კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუთითებს ანთებით პროცესზე.

შედეგი

ლეიკოციტოზი

C- რეაქტიული ცილა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუთითებს ანთებით პროცესზე.

შედეგი

>28.6 ნანომოლ/ლ (>3 მგ/დლ)

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ავლენს ქოლესტაზურ სურათს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მეთოდი ნაღვლის სადინარში კენჭების იდენტიფიცირებისთვის.[38]

შედეგი

მომატებული ტუტე ფოსფატაზა, გამაგლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი

მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სწრაფი, არაინვაზიური, იაფი და სენსიტიური მეთოდი. მხოლოდ ნაღვლოვანი კენჭების გამოვლენა არ ადასტურებს დიაგნოზს. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად უნდა დადგინდეს კენჭების არსებობა და მერფის სონოგრაფიული ნიშანი. კენჭების არსებობის ფონზე მერფის სონოგრაფიული დადებითი ნიშნის მქონე პაციენტთა დაახლოებით 92%-ს აქვს ეს მდგომარეობა.[41][Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე ქოლეცისტიტის ულტრაბგერითი გამოკვლევა და ნაღვლოვანი კენჭებიDr Charles Bellows კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5810d21c

პერიქოლეცისტური სითხე არსებული ან მოსალოდნელი პერფორაციის ნიშანია მძიმე შემთხვევებში.[37][44]

პრეოპერაციულად, სიმპტომური ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევით გამოვლენილი ბუშტის კედლის გასქელება (≥3 მმ) კენჭების თანაარსებობით, საგანგაშო კლინიკური ნიშანია ლაპარაკოსპიული ქირურგებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია გართულდეს და საჭირო გახდეს ღია ქოლეცისტექტომიის პროცედურაზე გადასვლა.

შედეგი

პერიქოლეცისტური სითხე, გადიდებული ნაღვლის ბუშტი, გასქელებული კედლები, ნაღვლოვანი კენჭები, მერფის სონოგრაფიული დადებითი ნიშანი

გასათვალისწინებელი კვლევები

ქოლესცინტიგრაფია (ჰეპატობილიური იმინოდიაცეტატით [HIDA] სკანირება)

ტესტი
შედეგი
ტესტი

პირდაპირ აჩვენებს ნაღვლის ბუშტის სადინრის ობსტრუქციას.

ნიშნული ატომის შეყვანიდან 60 წუთის შემდეგ ნაღვლის ბუშტის ავსების არარსებობა მიუთითებს ნაღვლის ბუშტის სადინრის ობსტრუქციაზე და მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკისთვის მისი სენსიტიურობა >90%.[47][48] "არშიის ნიშანი" არის გაზრილი პერიქოლეცისტური რადიოაქტივობა, რომელიც ვლინდება მწვავე ქოლეცისტიტის მქონე პაციენტების 30% და მწვავე განგრენული ქოლეცისტიტის მქონე პაციენტთა 60%-ში.[47]

გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი საეჭვო რჩება ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ.[44]

HIDA სკანირებას აქვს ყველაზე მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტის (ACC) დიაგნოსტიკისთვის სხვა ვიზუალიზაციის მეთოდებთან შედარებით.[38]​ ნაკლოვანებები მოიცავს რადიაციის ზემოქმედებას, ფართო ხელმისაწვდომობის ნაკლებობას და ალტერნატიული აბდომინური დიაგნოზის შეუფასებლობას.

შედეგი

ნაღვლის ბუშტის ავსების შეფერხება ღვიძლში კონტრასტის ნორმალური შეთვისებით და ნორმალური ბილიური ექსკრეციით; ნორმაშია არაკენჭოვანი ქოლეცისტიტის დროს

მუცლის ღრუს CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

მწვავე ბილიური დაავადების შესაფასებლად არ არის ისეთივე ეფექტური, როგორიც ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგრამ გვეხმარება თანმხლები პათოლოგიების გამორიცხვაში.

შედეგი

ნაღვლის ბუშტის კედლის ანთება; ხაზოვანი მაღალი სიმკვრივის უბნები პერიქოლეცისტურ ცხიმოვან ქსოვილში

მუცლის ღრუს მრტ

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია ორსულებში მუცლის ტკივილის დროს.[43] ინფორმატიულია ნაღვლის სადინარში კენჭების არსებობის შესაფასებლად (მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის სერია).

შედეგი

გადიდებული ნაღვლის ბუშტი, გასქელებული კედლებით; პერიქოლეცისტური ძლიერი სიგნალი

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

რადიოგრაფიულად აირის გამოვლენა ნაღვლის ბუშტის კედელში, ღრუსა ან პერიქოლეცისტურ ქსოვილებში მიუთითებს ემფიზემურ ქოლეცისტიტზე (ქოლეცისტიტის მძიმე ფორმა). აღნიშნული უფრო ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.[49]

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს ნაღვლოვანი კენჭები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას