ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია ბოლო პერიოდში ცოფის ენდემურ ქვეყანაში ბინადარი ცნობილი გადამტანის მიერ მიყენებული ნაკაწრი ან ნაკბენი, ღამურასთან კონტაქტის ანამნეზი და პროფესიული ან რეკრეაციული ექსპოზიცია.

ჰიდროფობია (წყლისშიში)

წარმოადგენს ცოფის პათოგნომურ ნიშანს, რომელიც დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება და პაციენტთა დაახლოებით 1/3-ში გვხვდება.

პაციენტისთვის სასმელის შეთავაზება ან ზოგადად დალევის მცდელობა მძიმე ლარინგეულ და დიაფრაგმულ სპაზმს იწვევს, რაც მოხრჩობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული.

სპაზმის პროვოცირება წყლის შეთავაზებით შეიძლება.

დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ნიშანი.[13]

აეროფობია

წარმოადგენს ცოფის პათოგნომურ ნიშანს, რომელიც დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება.

სახეში ჰაერის შებერვა მძიმე ლარინგეულ და დიაფრაგმულ სპაზმს იწვევს, რაც მოხრჩობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული.

სპაზმის პროვოცირება სახეში ჰაერის შებერვით ან ცხვირზე კანულას მოთავსებით შეიძლება.

დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ნიშანი.[13]

კიდურების დაბუჟება, ტკივილი და პარესთეზიები

ძირითადად სხეულის იმავე მხარეს ვითარდება, სადაც ნაკბენია.[39][40]

ქავილი

წარმოადგენს დაავადების ხშირ თავდაპირველ გამოვლინებას.[13][39][40]

დისფაგია

ვითარდება შემთხვევათა 41%-ში.[13]

ცხელება

ყოველთვის გამოხატულია ცოფის ინფექციის დროს და პროდრომული ფაზის ერთ-ერთი კომპონენტია.

ცოფის დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა, თუ პაციენტს ხანგამოშვებითი ცხელება მაინც არ აღენიშნება.

ქცევის ცვლილებები

ხშირად პირველი ნიშანია, რომელსაც ოჯახის წევრები ამჩნევენ.

იშვიათად გვხვდება პარალიზით მიმდინარე ფორმის დროს.

აგზნება და კონფუზია

როგორც წესი, რემისიულ-რეციდიული მიმდინარეობა ახასიათებს.[13]

იშვიათად გვხვდება პარალიზით მიმდინარე ფორმის დროს.

ჰალუცინაციები

ხშირად არის გამოხატული ენცეფალიტით მიმდინარე ფორმის დროს.[44]

აუტონომური ნერვული სისტემის არასტაბილურობის ნიშნები

მოიცავს ჰიპერტენზიას, ჰიპერთერმიას, გადაჭარბებულ ნერწყვდენას, ტაქიკარდიას, პრიაპიზმს და გახშირებულ სუნთქვას. როგორც წესი, დაავადების გამოვლენიდან ერთი კვირის შემდეგ ვითარდება.[13][38][40]

იშვიათად გვხვდება პარალიზით მიმდინარე ფორმის დროს.

სიმპტომების სწრაფი პროგრესია

ცოფი სწრაფად პროგრესირებს რამდენიმე დღის განმავლობაში.[39] თუ აღნიშნული სწრაფი პროგრესია არ დაფიქსირდა, ცოფის დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა.

სისუსტე და დამბლა

გვხვდება შემთხვევათა 16%-ში.[13]

პარალიზით მიმდინარე ფორმის ძირითადი ნიშანია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

შარდის ან განავლის შეუკავებლობა

შარდისა და ნაწლავის სფინქტერის დაზიანების შედეგად ვითარდება.[30][40]

კომა

სიმპტომების გამოვლენიდან ერთ კვირაში ვითარდება.[44]

იშვიათი

მუცლის ტკივილი

სიკვდილამდე დადასტურებული შემთხვევების 20%-ში არის გამოხატული. შეიძლება რთული იყოს მისი მწვავე მუცლისგან დიფერენცირება.[39]

უძილობა

არასპეციფიკური სიმპტომია.

გულყრები

შეიძლება დაავადების ტერმინალურ ფაზამდე განვითრდეს.[40]

გაურკვეველი ან ბორძიკით ლაპარაკი

ვითარდება ნევროლოგიური დეფექტების გამო.

ატაქსია

ატიპური შემთხვევების დროს შეიძლება თან ახლდეს სხვა მოძრაობის დეფიციტები.[40]

რისკფაქტორები

ძლიერი

ცნობილი გადამტანის მიერ ახალახანს მიყენებული ნაკაწრი ან ნაკბენი

განვითარებად ქვეყნებში ძირითად გადამტანს ძაღლი წარმოადგენს.

აშშ-ში, ინფექციის გადამტანებს ღამურები, ენოტები, სკუნსები, მელიები და მანგუსტები წარმოადგენენ.[17] ღამურები ინფექციის ძირითადი წყაროა აშშ-სა და ამერიკაში. აშშ-ში ბუნებრივად შეძენილ შემთხვევათა 95% გამოწვეულია ღამურის ცოფის ვირუსით. ღამურის ცოფის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მხოლოდ 55% იხსენებს ღამურის კბენის ინციდენტს ან სხვა ფიზიკურ კონტაქტს.[13] ღამურის ცოფის ვირუსით ინფიცირებულ, თუმცა ექსპოზიციის დადასტურებული ანამნეზის არ მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ს სახლში შემთხვევით აღმოაჩნდა ღამურები.[15][32]

დასავლეთ ევროპაში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში, ცოფის ვირუსი სხვა ვექტორების საშუალებით არის შენარჩუნებული ბუნებაში. ინფექციის რეზერვუარს აგრეთვე გარეული ხორცისმჭამელები, მათ შორის კოიოტი; წითელი, არქტიკული და ნაცრისფერი მელია; ტურა; მანგუსტები; ენოტები; სკუნსები და მგლები წარმოადგენს.[18]ღამურები გამოჩნდნენ როგორც ინფექციის გადამტანები ლათინურ ამერიკაში, ევრუპულ ქვეყნებში, აფრიკის ნაწილსა და ავსტრალიაშიც დასავლეთ ევროპაში ძირითადი გადამტანი წითელი მელიაა.

დაფიქსირდა დაავადების შემთხვევა ჭიანჭველაჭამიაში(ტამანდუაში). ეს შემთხვევა აჩვენებს ცოფის გავრცელების შესაძლებლობას ადამიანის მიერ ტყვეობაში მყოფი ძუძუმწოვრების გადაადგილებით, მათ შორის იმ სახეობების ჩათვლით, რომლებშიც ცოფი ადრე არ იყო დაფიქსირებული.[26]

მოგზაურობა/ცხოვრება ცოფის ენდემურ ქვეყანაში

აშშ-ში აღრიცხულ შემთხვევათა 30% საზღვარგარეთ არის შეძენილი. თითქმის ყველა იმპორტირებული შემთხვევა დაკავშირებულია ძაღლის ნაკბენთან.[13][14]

პროფესიული ან რეკრეაციული ექსპოზიცია

ცოფით დაინფიცირების მაღალი რისკის ადმიანებს მიეკუთვნებიან:ადამიანები რომლებიც მუშაობენ ცოცხალი ცოფის ვირუსით კვლევების ან ვაქცინების წარმოების ობიექტებში; ადამიანები რომლებიც ლაბორატორიაში აწარმოებენ ცოფის დიაგნოსტიკურ ტესტირებას; ადამიანები რომელთაც აქვთ ხშირი კონტაქტი ცხოველებთან ,რომელთაც შეიძლება ჰქონდეს ცოფი; ადამიანები რომლებიც აწამოებენ ნეკროფსიას; ადამიანები რომელთა პროფესიონალური ან რეკრეაციული საქმიაბობა დაკავშირებულია ცხოველებთან კონტაქტს და ცალკეული მოგზაური (დამოკიდებულია დანიშმულების ქვეყანაში ცოფის გავრცელებაზე,მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე , დაგეგმილ აქტივობებზე და ყოფნის ხანგრძლივობაზე უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პროფესიებია:ცხოველთა მწვრთნელები ,სპლენეოლოგები ,ვეტრინარები , მისიონერები , ზოგიერთი ლაბორატორიის მუშაკები [33]

სუსტი

15 წლამდე ასაკი

ძაღლის კბენის არაპროპორციულად მაღალი როდენობა და ცოფის შემთხვევათა 30-50% ბავშვებში გვხვდება.[12] ბავშვებში ღამურასთან ან სხვა გარეულ ცხოველთან ექსპოზიციის შემთხვევების შეტყობინება ნაკლებად სავარაუდოა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას