ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ნაღვლოვანი ტკივილის ეპიზოდი ანამნეზში

იმ პაციენტების 50%-ს, რომელთაც ჰქონდათ ნაღვლოვანი ტკივილის 1 ეპიზოდი, განმეორებითი ეპიზოდი ექნებათ 1 წლის განმავლობაში.[46]

ტკივილი მარჯვენა ზედა კვადრანტში

ძირითადად ძლიერია, გრძელდება 30 წუთზე მეტხანს.

შეიძლება დაიწყოს ეპიგასტრიუმში ან მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში და გადავიდეს მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში. უმეტესად ვითარდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

მერფის დადებითი ნიშანი

მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოს პალპაციით ვლინდება მტკივნეულობა. ღრმა ჩასუნთქვის დროს მტკივნეულობა უეცრად უარესდება და ჩასუნთქვა შეიზღუდება. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ულტრაბგერითი გამოკვლევის პროცესში.

მუცლის ღრუს წარმონაქმნი

გადიდებული, მტკივნეული ნაღვლის ბუშტი შეიძლება პალპირებადი იყოს გამოხატული წარმონაქმნის სახით შემთხვევათა 30%-40%-ში.[14]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მარჯვენა მხრის ტკივილი

ნაღვლის ბუშტიდან ტკივილის შეიძლება გადაეცეს მარჯვენა მხარსა ან ბეჭთაშუა მიდამოში.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

არასპეციფიკური სიმპტომი, რომელიც ხშირად ასოცირებულია ნაღვლოვან დაავადებასთან.

გულისრევა

ნაღვლოვანი დაავადების მქონე პაციენტებში ხშირად ასოცირებულია მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მუდმივ ტკივილთან.

ცხელება

მუდმივი ტკივილი და ცხელება მიანიშნებს უფრო გართულებულ დაავადებაზე, როგორიცაა აბსცესის წარმოქმნა, პერფორაცია ან არაკენჭოვანი ქოლეცისტიტი.

იშვიათი

პირღებინება

არასპეციფიკური სიმპტომი, რომელიც ხშირად ასოცირებულია ნაღვლოვან დაავადებასთან.

სიყვითლე

მსუბუქი სიყვითლე ვლინდება ამ დაავადების მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ში.[1] გამოწვეულია ნაღვლოვანი გზების ანთებითა და გარშემო შეშუპებით, გადიდებული ნაღვლის ბუშტის უშუალო ზეწოლით ნაღვლოვან გზებზე, საერთო სანაღვლე სადინარში კენჭის გაჭედვით ან ობსტრუქციით, რომელიც ვითარდება ნაღვლის ბუშტის ყელში კენჭის ჩაჭედვით (მირიცის სინდრომი).

რისკფაქტორები

ძლიერი

ნაღვლის ბუშტის კენჭები

ნაღვლოვანი კენჭები იწვევს შემთხვევათა 90%-ს, რადგან კენჭი იჭედება ნაღვლის ბუშტის სადინარში და იწვევს ნაღვლის ბუშტის ანთებას.[7]​ ნაღვლის ბუშტის კენჭები ასაკთან ერთად უფრო ხშირი ხდება ორივე სქესის წარმომადგენლებში. ინდიელებს აღენიშნებათ ნაღვლოვანი კენჭების ყველაზე მაღალი პრევალენტობა, აშშ-ს სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით.[9] კვლევებით ნაჩვენებია ნაღველკენჭოვანი დაავადების მაღალი სიხშირე დაავადებულთა ოჯახებში, ტყუპისცალებსა და ნათესავებში.[9]

მძიმედ მიმდინარე დაავადება

ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის იშემია და სრული პარენტერული კვება ის ფაქტორებია, რომლებიც იწვევს სანაღვლე გზების დაავადებას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში.[9] ხელშემწყობი ფაქტორია სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოტენზიის ეპიზოდები.[22] ახლადგადატანილი მძიმე ავადმყოფობა, მათ შორის, ტრავმა და დამწვრობა, არაკენჭოვანი ქოლეცისტიტის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს პაციენტს.

სრული პარენტერული კვება (TPN)

შიმშილი აქვეითებს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას. გახანგრძლივებული სრული პარენტერალური კვება იწვევს ნაღვლის სტაზს, ნალექის ჩამოყალიბებას და კენჭების წარმოქმნას, ნაღვლის ბუშტის დაცლის დაქვითების გამო. სრულ პარენტერალურ კვებაზე მყოფი პაციენტების დაახლოებით 60%-ს აღენიშნება ნალექი 3 კვირის შემდეგაც კი.[9] ითვლება, რომ ბილიური სტაზი იწვევს ტოქსიკური აგენტების დაგროვებას ბუშტის ღრუში, რაც აზიანებს ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსს.[22]

დიაბეტი

დიაბეტის მქონე პაციენტებში მომატებულია ნაღვლის ბუშტის დაავადების განვითარების რისკი.[25]

სუსტი

ფიზიკური უმოქმედება

ნაღვლოვანი კენჭების განვითარების რისკფაქტორია.

ბოჭკოს მცირე რაოდენობით მოხმარება

ნაღვლოვანი კენჭების განვითარების რისკფაქტორია.

ტრავმა

უკავშირდება ნაღვლის სტაზს, იშემიას, ბაქტერიულ ინფექციას, სეფსისს და XII ფაქტორის აქტივაციას.[23]

მძიმე ფორმის დამწვრობა

გავრცობილი დამწვრობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ არაკენჭოვანი ქოლეცისტიტის განვითარების რამდენიმე ისეთი რისკფაქტორი, როგორიცაა სეფსისი, დეჰიდრატაცია, სრული პარენტერული კვება და დადებითი წნევით ვენტილაცია.[24]

ცეფტრიაქსონი

გამოიყოფა ნაღველში; შეიძლება შეუკავშირდეს კალციუმს, ბილიური ნალექისა და კენჭების ფორმირებით.[9]

ციკლოსპორინი

შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის მჟავის გამოყოფის შემცირება, რასაც მოჰყვება ნალექის ან კენჭების წარმოქმნა.[14]

ღვიძლის არტერიის ემბოლიზაცია

იშემია ვითარდება, როგორც პირველადი მოვლენა (მაგ., წვრილი სისხლძარღვების ვასკულიტი) ან ღვიძლის ქემოემბოლიზაციის გართულება, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის არტერიის შემთხვევითი ემბოლიზაცია, რაც იწვევს არაკენჭოვან მწვავე ქოლეცისტიტს.[26]

ინფექციები

ციტომეგალოვირუსის, კრიპტოსპორიდიასა და სალმონელა ტიფის ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს ბილიური სისტემის ინფიცირება და ქოლეცისტიტი. შესაძლოა განვითარდეს შიდსის მქონე პაციენტებში, შიდსთან დაკავშირებული ქოლანგოიპათიების დაავადებათა სპექტრის ფარგლებში, მიკროსპორიდიის სახეობებით ინფიცირების გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას