

  • სეროლოგია დადებითია უმეტეს შემთხვევებში და კომპლემენტის ფიქსაციის ტიტრი ხშირად მაღალი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას