დიფერენციული დიაგნოზები
ჰანტავირუსის გულფილტვის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მძიმე რესპირატორული სიმპტომები, რომლებიც იწვევს მოზრდილთა რესპირატორულ დისტრეს-სინდრომს.
სიმპტომები არ არის წარმოდგენილი ბიფაზური ფორმით.
სპეციფიკური ენდემური ზონების ექსპოზიცია ხელს უწყობს ჰანტავირუსს.
კვლევები
დიაგნოზი დასტურდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით სისხლის ან ქსოვილის ნიმუშებიდან, ან იმუნოჰისტოქიმიური ტესტირებით.
დენგეს ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
ლეპტოსპიროზის მსგავსი ნიშნების და სიმპტომების წარმოდგენა, გარდა კონიუნქტივის ჰიპერემიისა, რომელსაც არ აქვს ადგილი დენგეს ცხელების დროს.
დენგეს ცხელება არ არის წარმოდგენილი 2 ფაზით.
კვლევები
დადებითი სეროლოგიური ტესტი ადასტურებს დიაგნოზს და ახდენს დიფერენციაციას სხვადასხვა ეტიოლოგიურ აგენტებს შორის.[72]
მალარიის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ახლო წარსულში მოგზაურობას, ცხელებას, თირკმლის პოტენციურ უკმარისობას და ჰემორაგიულ გართულებებს.
კვლევები
მალარიის დიაგნოზი დასტურდება პერიფერიული ნაცხით.
ლეპტოსპიროზზე ტესტირება უარყოფითი იქნება.
ჰემორაგიული ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი პრეზენტაცია ჰემორაგიული ცხელებისა და ლეპტოსპიროზის დროს.
ჰემორაგიულ ცხელებას ადგილი ექნება კონკრეტულ ენდემურ ზონებში ექსპოზიციის შემდეგ, ხოლო ლეპტოსპიროზი ენდემურია მთელ მსოფლიოში.
კვლევები
ლეპტოსპირებზე დადებითი ტესტირება ადასტურებს ლეპტოსპიროზს და განასხვავებს მას ჰემორაგიული ცხელებისგან.
დიაგნოზი დასტურდება მრავლობითი პჯრ ტესტებით, სეროლოგიური ტესტებით და ვირუსის იზოლირებით.
რიკეტსიოზები
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი კლინიკური სურათი, მათ შორის არადიფერენცირებული ფებრილური დაავადება, რომელსაც ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე.
კვლევები
რიკეტსიის სახეობებზე დადებითი ტესტირება შეიძლება მოიცავდეს ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტებს და/ან სეროლოგიას (მაგ., იმუნოფლუორესცენტული ანალიზი, ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა).
გრიპის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
განსხვავდება ეპიდემიოლოგიით; გრიპი პიკს აღწევს ზამთარში ეცემა და ზაფხულში.
უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი (1-დან 2 დღემდე).
გრიპის დროს არ არის თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა და ჰემორაგიული დიათეზი.
სიმპტომები არ არის წარმოდგენილი 2 ფაზით.
კვლევები
გრიპის A და B ანტიგენების დადებითი ტესტი და/ან დადებითი ვირუსული კულტურა.
ვირუსული ჰეპატიტი
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ჩართულია დიფერენციალურ დიაგნოზში მოგზაურებისთვის.
პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ ცხელება, სიყვითლე და ღვიძლის ამინოტრანსფერაზების მომატება.
პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
კვლევები
დადებითი მწვავე ჰეპატიტის სეროლოგია.
მწვავე ცხიმოვანი ღვიძლი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება ლეპტოსპიროზში შეეშალოთ ფეხმძიმე პაციენტში.[54]
ხშირია სიყვითლე
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას.
რისკფაქტორებია ალკოჰოლის ჭრბი მოხმარება, არასათანადო ნუტრიციული სტატუსი ქრონიკული B ჰეპატიტი და პარაცეტამოლის ჭარბი მოხმარება.
კვლევები
მომატებული საერთაშორისო ნორმალიზებული ფაფარდობა-INR (>1.5) და პროთრომბინის დრო
პარაცეტამოლის დონე შეიძლება მომატებული იყოს; შარდის ტოქსიკოლოგიური სკრინინგი შეიძლება დადებითი იყოს.
შარდოვანა და კრეატინინი მომატებულია.
HELLP სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება ლეპტოსპიროზში შეეშალოთ ფეხმძიმე პაციენტში.[54]
ხშირად გვხვდება მყესების რეფლექსების გაძლიერება, ასევე მუცლის მტკივნეულობა მარჯვენა ზედა კვადრანტში.
ცხელება არ არის სტანდარტული
კვლევები
შიზოციტები, ექინოციტები და პოლიქრომაზია პერიფერიული სისხლის ნაცხში - დიაგნოსტიკურია.
პროთრომბინის და პარციალური თრომბოპლასტინის დრო მომატებულია კოაგულოგრამაზე.
შარდმჟავას დონეები, ჩვეულებრივ, მომატებულია.
გესტაციური ჰიპერტენზია
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება ლეპტოსპიროზში შეეშალოთ ფეხმძიმე პაციენტში.[54]
როგორც წესი, ვითარდება >20 კვირის ორსულობისას.
კვლევები
LFT და სისხლის ქიმია ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებშია.
შარდმჟავა შეიძლება მომატებული იყოს.
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.
კვლევები
რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას