პირველადი პრევენცია

ნაღვლოვანი კენჭების განვითარების მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს (ინტაქტური ნაღვლის ბუშტით), რომელთაც ჩაუტარდათ ბარიატრიული ოპერაცია და სწრაფად იკლებენ წონაში.[27] მაღალი რისკი აღენიშნებათ ასევე პარენტერულ კვებაზე მყოფ პაციენტებს და აგრეთვე მათ, ვინც ხანგრძლივად იღებს სომატოსტატინს.

ნაღვლოვანი კენჭების განვითარების პირველადი პრევენციაა ცხოვრების წესის შეცვლა: ბოჭკოვანი ნივთიერებებით მდიდარი და ნაჯერი ცხიმებით ღარიბი პროდუქტებით კვება, ნორმალური წონის შენარჩუნება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა.[28][29] ჯანსაღი ცხოვრების წესის, დიეტის, რეგულარული ფიზიკური აქტივობისა და სხეულის იდეალური წონის შენარჩუნების პრევენციური ეფექტის შესახებ მტკიცებულებები სუსტი ხარისხისაა.[30][31]

პრევენციული მედიკამენტური მკურნალობა იყენებს ურსოდეოქსიქოლის მჟავას (UDCA), რომელიც ამცირებს ნაღველის ქოლესტერინით გაჯერებას და ნაღვლოვანი კენჭის წარმოქმის რისკს მსუქან პირებში, რომლებიც ბარიატრიული ქირურგიით და კალორიების მკაცრი შეზღუდვით განიცდიან წონის კლებას.[27] UDCA ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე წარმოქმნილი ნაღვლოვანი კენჭების დაშლისთვის.[32] ეს პრეპარატი საუკეთესოდ გამოიყენება არა-ქირურგიული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პატარა ნაღვლოვანი კენჭები და დაავადების სიმპტომური გამოხატულება.

მეორეული პრევენცია

სიმპტომური ნაღვლოვანი კენჭების მქონე პაციენტებს, მწვავე ქოლეცისტიტის განვითარების პრევენციის მიზნით უნდა შესთავაზონ გეგმური ქოლეცისტექტომია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას