დიფერენციული დიაგნოზები

მარტივი ჰერპესის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცოფის ინფექციისგან განსხვავებით არ ხასიათდება გონებრივი სიცხადის ცვლილების რემისიულ-რეციდიული ფორმით.

კვლევები

თზტ სითხეში პჯრ კვლევა HSV 95%-ანი სენსიტიურობით დეტექციის საშუალებას იძლევა.

ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება გამოხატული იყოს დისაუტონომია თანდართული კარდიომიოპათიით.

კვლევები

თზტ სითხეში პჯრ კვლევა ენტეროვირუსის 95% სენსიტიურობით დეტექციის საშუალებას იძლევა.

დასავლეთ ნილოსის ვირუსული ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოღოს ნაკბენის ანამნეზი.

ზოგადად, ცოფისგან განსხვავებით, პარკინსონის დამახასიათებელი ნიშნები და სხეულის რიგიდობა უფრო ახასიათებს.

კვლევები

თზტ სითხეში დასავლეთ ნილოსის ვირუსის სპეციფიკური IgM ანტისხეულები დიაგნოსტიკურია.

სხვა არბოვირუსილი ენცეფალიტები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოღოს ნაკბენის ანამნეზი.

ზოგადად, ცოფისგან განსხვავებით, პარკინსონის დამახასიათებელი ნიშნები და სხეულის რიგიდობა უფრო ახასიათებს.

კვლევები

შრატში არბოვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულები დადებითია.

კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება და რიკეტსიული ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გამოხატულია პეტექიური გამონაყარი ან ფუფხი.

კვლევები

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, როგორც წესი, დაბალია.

კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელების და სხვა რიკეტსიული ინფექციების სეროლოგიური ტესტები დიაგნოსტიკურია.

იაპონური ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პარკინსონის მსგავსი სიმპტომები ხშირია.

პაციენტებს ჰიპერრეფლექსია უვითარდებათ.

კვლევები

ქსოვილებში, სისხლსა ან თზტ სითხეში იაპუნური ენცეფალიტის ვირუსის რნმ-ის დეტექცია დიაგნოსტიკურია.

იაპუნური ენცეფალიტის ვირუსის ანტისხეულები შეიძლება დადებითი იყოს შრატსა და თზტ სითხეში.

ზიკა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, მძიმდება კომით. გიენ-ბარის სინდრომი მჭიდროდ არის დაკავშირებული.

კვლევები

RT-PCR ტესტირება შრატში, თავზურგტვინის სითხეში ან ზიკას ვირუსზე დადებითი შარდი; სეროლოგია დადებითი ზიკას ვირუსის ანტისხეულებზე.

გიენ-ბარეს სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მწვავე დუნე დამბლა ცოფის დროს გამოხატული პარალიზის მსგავსია, განსაკუთრებით დამბლით მიმდინარე ფორმის დროს.

სფინქტერის დაზიანება ძალიან იშვიათია.

ცხელება არ არის გამოხატული.

კვლევები

თზტ სითხეში ცილების რაოდენობა მომატებულია, უჯრედების რაოდენობა კი ნორმალური (ალბუმინოციტოლოგიური დისოციაცია).

ნერვის გამტარებლობის ტესტირებისას ვლინდება იმპულსის გატარების სიჩქარის დაქვეითება.

ლიმბური ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება ცოფის ინფექციის მსგავსი სიმპტომებით. გულყრები უფრო დამახასიათებელია N-მეთილ-D-ასპარტატ გლუტამატის რეცეპტორების (NMDAR) საწინააღმდეგო ანტისხეულებით განპირობებული ენცეფალიტისთვის.

კვლევები

შრატში ან თზტ სითხეში N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) გლუტამატის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულები დადებითია. განმეორებითი ტესტირება შეიძლება გახდეს საჭირო.

მწვავე დისემინირებული ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აეროფობია და ჰიდროფობია არ არის გამოხატული, მაგრამ სხვა კლინიკური ნიშნები ცოფის ინფექციის მსგავსია.

კვლევები

თავის ტვინის MRI კვლევით ვლინდება თეთრი ნივთიერების დაზიანებები.

ტეტანუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აეროფობია, ჰიდროფობია და ცნობიერების ცვლილებები არ არის გამოხატული.

ძირითადი სიმპტომია ტრიზმუსი (იწვევს სახის დამახასიათებელ დამანჭვას, რომელიც 'რიზუს სარდონიკუსის' ან სარდონიკული ღიმილის სახელით არის ცნობილი), რომელიც დაკავშირებულია კუნთების რიგიდობასთან, სპაზმებთან, რესპირატორულ დარღვევებთან, დისფაგიასა ან აუტონომიურ დისფუნქციასთან.

კვლევები

პლაზმაში ტეტანუსის ტოქსინის იდენტიფიცირება ან ჭრილობიდან აღებულ ნაცხში კლოსტრიდიას კულტურა.

თზტ სითხე ნორმის ფარგლებშია.

Bartonella ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დაკავშირებულია ლიმფადენიტთან.

კვლევები

Bartonella-ს სეროლოგიური ტესტები დიაგნოსტიკური ღირებულებისაა.

ალკოჰოლური დელირიუმი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარების და კლინიკურ გამოვლინებამდე მისი მოხმარების შემცირების ან სრულად შეწყვეტის ანამნეზი.

დაავადების პროდრომული ფაზა არ არის გამოხატული.

ცხელება იშვიათია

კვლევები

დიაგნოზი კლინიკური ნიშნების საფუძველზე ისმება.

კოკაინის დოზის გადაჭარებება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოკაინის მოხმარების ანამნეზი.

კვლევები

კოკაინი შეიძლება აღმოჩნდეს შარდში, სისხლსა და კუჭის შიგთავსში. სისხლში კოკაინის ნახევარდაშლის პერიოდი ხანმოკლეა.

ამფეტამინით ზედოზირება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ამფეტამინის ჭარბი მოხმარების ანამნეზი.

კვლევები

შარდის ანალიზი დადებითია ამფეტამინებზე.

მწვავე ფსიქოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძირითადი სიმპტომებია ჰალუცინაციები, ბოდვა და ფიქრის პროცესის დარღვევები, თანდართული აგზნებით. ცოფის დამახასიათებელი პროდრომული ფაზა და ფიზიკური ნიშნები არ არის გამოხატული.

სხვა კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე.

კვლევები

დიფერენცირებისთვის საჭირო ტესტები არ არის ხელმისაწვდომი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას