დიფერენციული დიაგნოზები
მწვავე ქოლანგიტი
ნიშნები / სიმპტომები
კლასიკური ნიშნებია: ცხელება და ჟრჟოლა, სიყვითლე და მუცლის ტკივილი (შარკოს ტრიადა).[50]
კვლევები
მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფია ან MRI ნიშნები: სადინრის შიდა ჩირქოვანი ნივთიერება, დაბალი ინტენსივობის სიგნალით ძლიერ T2- შეწონილ გამოსახულებებზე და/ან საშუალო ინტენსივობის სიგნალი ჰიდროფობურ T1-შეწონილ გამოსახულებებზე.
ქრონიკული ქოლეცისტიტი
ნიშნები / სიმპტომები
მსუბუქი განმეორებითი შეტევები ან ქრონიკული გაღიზიანება დიდი ზომის ნაღვლოვანი კენჭების გამო.[2]
კვლევები
სპეციფიკური გამოკვლევების გარეშე.
პოსტოპერაციულ ნიმუშებში ვლინდება ლორწოვანი გარსის ატროფია და ნაღვლის ბუშტის კედლის ფიბროზი.
კუჭის პეპტიური წყლული
ნიშნები / სიმპტომები
ეპიგასტრიული ტკივილი წვის შეგრძნებით, რომელიც ვითარდება კვებიდან რამდენიმე საათში ან შიმშილის დროს. ხშირად აღვიძებს პაციენტს ღამით. ტკივილი შემსუბუქდება კვების დროს.
კვლევები
ენდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს პეპტიკური წყლული.
მწვავე პანკრეატიტი
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის ტკივილი ეპიგასტრიუმში ან ჭიპის გარშემო, ირადიაციით ზურგის არეში.
ეკქიმოზი ჭიპის გარშემო (კულენის ნიშანი) ან ფერდებზე (გრეი-ტერნერის ნიშანი) შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ფორმის პანკრეატიტის დროს.
კვლევები
შრატში ამილაზას და ლიპაზას დონე გასამმაგებულია.
პანკრეასის ანთება მუცლის CT კვლევით.
ნამგლისებრუჯრედოვანი კრიზი
ნიშნები / სიმპტომები
დაკავშირებულია ნაღველკენჭოვან დაავადებასთან.
ტკივილი შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში (მათ შორის, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში), რაც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ნაღვლოვანი კენჭების წარმოქმნასთან.
კვლევები
სისხლის ნაცხში შეიძლება გამოვლინდეს ნამგლისებრი უჯრედები.
ჰემოგლობინის ელექტროფორეზი ავლენს S და C ჰემოგლობინების არსებობას.
აპენდიციტი
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი ძირითადად ლოკალიზებულია მარჯვენა თეძოს ფოსოში, მაგრამ შეიძლება დაიწყოს ჭიპის გარშემო მიდამოში.
კვლევები
მუცლის ღრუს CT სკანირება: გაფართოებული ჭიანაწლავი, გასქელებული კედლითა და კედლის აშრევებით.
მარჯვენა ქვედა წილის პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
პროდუქტიული ხველა ცხელებასთან ერთად.
გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ბრონქული სუნთქვა, კრეპიტაცია და ყრუ ხმა პერკუსიის დროს.
კვლევები
მარჯვენა ქვედა წილის კონსოლიდაცია გულმკერდის რენტგენზე.
მწვავე კორონარული სინდრომს
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ვლინდება მოჭერითი ხასიათის ტკივილით გულმკერდის შუაში, ირადიაციით ყბის ან მარცხენა მკლავის არეში. ტკივილი შესაძლებელია ეპიგასტრიუმის არეშიც გამოვლინდეს.
შეიძლება აღინიშნოს სტენოკარდიის ან კორონარული არტერიების დაავადების რისკფაქტორები (მაგ., თამბაქოს მოწევა, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე).
კვლევები
იშემიური ცვლილებები ეკგ-ზე (ST- სეგმენტის ელევაცია ან დეპრესია, T- კბილის ინვერსია, ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა).
მომატებულია კარდიული ფერმენტები.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება(GORD)
ნიშნები / სიმპტომები
წვის შეგრძნება გულმკერდის არეში კვების შემდეგ, უარესდება წინ გადახრის ან დაწოლისას. შეიძლება აღინიშნოს მჟავის რეფლუქსი ან დისფაგია.
კვლევები
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით საცდელი მკურნალობა იწვევს სიმპტომების შემსუბუქებას.
ენდოსკოპიით შესაძლებელია გამოვლინდეს ეზოფაგიტი.
დამახასიათებელია pH <4, დროის >4% განმავლობაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას