მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

მსუბუქი დაავადება

Back
1-ლი რიგის – 

პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია + დამხმარე თერაპია

ლეპტოსპიროზის ეფექტურად მართვა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიის და შესაბამისი დამხმარე თერაპიის კომბინაციას ორგანული დაზიანების მქონე პაციენტებისთვის.

ზოგადად, მიღებულია, რომ ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სასურველია, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში. მსუბუქი ლეპტოსპიროზის მქონე ზრდასრულებსა და ბავშვებში რეკომენდებული პერორალური ანტიბიოტიკია დოქსიციკლინი (არ არის რეკომენდებული 8 წლამდე ბავშვებში), ხოლო ალტერნატიული პირველი რიგის საშუალებებია ამპიცილინი, აზითრომიცინი, ამოქსიცილინი.[50]

უნდა განხორციელდეს პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი არასასურველ რეაქციებზე, იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციის ჩათვლით, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.[76]

ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტებში საჭირო მხარდამჭერი ღონისძიებების ტიპები და ხარისხი ძალიან განსხვავებულია და ინდივიდუალურად ფასდება ორგანოების ჩართულობის მიხედვით. პაციენტები უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ, რათა შეფასდეს სითხის მოცულობის შემცირებასა და სისხლდენასთან დაკავშირებული ცვლილებები . ექიმებმა უნდა აღადგინონ კოაგულოპათიური და ელექტროლიტური დარღვევები და უზრუნველყონ ადეკვატური ჰიდრატაცია.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი 7 დღე (გარდა აზიტრომიცინისა, რომლისთვისაც მკურნალობის კურსი 3 დღეა მოზრდილებში და არ არის დადგენილი ბავშვებში).

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: ბავშვები >8 წლიდან: 2-4 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 12 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ზრდასრულები: 100 მგ პერორალურად, ყოველ 12 საათში ერთხელ

ან

აზიტრომიცინი: ბავშვები: 10 მგ/კგ (მაქსიმუმ 500 მგ) პერორალურად, დღეში ერთხელ, პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ (მაქსიმუმ 250 მგ) დღეში ერთხელ; ზრდასრულები: 1000 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, პირველ დღეს, შემდეგ 500 მგ დღეში ერთხელ, 2 დღის განმავლობაში

ან

ამპიცილინიამპიცილინი: ბავშვები: 100-200 მგ/კგ/დღე პერორალურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 3 000 მგ/დღე; ზრდასრულები: 500-750 მგ პერორალურად ყოველ 6 სთ-ში ერთხელ

ან

ამოქსიცინილი: ბავშვები: 20-50 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზებით ყოველ 8-12 საათში ერთხელ; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ყოველ 8-12 საათში ერთხელ

დაავადების ზომიერიდან მძიმემდე ფორმა

Back
1-ლი რიგის – 

ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია + დამხმარე თერაპია

ლეპტოსპიროზის ეფექტურად მართვა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიის და შესაბამისი დამხმარე თერაპიის კომბინაციას ორგანული დაზიანების მქონე პაციენტებისთვის.

ზოგადად, მიღებულია, რომ ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სასურველია, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში. ბენზილპენიცილინი რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის მკურნალობა, ალტერნატიული აგენტებია ცეფოტაქსიმი ან ცეფტრიაქსონი.[50][74][75][78][79]​ პენიცილინზე და/ან ცეფალოსპორინზე ალერგიის მქონე მოზრდილებმა უნდა მიიღონ აზითრომიცინი (ინტრავენური ფორმულირება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე) ან დოქსიციკლინი. ასეთი ალერგიის მქონე ბავშვებს უნდა უმკურნალონ დოქსიციკლინით.[75] დოქსიციკლინმა და ტეტრაციკლინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის შეფერილობის მუდმივი შეცვლა ან მინანქრის ჰიპოპლაზია და არ არის რეკომენდებული 8 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებში. თუმცა, მათი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურად მძიმე ლეპტოსპიროზის შემთხვევებში, როდესაც ექიმმა უნდა შეაფასოს ასეთი მკურნალობის სარგებელი და რისკები. ერითრომიცინი ალტერნატივას წარმოადგენს და შეიძლება მისცენ 8 წლამდე ასაკის ბავშვებს.

უნდა განხორციელდეს პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი არასასურველ რეაქციებზე, იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქციის ჩათვლით, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.[76]

ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტებში საჭირო მხარდამჭერი ღონისძიებების ტიპები და ხარისხი ძალიან განსხვავებულია და ინდივიდუალურად ფასდება ორგანოების ჩართულობის მიხედვით. პაციენტები უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ, რათა შეფასდეს სითხის მოცულობის შემცირებასა და სისხლდენასთან დაკავშირებული ცვლილებები . ექიმებმა უნდა აღადგინონ კოაგულოპათიური და ელექტროლიტური დარღვევები და უზრუნველყონ ადეკვატური ჰიდრატაცია.

ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი: 7 დღე.

პირველადი პარამეტრები

ნატრიუმ ბენზილპენიცილინი: ბავშვები: 100 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6 სთ-ში; მოზრდილები: 2.4 - 4.8 გ/დღე დაყოფილი დოზებით ინტრავენურად ყოველ 6 საათში ერთხელ

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვები: 80-100 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად მიეცემა დაყოფილ დოზებად ყოველ 12-24 საათში, მაქსიმუმ 4000 გ/დღეში; ზრდასრულები: 1-2 გ ინტრავენურად ყოველ 12-24 საათში ერთხელ

ან

ცეფოტაქსიმი: >1 თვის ბავშვებში: 150-200 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 6-8 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 1გ ინტრავენურად ყოველ 6 საათში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

დოქსოციკლინი: ბავშვები >8 წლიდან: 2-4 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით, ყოველ 12 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 200 მგ/დღეში; ზრდასრულები: 100 მგ ინტრავენურად, ყოველ 12 საათში ერთხელ

ან

აზიტრომიცინი: ბავშვები ≥16 წლიდან და ზრდასრულები: 500 მგ ინტრავენურად 1-ელ დღეს, რასაც მოჰყვება 250 მგ ყოველ 24 საათში ერთხელ

ან

ერითრომიცინი: ბავშვები: 15-50 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე; მოზრდილები: 500-1000 მგ ინტრავენურად ყოველ 6 სთ-ში ერთხელ

Back
პლიუს – 

გულის მონიტორინგი და არითმიის მართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

გულის მონიტორინგი რეკომენდებულია კარდიალური გაღიზიანებადობის მეორეულად განვითარებული არითმიების დროულად გამოსავლენად.

კარდიალური არითმიები უნდა იმართებოდეს აღიარებული გაიდლაინების მიხედვით, როგორიცაა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (ACC), ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) გაიდლაინები.

სიკვდილი შეიძლება მოხდეს მეორადად კარდიული არითმიების ან გულის უკმარისობის შემდგომ.

Back
განიხილე – 

მექანიკური ვენტილაცია ± მეთილპრედნიზოლონი ინტრავენურად

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე დაავადება დაკავშირებულია იმუნურ ფაზასთან და შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით და/ან ფილტვის ჰემორაგიებით. ამ გამოვლინებების მკურნალობა ხდება სტანდარტული დამხმარე მკურნალობით, პრეზენტაციის მიხედვით.

ფილტვის ჩართულობის მქონე პაციენტებს, ჰემორაგიით ან მის გარეშე, შეიძლება დასჭირდეთ მექანიკური ვენტილაცია.

მეთილპრედნიზოლონის ინტრავენური გამოყენება წარმატებული აღმოჩნდა ფილტვის ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტებში, მაგრამ ერთმა სისტემატურმა მიმოხილვამ აღმოაჩინა შეზღუდული მტკიცებულება აღნიშნულის მხარდასაჭერად; საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, მიეცეს თუ არა კორტიკოსტეროიდები რუტინულად მძიმე ლეპტოსპიროზის და ფილტვების ჩართულობის მქონე პაციენტებს.[80][81]

პირველადი პარამეტრები

მეთილპრედნიზოლონი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე – 

მწვავე დიალიზი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე დაავადება დაკავშირებულია იმუნურ ფაზასთან და შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით და/ან ფილტვის ჰემორაგიებით (ვეილის სინდრომი). ამ გამოვლინებების მკურნალობა ხდება სტანდარტული დამხმარე მკურნალობით, კლინიკური სურათის მიხედვით.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ მწვავე დიალიზი მძიმე დაავადებისას, სითხით გადატვირთვის, აციდოზის და ჰიპერკალიემიის სიმპტომების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით.

Back
განიხილე – 

ღვიძლის დისფუნქციის მონიტორინგი და დამხმარე მოვლა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე დაავადება დაკავშირებულია იმუნურ ფაზასთან და შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და/ან პულმონალური ჰემორაგიებით (ვეილის სინდრომი). ამ გამოვლინებების მკურნალობა ხდება სტანდარტული დამხმარე მკურნალობით, კლინიკური სურათის მიხედვით.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ, მხოლოდ ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია და დამხმარე მოვლა სჭირდებათ.

ღვიძლის უკმარისობა, რომლის მანიფესტაცია ხდება ლეპტოსპიროზის დროს, უკუშექცევადია და, ზოგადად, არ არის გარდაცვალების მიზეზი.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას