ეპიდემიოლოგია
ცოფი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. გვხვდება 150-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე და თითოეულ კონტინენტზე ანტარქტიკის გარდა. დაავადების ყველაზე დიდი ტვირთი კონცენტრირებულია აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში.[5] ბოლო პერიოდში ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში მნიშვნელოვნად შემცირდა შემთხვევათა რაოდენობა.
ცოფის შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 59,000 ადამიანი კვდება, რომელთა დიდ ნაწილს ბავშვები წარმოადგენენ. აშშ-ში წლიურად ცოფის დაახლოებით 1-3 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ჯანდაცვის სისტემაზე მთავარი ზეგავლენა აქვს ათასობით ექსპოზიციის ფაქტს, რომელიც საჭიროებს რისკის შეფასებასა და ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას ყოველწლიურად.[6][7] 2009-2019 წლებში, აშშ-ში ადამიანებში ცოფის 25 შემთხვევაა აღრიცხული. აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა განპირობებული იყო ინფექციის ღამურებიდან ადამიანზე გადაცემით. 1960-2018 წლებში შემთხვევათა 28% მიეკუთვნებოდა ინფექციის ღამურებიდან ადამიანზე გადაცემას, ხოლო შემთხვევათა 28% კი - საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ინფექციის გადაცემას ძაღლის ნაკბენით.[8] ცოფის შემთხვევები ასევე ფიქსირდება ორგანოების ტრანსპლანტაციის შედეგად.[7] 2021 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე 3 ადამიანი გარდაიცვალა ცოფით შეერთებულ შტატებში, ღამურებთან უშუალო კონტაქტის შემდეგ,მათ სახლებში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 2021 წელს 5 -ს მიაღწია (შეერთებულ შტატებში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა 2019, 2020 ან 2022 წლებში).[9][10]ცხრამეტი შემთხვევა დაფიქსირდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში (ბოლივია, დომინიკის რესპუბლიკა, გვატემალა და ჰაიტი მხოლოდ) 2017 წელს.[11] ცოფის შემთხვევათა 30-50% ბავშვებზე მოდის.[12] აშშ-ში აღნიშნულ შემთხვევათა დაახლოებით 50% სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში ვითარდება.[13][14][15]
დიდ ბრიტანეთში ადამიანებში ცოფი უკიდურესად იშვიათად გვხვდება. 1902 წლის შემდეგ ღამურის გარდა სხვა ცხოველიდან ადამიანზე ცოფის გადადების შემთხვევა დიდ ბრიტანეთში არ ფიქსირდება. ღამურიდან ადამიანზე ცოფის გადაცემის ერთადერთი შემთხვევა ფიქსირდება შოტლანდიაში, 2002 წელს. 2000-2018 წლებში ცხოველებთან ექსპოზიციის შედეგად აღრიცხულია ცოფის 6 შემთხვევა საზღვარგარეთ. უკანასკნელი შემთხვევა ეხება დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელს, რომელიც მაროკოში მოგზაურობის დროს კატის ნაკბენის შედეგად დაინფიცირდა ცოფით, რასაც მოჰყვა ლეტალური შედეგი.[16]
ყველა სახის ძუძუმწოვარს შეიძლება განუვითარდეს ინფექცია. განვითარებად ქვეყნებში ძირითად გადამტანს ძაღლი წარმოადგენს. ცოფიანი ძაღლების მოშორებამ წარმატებით აღმოფხვრა ცოფი რამდენიმე ქვეყანაში. აშშ-ში ცოფიანი ძაღლები აღარ გვხვდება, მაგრამ სხვა გადამტანები მაინც არსებობს, მათ შორის ღამურები, ენოტები, სკუნსები, მელიები, ტურები და მანგუსტები.[17] დღესდღეობით ამერიკაში ღამურები წარმოადგენენ ცოფის გავრცელების ძირითად წყაროს. კატების, ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების ინფიცირებაც ხდება გარკვეული სიხშირით, რაც კიდევ უფრო ზრდის ექსპოზიციის საშიშროებას ადამიანებისთვის.
დასავლეთ ევროპაში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში, ცოფის ვირუსი სხვა ვექტორების საშუალებით არის შენარჩუნებული ბუნებაში. ინფექციის რეზერვუარს აგრეთვე გარეული ხორცისმჭამელები, მათ შორის კოიოტი; წითელი, არქტიკული და ნაცრისფერი მელია; ტურა; მანგუსტები; ენოტები; სკუნსები და მგლები წარმოადგენს.[18]ღამურები ასევე გამოჩნდნენ როგორც ინფექციის გადამტანები ლათინური ამერიკისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, აფრიკის ნაწილებში და ავსტრალიაში. დასავლეთ ევროპაში ძირითადი გადამტანი წითელი მელიაა.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: შესაძლო ცოფის მქონე ძაღლი, რომელსაც მოუსვენრობა და ზოგადად არადამახასიათებელი ქცევები აღენიშნებადაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას