ეპიდემიოლოგია

მწვავე ქოლეცისტიტის განაწილება და ინციდენტობა ქოლელითიაზის მსგავსია, რაც ამ ორ დაავადებას შორის მჭიდრო კავშირით აიხსნება.

ქოლელითიაზი გვხვდება მოზრდილთა დაახლოებით 10%-დან 15%-ში. გამოთვლილია, რომ აშშ-ში 20-დან 25 მილიონ ადამიანს აქვს ნაღვლოვანი კენჭები და ყოველწლილურად დაახლოებით 750,000 ქოლეცისტექტომია კეთდება.[8] პრევალენტობა შედარებით დაბალია აფრიკასა და აზიაში.[9] პაციენტთა უმრავლესობას, ნაღვლოვანი კენჭებით, არ უვითარდება სიმპტომები. ნაღვლოვანი კენჭების მქონე უსიმპტომო პაციენტების დაახლოებით 1%-2% ყოველწლიურად სიმპტომური ხდება.[10][11][12][13]​ მწვავე ქოლეცისტიტი ვითარდება სიმპტომური ნაღველკენჭოვანი მდგომარეობისას პაციენტების დაახლოებით 10%-ში.[1][14]​3-ჯერ უფრო ხშირია ქალბატონები, ვიდრე მამაკაცებში 50 წლამდე, და დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო ხშირია 50 წელს ზემოთ.[7]​ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა ქოლეცისტიტის 16884 შემთხვევა 2009 წლიდან 2010 წლამდე 1 წლის განმავლობაში.[15]

მწვავე აკალკულოზური ქოლეცისტიტის ინციდენტობა უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის, განსაკუთრებით, დამწვრობისა და ტრავმის განყოფილების პაციენტებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას