კრიტერიუმები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: შემთხვევის განსაზღვრება[41]

კლინიკური აღწერა:

  • მწვავე ნევროლოგიური სინდრომი (ე.ი. ენცეფალიტი), რომელშიც წამყვანია ჰიპერაქტიური (მძვინვარე ცოფი) ან პარალიზური სინდრომების (პარალიზური ცოფი) ფორმები. მდგომარეობა პროგრესირდება და იწვევს კომასა და სიკვდილს, როგორც წესი, გულის ან სუნთვითი უკმარისობის შედეგად, ძირითადად პირველი სიმპტომების განვითარებიდან 7–10 დღის ფარგლებში, თუ არ განხორციელდა ინტენსიური მოვლა. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს ნებისმიერს ჩამოთვლილთაგან:

    • აეროფობია

    • ჰიდროფობია

    • პარესთეზია ან ადგილობრივი ტკივილი

    • ადგილობრივი სისუსტე

    • გულისრევა ან ღებინება.

დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები:

  • კლინიკური შემთხვევის დასადასტურებლად საჭიროა ერთი ან მეტი ჩამოთვლილი ლაბორატორიული კრიტერიუმის არსებობა:

    • ვირუსული ანტიგენების არსებობა სინჯებში (მაგ. თავის ტვინის ქსოვილის, კანის სინჯები)

    • უჯრედული კულტურის ან ლაბორატორიული ცხოველების სინჯებიდან ვირუსის იზოლირება

    • არავაქცინირებულ პაციენტში თავზურგტვინის სითხეში ან შრატში ვირუსის მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების არსებობა; და/ან

    • ვირუსული ნუკლეინის მჟავების არსებობა სინჯებში (მაგ. თავის ტვინის ქსოვილის, კანის, ნერწყვის და კონცენტრირებული შარდის სინჯები).

შემთხვევათა კლასიფიკაცია:

  • შესაძლო: შემთხვევა, რომელიც შეესაბამება კლინიკურ შემთხვევის განსაზღვრებას

  • სავარაუდო: შესაძლო შემთხვევა პლიუს შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული ცოფის მქონე ცხოველთან კონტაქტის ანამნეზი

  • დადასტურებული: შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიაში.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: 2011 წლის შემთხვევის განსაზღვრება[45]

კლინიკური აღწერა:

  • მწვავე ენცეფალომიელიტი, რომელიც თითქმის ყოველთვის პროგრესირდება კომაში ან სიკვდილში პირველი სიმპტომის გამოჩენიდან 10 დღის ფარგლებში.

დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები:

  • Lyssavirus-ის ანტიგენების აღმოჩენა კლინიკურ ნიმუშში (უმჯობესია თავის ტვინის ან კეფის მიდამოში თმის ფოლიკულების ირგვლივ მდებარე ნერვების ნიმუშები) ანტისხეულებზე პირდაპირი ფლუორესცენტული ტესტით; ან

  • Lyssavirus-ის იზოლაცია (უჯრედული კულტურიდან ან ლაბორატორიული ცხოველიდან) ნერწყვიდან ან ცენტრალური ნერვული სისტემის ქსოვილიდან; ან

  • Lyssavirus-ს მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა (ე.ი. ანტისხეულის არაპირდაპირი ფლუორესცენტული ტესტი ან ცოფის ვირუსის სრული ნეიტრალიზაცია 1:5 განზავებით) თავზურგტვინის სითხეში; ან

  • Lyssavirus-ს მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენა (ე.ი. ანტისხეულის არაპირდაპირი ფლუორესცენტული ტესტი ან ცოფის ვირუსის სრული ნეიტრალიზაცია 1:5 განზავებით) არავაქცინირებული პირის შრატში ; ან

  • Lyssavirus-ის ვირუსული რნმ-ის აღმოჩენა (უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით) ნერწყვში, თავზურგტვინის სითხეში ან ქსოვილში.

შემთხვევათა კლასიფიკაცია:

  • დადასტურებული შემთხვევა: კლინიკურად რელევანტური შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიულად დასტურდება შტატის ან ფედერალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიის მიერ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას