შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

20 წლის ქალბატონი, სიმსუქნით და ნაღვლოვანი კენჭების 2-წლიანი ანამნეზით გამოცხადდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ძლიერი, მუდმივი ტკივილით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში (RUQ), გულისრევითა და ღებინებით, მას შემდეგ, რაც სადილად შემწვარი ქათამი მიირთვა. იგი უარყოფს რაიმე ტკივილს გულმკერდის არეში ან დიარეას. სამი თვით ადრე მას ჰქონდა ხანგამოშვებითი ბასრი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში. გასინჯვით აღენიშნება ტემპერატურა 38°C (100.4°F), პალპაციით ზომიერად მომატებული მგრძნობელობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, თუმცა სიყვითლე არ ვლინდება.

სხვა გამოვლინებები

მსუბუქი სიყვითლე (შრატში ბილირუბინი <60 მიკრომოლ/ლ) შეიძლება იყოს მძიმე, მწვავე ქოლეცისტიტის პირველი ნიშანი. სიყვითლე გამოწვეულია სანაღვლე გზების გარშემო მიმდინარე ანთებითა და შეშუპებით, ასევე გადიდებული ნაღვლის ბუშტის უშუალო ზეწოლით. შრატში ბილირუბინი >60 მიკრომოლ/ლ მიუთითებს ქოლედოქოლითიაზსა (ნაღვლოვანი კენჭი ნაღვლის საერთო სადინარში) ან მირიცის სინდრომზე (კენჭის ჩაჭედვა ჰარტმანის ჯიბეში, რომელიც იწვევს ობსტრუქციას).[7]​ სეპტიცემია შეიძლება განვითარდეს, თუ არსებობს ზედ დართული ბაქტერიული ინფექცია.[7]​ მწვავე ქოლეცისტიტი შეიძლება განვითარდეს ნაღვლის ბუშტის კენჭების გარეშეც(აკალკულოზური ქოლეცისტიტი). ეს უფრო ხშირია კრიტიკული მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში და 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას