მონიტორინგი

პაციენტები, რომლებსაც ეფექტურად მკურნალობდნენ ლეპტოსპიროზის გამო, განსაკუთრებით მსუბუქი დაავადების დროს, უფრო სავარაუდოა, რომ გამოჯანმრთელდნენ უპრობლემოდ. თუმცა, პაციენტთა მცირე ჯგუფს, როგორიცაა გარკვეული ხარისხის იმუნოსუპრესიის მქონე ან ხანდაზმული პაციენტები, შეიძლება ჰქონდეთ ხაგრძლივი გართულებები, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, უვეიტი ან ფსიქიატრიული დარღვევები. ზოგადად, რეკომენდებულია, რომ დაავადებისგან გამოჯამრთელების შემდეგ, ექიმებმა შეაფასონ პაციენტები აღნიშნულ პოტენციურ გართულებებზე, ასევე, შეაფასონ თირკმლის ფუნქცია პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა მწვავე ინფექციური პროცესის დროს. კარდიული გაღიზიანებადობის სიმპტომებით შემოსული პაციენტებისთვის რეკომენდებულია აგრეთვე გულის მონიტორინგი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას