ეტიოლოგია

ცოფი გამოწვეულია Lyssavirus-ის გვარის არაერთი უარყოფითი მაკოდირებელი რნმ ვირუსების მიერ, რომლებიც განეკუთვნებიან Rhabdoviridae-ს ოჯახს. გვარი შედგება 17 აღმოჩენილი სახეობისგან: ცოფის ვირუსი, Lagos-ის ღამურის ვირუსი, Mokola ვირუსი, Duvenhage ვირუსი, Aravan ვირუსი, Irkut ვირუსი, Khujand ვირუსი, ევროპული ღამურის lyssavirus ტიპი 1 და 2, დასავლურ კავკასიური ღამურის ვირუსი, ავსტრალიური ღამურის lyssavirus ტიპი 1, Shimoni ღამურის ვირუსი, Ikoma ვირუსი, okeloh ღამურის lyssavirus, Gannoruwa lyssavirus,  ღამურის lyssavirus, და ტაივანის ღამურის lyssavirus.[19][20][21]

ადამნიანებზე ცოფი, როგორც წესი, ინფიცირებული ცხოველის ნაკლებით ვრცელდება, მათ შორის ღამურების, მელიების, ენოტების, ტურების და მანგუსტების. მსოფლიოში ძაღლები წარმოადგენენ ინფექციის ძირითად წყაროს, აშშ-სა და ამერიკაში კი ღამურები. ცოფის ვირუსთან ექსპოზიცია ნაკბენის გარეშეც შესაძლებელია, მაგალითად ცხოველის მიერ გაკაწვრით, ღია ჭრილობის ან ლორწოვანი მემბრანის ალოკვით ან ტვინის ინფიცირებულ ქსოვილებთან და თზ სითხესთან ექსპოზიციით.

აღირიცხა ცოფის გავრცელების შემთხვევები ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ.[22][23][24][25]

ცოფი დაუფიქსირდა ჭიანჭველაჭამიას (ტამანდუაში), რომელიც ვირჯინიიდან ტენესის შტატში გადაიყვანეს. ყველა ექსპოზიციურმა ადამიანმა მიიღო ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ადამიანებში. ეს შემთხვევა აჩვენებს ცოფის გავრცელების შესაძლებლობას ადამიანის მიერ დატყვევებული ძუძუმწოვრების გადაადგილებით, მათ შორის იმ სახეობების ჩათვლით, რომლებშიც ცოფი ადრე არ იყო დაფიქსირებული.[26]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცოფის ვირუსის სიგრძივი ჭრილის ილუსტრაციადაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@26301fe9[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცოფის ვირუსის განივი ჭრილის ილუსტრაცია. კონცენტრული შრეები: ორშრიანი გარე მემბრანა, M ცილა და მჭიდროდ ჩახვეული რნმ.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@8059e6a

პათოფიზიოლოგია

ინკუბაციური პერიოდი განსხვავდება. როგორც წესი, 2 კვირიდან 3 თვემდეა, თუმცა 5 დღიდან 7 წლამდეც შეიძლება იყოს (ძალიან იშვიათად). მოკლე ინკუბაციური პერიოდი დაკავშირებულია რთული ფორმის ან თავთან და სახესთან ახლოს მდებარე ნაკბენთან.

მოტორულ ფირფიტაზე არსებული აცეტილქოლინის ნიკოტინური რეცეპტორები ხელს უწყობს ვირუსის კუნთში გადასვლას, სადაც თავდაპირველი რეპლიკაცია მიმდინარეობს.[27] ვირუსი არამიელინიზირებული სენსორული და მოტორული ნერვული დაბოლოებების საშუალებით აღწევს ნერვულ სისტემაში და ვრცელდება სწრაფი რეტროგრადული აქსონური ტრანსპორტის მეშვეობით, გადაკვეთს ახალ სინაფსებს, დაახლოებით ყოველ 12 საათში. მას შემდეგ, რაც ვირუსი შეაღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, იგი უკვე გამოყოფილია იმუნური სისტემისგან, შესაბამისად, იმუნიზაცია აღარ არის ეფექტური. ინ ვიტრო კვლევებით გამოვლინდა ნეირონებში და ცნს-ის სხვა უჯრედებში მიტოქონდრიების დაზიანების ფონზე მიმდინარე ოქსიდაციური სტრესის ნიშნები.[28] კლინიკური სიმპტომები ზურგის ტვინის ინფიცირების შემდეგ ვითარდება და ძალიან სწრაფად პროგრესირდება, ვირუსის ცნს-ში გავრცელების პარალელურად.[29] ცოფის ვირუსი მოტორული, სენსორული და აუტონომიური ნერვების საშუალებით ტოვებს ცნს-ს და ადგილობრივად, სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლებში მრავლდება, რაც ხელს უწყობს ინფექციის შემდგომ მასპინძელზე გადაცემას.

ცოფის ინფექციის პათოფიზიოლოგიის ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ გაურკვეველია. დაუდგენელია, თუ როგორ იწვევს ცოფის ვირუსი დამბლას.[30] პათოფიზიოლოგიური განსხვავება ცოფის ენცეფალიტით და პარალიზით მიმდინარე ფორმებს შორის შეიძლება განპირობებული იყოს მასპინძლის განსხვავებული ანთებითი საპასუხო რეაქციებით.[31] სიკვდილის მიზეზი ცოფის დროს გაურკვეველია, რადგან ველური ტიპის ვირუსები არ არიან არც ციტოფათური, აპოპტოზური ან ანთებითი ბუნების.

ბოლო პერიოდში აღირიცხა ნევროლოგიური დაავადების ატიპური, ნაკლებად მძიმე ფორმები, რაც ცოფის ინფექციის სხვადასხვა სიმძიმეზე მიუთითებს.[2][3][4][Figure caption and citation for the preceding image starts]: მოცემული ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოსახულებით ვლინდება ღამურის ლაგოსის ვირუსის ვირიონები და ინტრაციტოპლაზმური ჩანართი სხეულაკები ქსოვილის ნიმუშშიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები; ექიმი ფრედ მერფი; სილვია ვითფილდი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@24093a70

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია

ენცეფალიტით მიმდინარე ცოფი

  • ცხელებით მიმდინარე პროდრომს ქცევითი ცვლილებები, მონაცვლეობითი შფოთვისა და ნორმალური პერიოდის სახით, ინსომნია და ჰალუცინაციები მოჰყვება. შეიძლება განვითარდეს პესთეზიები და დამბლა. საბოლოო ჯამში კომა და სიკვდილი ვითარდება.

პარალიზით მიმდინარე ცოფი

  • ცხელებით მიმდინარე პროდრომს დუნე დამბლის სწრაფი განვითარება მოჰყვება. ქცევითი ცვლილებები მოგვიანებით ვითარდება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას