კრიტერიუმები
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC): ლეპტოსპიროზის (Leptospira interrogans) შემთხვევის განმარტება[60]
კლინიკური კრიტერიუმებია ცხელების ანამნეზი უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში და ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 2:
მიალგია
თავის ტკივილი
სიყვითლე
კონიუნქტივის სუფუზია ჩირქოვანი გამონადენის გარეშე
გამონაყარი (მაკულოპაპულური ან პეტექიური).
ან ჩამოთვლილთაგან სულ მცირე 1:
ასეპტიკური მენინგიტი
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მაგ., მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა)
ფილტვების გართულებები (მაგ. ხველა, ქოშინი, ჰემოპტიზი)
გულის არითმიები, ეკგ დარღვევები
თირკმლის უკმარისობა (მაგ., ანურია, ოლიგურია)
სისხლდენა (მაგ., ნაწლავური, ფილტვისმიერი, ჰემატურია, ჰემატემეზის)
სიყვითლე თირკმლის მწვავე უკმარისობით.
ლეპტოსპიროზის შემთხვევის სრული განსაზღვრება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა და ეპიდემიოლოგიური კავშირის ჩათვლით, მოცემულია CDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების) მიერ:: CDC: leptospirosis (Leptospira interrogans) 2013 case definition Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას