მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

უსიმპტომო პაციენტი გადამტანთან ბოლოდროუნდელი ექსპოზიციით

Back
1-ლი რიგის – 

გამხნევება

ინფექციის რისკი არ არსებობს, თუ ექსპოზიცია გულისხმობს ცხოველებთან შეხებას ან მათ კვეას, ასევე დაუზიანებელი კანის ალოკვას. თუ ანამნეზი სანდოა, მკურნალობა არ არის საჭირო.

Back
1-ლი რიგის – 

ჭრილობის დამუშავება

შიშველი კანის კვნეტა ან უმნიშვნელო ნაკაწრები ან ნაფხაჭნები სისხლდენის გარეშე ატარებენ ინფექციის დაბალ რისკს, შესაბამისად, ასეთ დროს საჭიროა ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა.

ღია ჭრილობა საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს, საპნისა და წყლის (ან მარტო წყლის) მეშვეობით 15 წუთის განმავლობაში და დეტერგენტებით, იოდის ან ეთანოლის საშუალებით მოხდეს დეზინფექცია.

Back
პლიუს – 

მრავალდოზიანი იმუნიზაციის პროტოკოლი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ინტრადერმულ (3-დოზის) ან ინტრამუსკულარულ (4-დოზიანი ან 2-1-1 დოზა) რეჟიმს. სასურველია ინტრადერმული რეჟიმი, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური ხარჯების, დოზის და დროის დაზოგვის რეჟიმი.[34]

აშშ-ს პროტოკოლი (იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) მიერ რეკომენდებული) მოიცავს ვაქცინის ინტრამუსკულურ ინექციას დელტოიდის კუნთში (მოზრდილებში) ან ბარძაყის წინაგვერდით ნაწილში (ბავშვებში). პირველი დოზა ექსპოზიციიდან რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს (დღე 0). შემდგომი დოზები კი პირველი დოზიდან მე-3, მე-7 და მე-14 დღეს კეთდება (დამატებითი დოზა 28-ე დღეს რეკომენდებულია იმუნოკომპრომისულ პირებში).[46] აშშ-ში 2 ტიპის ვაქცინა არის ხელმისაწვდომი: ადამიანის დიპლოიდური უჯრედის და გაწმენდილი ქათმის ემბრიონის ვაქცინა. გაწმენდილი ვერო უჯრედის ვაქცინა და გაწმენდილი ბატის ემბრიონის ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში და პრევალიფიციურია WHO-ს მიერ.

იმუნიზაციის პროტოკოლები განსხვავებულია; გაიარეთ ადგილობრივი გზამკვლევი ვაქცინაციის რეჟიმებისთვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის სპეციფიკური რეჟიმი ეფუძნება ცოფის კომპოზიტურ რისკს, პაციენტის იმუნიზაციის სტატუსს და არის თუ არა პაციენტი იმუნოსუპრესიული.[47]

პირველადი პარამეტრები

WHO პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: 0.1 მლ ინტრადერმულად (გადანაწილებული ორ ადგილს შორის) 0, მე-3 და მე-7 დღეს; 1 დოზა ინტრამუსკულარულად (1-ადგილიანი) 0, მე-3, მე-7 დღეს და 14-28 დღეებს შორის; 2 დოზა ინტრამუსკულარულად (2-ადგილიანი) 0 დღეს, რომელსაც მოყვება დამატებითი დოზა (1-ადგილიანი) მე-7 და 21-ე დღეს

ან

ACIP პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: 1 მლ ინტრამუსკულურად 0, მე-3, მე-7 და მე-14 დღეს (დამატებით 28-ე დღეს იმუნოსუპრესულ პაციენტებში)

Back
განიხილე – 

ცოფის იმუნოგლობულინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მის გამოყენებას ექსპოზიციის აღნიშნული ტიპების დროს, თუ პაციენტი იმუნოსუპრესიულია. იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები უნდა შეფასდნენ ინდივიდუალურად.[34] იმუნიზაციის პრაქტიკის შესახებ მრჩეველთა საბჭო (ACIP) მის გამოყენებას რეკომენდაციას უწევს კბენის გარეშე ექსპოზიციის მქონე თითოეულ პაციენტში.[46]

ცოფის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი (hRIG) შეიყვანება დაზიანების ადგილას, ჭრილობის პირველადი დამუშავების გარეშე. თუ არ გვაქვს ანატომიური დაბრკოლება (უნდა შესრულდეს დუნე ნაკერი საჭიროებისამებრ, მხოლოდ ინფილტრაციის შემდგომ), სრული დოზა უნდა შევიყვანოთ ჭრილობაში და ირგვლივმდებარე მიდამოში.

თუ აღნიშნული შესაძლებელი არ არის, ამერიკული გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ადამიანის ცოფის ნებისმიერი ნარჩენი იმუნოგლობულინის ინტრამუსკულარულად გამოყენებას, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გზამკვლევი ამჟამად იმავე პრაქტიკას მხარს აღარ უჭერს.[34][46] ვაქცინისა და ინტრამუსკულური hRIG-ის ინექციის ადგილი ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს. სრული დოზის გადაჭარბება არ არის დასაშვები; თუ გამოთვლილი დოზა არ არის საკმარისი ყველა ჭრილობის დასამუშავებლად, სალინის გამოყენება შეიძლება hRIG-ის გასაზავებლად და ჭრილობის საფუძვლიანი ინფილტრაციისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენება შეიძლება 7 დღემდე დაყოვნდეს ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ (მაგ. თუ არ არის ხელმისაწვდომი).

ცხენის ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენება შეგვიძლია განვითარებად ქვეყნებში, თუ ხელმისაწვდომი არ არის ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი (შენიშვნა: დოზა ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინისგან განსხვავებულია). ცოფის პრევენციის კუთხით ორივე ტიპის იმუნოგლობულინი ავლენს მსგავს კლინიკურ გამოსავალს. ცხენის ცოფის იმუნოგლობულინი უფრო იაფფასიანია, ვიდრე ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი. ცხენის ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენება ამჟამად შესაძლებელია კანის თავდაპირველი ტესტირების გარეშე.[34]

იმ რეგიონებში, სადაც ცოფის იმუნოგლობულინების რაოდენობა შეზღუდულია, ალოკაციის პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს მაღალი რიკის ექსპოზიციის მქონე პაციენტებისთვის (მაგ. მრავლობითი ნაკბენები, ღრმა ჭრილობები).[34]

პირველადი პარამეტრები

ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი (ადამიანის): 20 ერთ/კგ (მაქსიმუმ), გამოყენებული ერთეულ დოზად, რომლის ინფილტრირება ხდება ჭრილობაში და ირგვლივმდებარე ქსოვილში

მეტი
Back
1-ლი რიგის – 

ჭრილობის დამუშავება

ერთი ან რამდენიმე ტრანსდერმული ნაკბენი ან განაკაწრი, დაზიანებული კანის ალოკვა, ლორწოვანი გარსის ნერწყვით დაბინძურება ალოკვისას ან ღამურებთან ექსოპოზიცია ხასიათდება ინფექციის განვითარების მაღალი რისკით და, შესაბამისად, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა აუცილებელია.

ღია ჭრილობა საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს, საპნისა და წყლის (ან მარტო წყლის) მეშვეობით 15 წუთის განმავლობაში და დეტერგენტებით, იოდის ან ეთანოლის საშუალებით მოხდეს დეზინფექცია.

Back
პლიუს – 

მრავალდოზიანი იმუნიზაციის პროტოკოლი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ინტრადერმულ (3-დოზის) ან ინტრამუსკულარულ (4-დოზიანი ან 2-1-1 დოზა) რეჟიმს. სასურველია ინტრადერმული რეჟიმი, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური ხარჯების, დოზის და დროის დაზოგვის რეჟიმი.[34] 

აშშ-ს პროტოკოლი (იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) მიერ რეკომენდებული) მოიცავს ვაქცინის ინტრამუსკულურ ინექციას დელტოიდის კუნთში (მოზრდილებში) ან ბარძაყის წინაგვერდით ნაწილში (ბავშვებში). პირველი დოზა ექსპოზიციიდან რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს (დღე 0). შემდგომი დოზები კი პირველი დოზიდან მე-3, მე-7 და მე-14 დღეს კეთდება (დამატებითი დოზა 28-ე დღეს რეკომენდებულია იმუნოკომპრომისულ პირებში).[46] აშშ-ში 2 ტიპის ვაქცინა არის ხელმისაწვდომი: ადამიანის დიპლოიდური უჯრედის და გაწმენდილი ქათმის ემბრიონის ვაქცინა. გაწმენდილი ვერო უჯრედის ვაქცინა და გაწმენდილი ბატის ემბრიონის ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში და პრევალიფიციურია WHO-ს მიერ.

იმუნიზაციის პროტოკოლები განსხვავებულია; გაიარეთ ადგილობრივი გზამკვლევი ვაქცინაციის რეჟიმებისთვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის სპეციფიკური რეჟიმი ეფუძნება ცოფის კომპოზიტურ რისკს, პაციენტის იმუნიზაციის სტატუსს და არის თუ არა პაციენტი იმუნოსუპრესიული.[47]

პირველადი პარამეტრები

WHO პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: 0.1 მლ ინტრადერმულად (გადანაწილებული ორ ადგილს შორის) 0, მე-3 და მე-7 დღეს; 1 დოზა ინტრამუსკულარულად (1-ადგილიანი) 0, მე-3, მე-7 დღეს და 14-28 დღეებს შორის; 2 დოზა ინტრამუსკულარულად (2-ადგილიანი) 0 დღეს, რომელსაც მოყვება დამატებითი დოზა (1-ადგილიანი) მე-7 და 21-ე დღეს

ან

ACIP პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: 1 მლ ინტრამუსკულურად 0, მე-3, მე-7 და მე-14 დღეს (დამატებით 28-ე დღეს იმუნოსუპრესულ პაციენტებში)

Back
პლიუს – 

ცოფის იმუნოგლობულინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ცოფის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი (hRIG) შეიყვანება დაზიანების ადგილას, ჭრილობის პირველადი დამუშავების გარეშე. თუ არ გვაქვს ანატომიური დაბრკოლება (უნდა შესრულდეს დუნე ნაკერი საჭიროებისამებრ, მხოლოდ ინფილტრაციის შემდგომ), სრული დოზა უნდა შევიყვანოთ ჭრილობაში და ირგვლივმდებარე მიდამოში.

თუ აღნიშნული შესაძლებელი არ არის, ამერიკული გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ადამიანის ცოფის ნებისმიერი ნარჩენი იმუნოგლობულინის ინტრამუსკულარულად გამოყენებას,  თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გზამკვლევი ამჟამად იმავე პრაქტიკას მხარს აღარ უჭერს.[34][46] ვაქცინისა და ინტრამუსკულური hRIG-ის ინექციის ადგილი ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იყოს. სრული დოზის გადაჭარბება არ არის დასაშვები; თუ გამოთვლილი დოზა არ არის საკმარისი ყველა ჭრილობის დასამუშავებლად, სალინის გამოყენება შეიძლება hRIG-ის გასაზავებლად და ჭრილობის საფუძვლიანი ინფილტრაციისთვის.

საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენება შეიძლება 7 დღემდე დაყოვნდეს ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ (მაგ. თუ არ არის ხელმისაწვდომი).

ცხენის ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენება შეგვიძლია განვითარებად ქვეყნებში, თუ ხელმისაწვდომი არ არის ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი (შენიშვნა: დოზა ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინისგან განსხვავებულია). ცოფის პრევენციის კუთხით ორივე ტიპის იმუნოგლობულინი ავლენს მსგავს კლინიკურ გამოსავალს. ცხენის ცოფის იმუნოგლობულინი უფრო იაფფასიანია, ვიდრე ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინი. ცხენის ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენება ამჟამად შესაძლებელია კანის თავდაპირველი ტესტირების გარეშე.[34]

იმ რეგიონებში, სადაც ცოფის იმუნოგლობულინების რაოდენობა შეზღუდულია, ალოკაციის პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს მაღალი რიკის ექსპოზიციის მქონე პაციენტებისთვის (მაგ. მრავლობითი ნაკბენები, ღრმა ჭრილობები).[34]

პირველადი პარამეტრები

ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი (ადამიანის): 20 ერთ/კგ (მაქსიმუმ), გამოყენებული ერთეულ დოზად, რომლის ინფილტრირება ხდება ჭრილობაში და ირგვლივმდებარე ქსოვილში

მეტი
Back
1-ლი რიგის – 

ჭრილობის დამუშავება

ღია ჭრილობა საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს, საპნისა და წყლის (ან მარტო წყლის) მეშვეობით 15 წუთის განმავლობაში და დეტერგენტებით, იოდის ან ეთანოლის საშუალებით მოხდეს დეზინფექცია.

ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი არ არის საჭირო ასეთ პაციენტებში.

Back
პლიუს – 

მრავალდოზიანი იმუნიზაციის პროტოკოლი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ინტრადერმულ ან ინტრამუსკულარულ გამოყენებას 0 და მე-3 დღეს ან 4-ადგილიან ინტრადერმულ რეჟიმს (ოთხი 0.1 მლ-იანი ინექცია, რომელიც თანაბრად განაწილებულია მარცხენა და მარჯვენა დელტისებრ კუნთებზე, ბარძაყებზე ან ლავიწზედა მიდამოებზე ერთი ვიზიტის ფარგლებში). ინტრადერმული გზა ითვლება უპირატესად, ვინაიდან არის ყველაზე მეტად ხარჯთეფექტური, დოზისა და დროის დამზოგავი რეჟიმი.[34]

აშშ-ს პროტოკოლი (იმუნიზაციის პრაქტიკის შესახებ მრჩეველთა საბჭოს (ACIP) მიერ რეკომენდებული) მოიცავს ვაქცინის ინტრამუსკულურ ინექციას დელტისებრ კუნთში (ზრდასრულებში) ან ბარძაყის წინაგვერდით ნაწილში (ბავშვებში). პირველი დოზა ექსპოზიციიდან რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს (დღე 0), მეორე დოზა კი მე-3 დღეს.[46] აშშ-ში 2 ტიპის ვაქცინა არის ხელმისაწვდომი: ადამიანის დიპლოიდური უჯრედის და გაწმენდილი ქათმის ემბრიონის ვაქცინა. გაწმენდილი ვერო უჯრედის ვაქცინა და გაწმენდილი ბატის ემბრიონის ვაქცინა ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში და პრევალიფიციურია WHO-ს მიერ.

იმუნიზაციის პროტოკოლები განსხვავებულია; გაიარეთ ადგილობრივი გზამკვლევი ვაქცინაციის რეჟიმებისთვის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის სპეციფიკური რეჟიმი ეფუძნება ცოფის კომპოზიტურ რისკს, პაციენტის იმუნიზაციის სტატუსს და არის თუ არა პაციენტი იმუნოსუპრესიული.[47]

პირველადი პარამეტრები

WHO პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: ერთი დოზა ინტრადერმულად/ინტრამუსკულურად პირველ და მესამე დღეს; 0.1 მლ ინტრადერმულად 4-ჯერ (თანაბრად გადანაწილებული მარცხენა და მარჯვენა დელტოიდს, ბარძაყსა და სუპრასკაპულურ რეგიონს შორის)

ან

ACIP პროტოკოლი

ცოფის ვაქცინა: 1 მლ ინტრამუსკულარულად 0 და მე-3 დღეს

მწვავე

სიმპტომური ცოფი

Back
1-ლი რიგის – 

პალიატიური მკურნალობა

ხანდახან ცოფგადატანილი პირებიც შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა დადასტურებული ეფექტური მკურნალობა არ არის დადგენილი.

აუცილებელია პაციენტის იზოლირება, რათა შემცირდეს იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ პროფილაქტიკა. რეკომენდებულია სტანდარტული პრევენციული ღონისძიებების გატარება (მაგ:. ნიღბის, ხელთათმანების, თვალის/სახის დაცვის და სამედიცინო ხალათის გამოყენება).

აქტიური დაავადების დროს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ან იმუნოგლობულინის გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან არანაირი სარგებელი მოაქვს და პირიქით საზიანოც კი შეიძლება იყოს.

ბევრი ექსპერტი პალიატიურ მკურნალობას უწევს რეკომენდაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ცოფის დროს განვითარებული სპაზმები (ჰიდროფობია და აერიფობია) სტიმულზეა დამოკიდებული, რეკომენდაციები პაციენტის იზოლირებას, ოთახის დაბნელებას და მის გაკავებას მოიცავს.

პალიატიურ მკურნალობაზე ჩატარებული ერთადერთი კველა ცოფის დროს ჰალოპერიდოლს უწევს რეკომენდაციას.[48][49]

სხვა მედიკამენტები, რომლებიც სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება, მოიცავს ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიკონვულსანტებს (გულყრებისთვის) და ნერვკუნთოვანი ბლოკერებს.[50]

პირველადი პარამეტრები

ჰალოპერიდოლი: 0.5 - 10 მგ პერორალურად, ყოველ 1-4 საათში. საჭიროებს ტიტრაციას თერაპიაზე პასუხის მიხედვით, მაქსიმალური დოზა 100 მგ/დღეში

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას