ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს ინფიცირებული ცხოველების შარდთან კონტაქტს (პირდაპირი ან არაპირდაპირი), ცხოვრებას ან მოგზაურობას ენდემურ ზონაში (წვიმიანი სეზონის განმავლობაში ტროპიკულ ზონებში და ზაფხულის ბოლოს ზომიერი ჰავის რაიონებში) ან ზონაში, რომელიც ახლო წარსულში დაზიანდა ბუნებრივი კატასტროფით (მაგ. წყალდიდობა), და ჩართულობას სპორტის წყლის სახეობებში.

მაღალი რემიტენტული ცხელება

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.[1][2]

თავის ტკივილი

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

მიალგია

წარმოდგენილია ქვედა კიდურებში, სავარაუდოდ, წვივის კუნთებში, რაც ლეპტოსპიროზის პათოგნომურია.

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

კონიუნქტივის ჰიპერემია

ორმხრივი, რაც ლეპტოსპიროზის პათოგნომურია.

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

კუნთების ტკივილი

ლოკალიზებულია წვივებში და, შესაძლოა, პარავერტებრალურ კუნთებში.

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

შემცივნება, ან კანკალი

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

მუცლის ტკივილი

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

გულისრევა ან ღებინება

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

დიარეა

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

ასთენია

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

ფოტოფობია

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

თვალის ტკივილი

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

კისრის კუნთების გაშეშება

ასეპტიკური მენინგიტის ნიშანი.

ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

იშვიათი

ხველა

ფილტვის სიმპტომს ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ქოშინი

ფილტვის სიმპტომს ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ტკივილ გულმკერდის არეში

ფილტვის სიმპტომს ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ჰემოპტიზი

ფილტვის სიმპტომს ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ოლიგურია ან პოლიურია

თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც წარმოდგეილია პოლიურიით და ჰიპოკალიემიით, ჩვეულებრივ, ჩანს მძიმე შემთხვევებში იმუნური ფაზის დროს.

ოლიგურიის არსებობა ცუდი პროგნოზული ფაქტორია.

გულის არითმია

ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ლიმფადენოპათია

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს.

სპლენომეგალია

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

ჰეპატომეგალია.

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

სიყვითლე

ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს.

ადენოპათია

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი და იმუნური ფაზების დროს.

ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები

შეიძლება მოიცავდეს დაბნეულობას, ჰალუცინაციებს, აგრესიულ ქცევას და დელირიუმს.

ადგილი აქვს იმუნური ფაზის დროს, მაგრამ იშვიათად ხდება.

წითელასმაგვარი გამონაყარი

გამონაყარი ქავილის გარეშე, რომელიც 1 ან 2 დღე გრძელდება.

ადგილი აქვს მწვავე/საწყისი ფაზის დროს, მაგრამ იშვიათად ხდება.

რისკფაქტორები

ძლიერი

ინფიცირებული ცხოველების შარდთან კონტაქტი (პირდაპირი ან არაპირდაპირი)

Leptospira ლეპტოსპირა ბუნებაში შენარჩუნებულია ბაქტერიის მატარებელ ცხოველებში, თირკმელების ქრონიკული ინფექციის არსებობის შედეგად. ცხოველთა რეზერვუარები, რომლებიც, სავარაუდოდ, ლეპტოსპიროზის შემთხვევათა უმეტესობას განაპირობებს, არის ვირთხები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძაღლები და სხვა შინაური პატარა ძუძუმწოვრები.[27] ინფიცირების შემდეგ, ცხოველი შარდით გამოყოფს ლეპტოსპირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ინფექციის მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან სოფლის მეურნეობის ფერმერები, ქალაქის დაბალშემოსავლიანი ნაწილის მაცხოვრებლები, ვეტერინარები და ცხოველების მომვლელები, სამხედრო პერსონალი და მაღაროელები.[21][27] არაპირდაპირი კონტაქტი შარდთან ხდება წყალთან და ნიადაგთან ექსპოზიციით, რომელიც დაბინძურებულია ლეპტოსპირებით.[2]

ენდემურ რეგიონებში ბინადრობა ან მოგზაურობა

ლეპტოსპიროზი გამოვლენილია როგორც სოფლის, ისე ქალაქის რაიონებში, მთელ მსოფლიოში; თუმცა, ინფექციის ყველაზე მაღალი ინციდენტობა აღინიშნა წვიმიანი სეზონის განმავლობაში ტროპიკულ ზონებში და ზაფხულის ბოლოს ზომიერი ჰავის რაიონებში.[1][7] ყოველწლიურად დაახლოებით 100-200 შემთხვევაა იდენტიფიცირებულია აშშ-ში, ამასთან შემთხვევების დაახლოებით 50% მოდის პუერტო რიკოზე; ჰავაი იკავებს მეორე ადგილს ავადობით.[22]ლეპტოსპირებს შეუძლია გადარჩენა კვირების ან თვეების განმავლობაში თბილ და ტენიან გარემოში, განსაკუთრებით წყალში და სველ ნიადაგში.[2][7] მოგზაურები წარმოადგენენ რისკის ქვეშ მყოფ მზარდ პოპულაციას.[32]

ცხოვრება ან მოგზაურობა ახლო წარსულში წყალდიდობით დაზიანებულ ზონაში

ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობა და ციკლონები, წარმოადგენს ხელსაყრელ პირობებს მიკროორგანიზმისთვის წყლის და ნიადაგის დასაბინძურებლად. დაბინძურებულ წყლებთან კონტაქტი ლეპტოსპიროზით დაინფიცირების მაღალი რისკის ფაქტორია.[1][2]

სპორტის წყლის სახეობებში ჩართულობა

მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა საერთაშორისო წყლის სპორტული ღონისძიებების დროს, განსაკუთრებით ტროპიკულ რეგიონებში.[3][29][30][31][45]

ცუდი საცხოვრებელი პირობები/სანიტარიის ნაკლებობა

ცუდი საცხოვრებელი პირობები, მათ შორის ჭუჭყიანი იატაკი, საკანალიზაციო წყლებთან და ღია კანალიზაციის მილებთან სიახლოვემ , სანიტარული პირობების ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს ინფექციის რისკი.[36]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას