მონიტორინგი
ქოლეცისტექტომიის შემდგომ პაციენტები უნდა შეფასდნენ ჰოსპიტლიდან გაწერიდან 2 კვირაში. მათ უნდა დაესვათ შეკითხვები გულისრევის, ღებინების და მუცლის ტკივილის სიმპტომების არსებობასა ან არარსებობაზე, ასევე საჭიროა შეფასდეს პერორალური კვების შესაძლებლობის უნარი. ჭრილობა უნდა დათვალიერდეს ერითემის, გამონადენისა და ტკივილის გამოსავლენად. დამატებით საჭიროა დაკვირვება სიყვითლის ნებისმიერ ნიშანზე; თუ მსგავსი ნიშნებია გამოხატული, იზომება პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის დონე, ასევე საჭიროა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაედგათ კანქვეშა ქოლეცისტოსტომა, კენჭების არარსებობისა და ქოლანგიოგრამაზე გამავალი ნაღვლის ბუშტის სადინრის ვიზუალიზაციის საფუძველზე, საჭიროა 6-8 კვირაში მილის ამოღება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას