პირველადი პრევენცია

ცოფის 100%-ით პრევენცია შესაძლებელია დროული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში. ადამიანებში ცოფის ინფექციის გავრცელების ძირითად წყაროს ძაღლები წარმოადგენენ. ამიტომ ცოფის ენდემურ ქვეყნებში რეკომენდირებულია შინაური ცხოველების ვაქცინაცია და შინაური ცხოველების ნაკლები კონტაქტი ველურ ბუნებასთან ბავშვებს ძაღლის კბენის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ამიტომ აუცილებელია მათი მაწანწალა ან უცხო ძაღლებთან სწორი ქცევის თაობაზე ინფორმირება. აგრეთვე აუცილებელია გარეულ ცხოველებთან კონტაქტის არიდება, განსაკუთრებით ღამურებთან. აუცილებელია ცხოველთა კონტროლის ორგანიზაციას გადაეცეს შეტყობინება სახლში ღამურების არსებობაზე , მათი ამოყვანისთვის ენზოოტურ რეგიონებში მოგზაურები უნდა მოერიდონ გარეულ ან შინარ ცხოველებთან კონტაქტს, მათ შორის უსახლკარო ძაღლებსა და კატებთან.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია ექსპოზიციამდე ან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის. უმეტეს ქვეყნებში ზოგადად ხელმისაწვდომია ორი თანამედროვე უჯრედული კულტურის ვაქცინა: ადამიანის დიპლოიდური უჯრედის ვაქცინა და გაწმენდილი ქათმის ემბრიონის უჯრედული ვაქცინა. შესაძლოა ასევე ხელმისაწვდომი იყოს ჩანასახოვანი კვერცხუჯრედის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ვაქცინის არჩევანი დამოკიდებულია ადგილობრივ ხელმისაწვდომობაზე.

ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა

  • ცოფის საწინააღმდეგო ექსპოზიციამდელი იმუნიზაცია ნაჩვენებია ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებში.

  • ვაქცინის დოზების განრიგი და რეკომენდაციები, თუ ვინ უნდა მიიღოს PrEP, შეიძლება განსხვავდებოდეს და უნდა გაეცნოთ ადგილობრივ გაიდლაინებს.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს PrEP-ს ცოფის ვირუსის ზემოქმედების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის (მათ შორის, ქვეპოპულაციების მაღალ ენდემურ გარემოში შეზღუდული წვდომით დროული და ადეკვატური ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკაზე), პროფესიული რისკის მქონე ადამიანებისთვის და მოგზაურებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ ექსპოზიციის რისკის ქვეშ. PrEP ასევე გასათვალისწინებელია ცოფის ენდემურ რაიონებში მცხოვრებ პოპულაციებში, სადაც ძაღლის ნაკბენის ინსიდენსი არის >5% წელიწადში ან ცნობილია ვამპირი ღამურების ცოფის არსებობა. რეკომენდებულია დოზის ორი განსხვავებული სქემა:[34]

    • ინტრადერმული დოზა (2 ადგილი) 0 და 7 დღეებში; ან

    • ინტრამუსკულარული დოზა (1 ადგილი) 0 და 7 დღეებში (დელტისებრი კუნთი მოზრდილებში და ბარძაყის ანტეროლატერალური უბანი ბავშვებში <2 წლამდე).

  • აშშ-ში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევს 2 დოზის ინტრამუსკულარულ რეჟიმს (დღეები 0 და 7). შემდგომი რეკომენდაციები დამოკიდებულია ცოფის ზემოქმედების პირის კონკრეტულ რისკზე.[35]

    • რისკის კატეგორია 1 (უმაღლესი რისკი; ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ცოფის ცოცხალ ვირუსთან კვლევით ან ვაქცინის წარმოების ობიექტებში: ან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ცოფზე ტესტირებას დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში). სქემა:2-დოზის განრიგი (0 და 7 დღეები), შემდეგ შეამოწმეთ ცოფის ანტისხეულების ტიტრი ყოველი 6 თვე (მიეცით ბუსტერი, თუ ტიტრი <0,5 IU/mL).

    • რისკის კატეგორია 2 (ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხშირი შეხვედრა ან კონტაქტი ღამურებთან , შედიან ადგილებში სადაც ღამურების დიდი რაოდენობაა, მაგ.როგორიცაა გამოქვაბულები, ან ახორციელებენ ცხოველთა ნეკროპსიას): სქემა:2-დოზის განრიგი (0 და 7 დღეები), შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შეამოწმეთ ცოფის ანტისხეულების ტიტრი ( მიეცით ბუსტერი, თუ ტიტრი <0,5 IU/mL).

    • რისკის კატეგორია 3 (რისკის ხანგრძლივობა > 3 წელი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ პირველადი 2 დოზით PrEP ვაქცინაციის სერიას და: ადამიანები, რომლებიც ურთიერთობენ ცხოველებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ცოფიანები , როგორიცაა ვეტერინარები, ტექნიკოსები, ცხოველების კონტროლის სპეციალისტები; ადამიანები, რომლებსაც საქმე აქვთ გარეული ცხოველების სახეობებთან ; სპელეოლოგები და შერჩეული მოგზაურები): სქემა2-დოზის განრიგი (დღეები 0 და 7) პლუს ერთი: ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის ერთჯერადი შემოწმება 1 წლის შემდეგ და ვაქცინაციის სერიის შემდეგ 3 წლამდე (მიეცით ბუსტერ დოზა, თუ ტიტრი <0,5IU/mL); ან ერთჯერადი ბუსტერ დოზა 3 კვირიდან 3 წლამდე ვაქცინაციის პირველი სერიიდან.

    • რისკის კატეგორია 4 (იგივე პოპულაცია, როგორც ზემოთ კატეგორია 3, მაგრამ რისკის ხანგრძლივობა ≤3 წელი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ პირველადი 2-დოზის PrEP ვაქცინაციის სერიას): სქემა:2-დოზის განრიგი (დღეები 0 და 7).

    • რისკის კატეგორია 5 (ყველაზე დაბალი რისკი; ზოგადი მოსახლეობა): არ არის.

  • დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) რეკომენდაციას უწევს 3 დოზის ინტრამუსკულარულ რეჟიმს (დღეები 0, 7 და 28). მესამე დოზის მიღება შესაძლებელია 21-ე დღიდან, თუ გამგზავრებამდე დრო არ არის საკმარისი. დაჩქარებული რეჟიმი შეიძლება დაინიშნოს, თუ არ არის საკმარისი დრო 21-28 დღიანი კურსის დასასრულებლად, 3 დოზით მიცემული 0, 3 და 7 დღეებში და დამატებითი დოზა ერთ წელიწადში, თუ ისინი განაგრძობენ მოგზაურობას მაღალი რისკის ადგილებში. PrEP რეკომენდებულია შემდეგ ადამიანებში:[36]

    • ლაბორატორიის პერსონალი რომელიც რეგულარულად მუშაობს ცოფის ვირუსზე

    • DEFRA-ს ავტორიზებული საკარანტინო შენობებისა და გადამზიდავების მუშები

    • ისინი, ვინც რეგულარულად ეხება ღამურებს (მათ შორის ნებაყოფლობით საფუძველზე) დიდ ბრიტანეთში

    • ვეტერინარული და ტექნიკური პერსონალი, რომელსაც ექმნება გაძლიერებული რისკი

    • მოგზაურები ცოფის ენზოოტიურ რაიონებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექსპოზიციის შემდგომი სამედიცინო დახმარება და ცოფის ბიოლოგიური საშუალებები აკლია ან დეფიციტია დანიშნულების ადგილზე, ან ადამიანი ეწევა უფრო მაღალი რისკის მქონე აქტივობებს (მაგ., ველოსიპედით სიარული,, სირბილი), ან ცხოვრობს/რჩება ამ ტერიტორიაზე ≥1 თვის განმავლობაში

    • ცხოველთა კონტროლისა და ველური ბუნების მუშაკები, ვეტერინარული პერსონალი ან ზოოლოგები, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ცოფის ენზოოტიურ ადგილებში.

  • იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება იყოს არაოპტიმალური.

    • ჯანმო რეკომენდაციას უწევს, რომ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები უნდა შეფასდნენ თითოეულ შემთხვევაში და მიიღონ დამატებითი მესამე დოზა 21-დან 28 დღემდე.[34]

    • CDC რეკომენდაციას უწევს ვაქცინის სერიის და ყველა ბუსტერ დოზის დასრულებიდან მინიმუმ 1 კვირაში (სასურველია 2-დან 4 კვირამდე) შემოწმდეს, რომ პირის ცოფის ანტისხეულების ტიტრი იყოს >0,5 IU/mL თუ ტიტრი არის <0,5 IU/mL უნდა დაინიშნოს ბუსტერ დოზა, რასაც მოჰყვება ტიტრის შემდგომი შემოწმება. თუ ორი ბუსტერ დოზა ვერ გამოიმუშავებს ანტისხეულების მისაღებ ტიტრს, უნდა გაიაროთ კონსულტაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებთან. თუ პაციენტს აქვს დროებითი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ვაქცინაცია შეიძლება გადაიდოს მდგომარეობის მოგვარებამდე ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღებამდე.[35]

  • ქლოროქინის ან ჰიდროქსიქლოროქინის (ხშირად გამოყენებული მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცოფის ანტისხეულების ტიტრის მნიშვნელოვანი შემცირება.

    • ჯანმოს რეკომენდაცით , მიუხედავად იმისა , რომ ადამიანები რომელებიც მკურნალობენ ქლოროქინით ან ჰიდროქსიქლოროქინით ვაქცინაციისთვის უკუჩვენება არა არის. თუ შესაძლებელია PrEP უნდა დასრულდეს ქლოროქინით ან ჰიდროქსიქლოროქსინით მკურნალობის დაწყებამდე.[34]

    • CDC გირჩევთ თავიდან აიცილოთ ქლოროქინის გამოყენება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანისას, ან თუ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია, დაადასტუროთ, რომ პაციენტის ცოფის ანტისხეულების ტიტრი არის >0,5 IU/mL მინიმუმ 1 კვირის (სასურველია 2-დან 4 კვირამდე) ვაქცინების სერიის დასრულებიდან[35]

  • ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა უსაფრთხო და იმუნოგენურია.[37]

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

  • ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა მოიცავს ცოფის ვაქცინისა და ცოფის იმუნოგლობულინის გამოყენებას (საჭიროებისამებრ) ჭრილობის გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ. პროფილაქტიკა ძალიან ეფექტურია და უნდა მიეცეს დადასტურებული ან სავარაუდო ექსპოზიციის მქონე ნებისმიერ უსიმპტომო პაციენტს, ექსპოზიციიდან გასული დროის მიუხედავად.

  • PEP პროტოკოლები განსხვავდება; იხილეთ მკურნალობის ალგორითმი.

მეორეული პრევენცია

ცოფი შეტყობინებადი დაავადებაა ბევრ ქვეყანაში. ცოფის შემთხვევები მაშინვე უნდა აღირიცხოს ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენელთა მიერ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ლაბორატორული დადასტურება საჭიროა სიკვდილამდელი ან შემდგომი შესაძლო შემთხვევების დადასტურებისთვის აშშ-ში. ადამიანიდან ადამიანზე, ან საავადმყოფოს და აუტოფსიის პერსონალზე ინფექციის გავრცელების შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა. თუმცა ნათესავები, სამედიცინო პერსონალი და სხვები, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებული პაციენტის ნერწყვსა ან ბიოლოგიურ სითხეებთან, საჭიროებენ ცოფის რისკისა და, შესაბამისად, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის საჭიროებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას