სკრინინგი

ჯილეხის დიაგნისტიკის სკრინინგის ინსტრუმენტები

ჯილეხის ინფექციის სწრაფი სკრინინგ-ტესტი არ არსებობს. ნაზალური ნაცხი კულტურისთვის შეიძლება შესრულდეს ჯილეხის ექსპოზიციის არეალის განსაზღვრის მიზნით სპორების აეროზოლიზაციის შემთხვევაში. თუმცა არსებული რეკომენდაციები მიანიშნებს, რომ ეს კულტურები განკუთვნილია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის; ნაზალური ნაცხი არ უნდა იყოს გამოყენებული ჯილეხის დიაგნოსტიკისთვის, ეკოლოგიური ნიმუშის შეცვლის ან ანტიმიკრობული პროფილაქტიკის საჭიროების განსაზღვრისთვის.[37]

ჯილეხისმიერ მენინგიტზე სკრინინგის ინსტრუმენტები

მასობრივი მსხვერპლის შემთხვევაში მენინგიტის დიაგნოსტიკის ჩვეულებრივი სტანდარტები (მაგ., ლუმბური პუნქცია, ვიზუალიზაციური კვლევები) შესაძლოა შეზღუდული იყოს ან არ იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ აღნიშნულ სიტუაციებში ჯილეხისმიერი მენინგიტის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის შემუშავებულია სკრინინგის ინსტრუმენტები.

პაციენტები, სავარაუდო ჯილეხისმიერი მენინგიტით, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს:[1]

  • ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან 2 და მეტი: ძლიერი თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, მენინგეური ნიშნები ან სხვა ნევროლოგიური დეფიციტი; ან

  • ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან 1 და მეტი: ძლიერი თავის ტკივილი, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი, მენინგეური ნიშნები ან სხვა ნევროლოგიური დეფიციტი; და ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან 1 და მეტი: გულისრევა/ღებინება, მუცლის ტკივილი ან ცხელება (სუბიექტურად შეფასებული ან გაზომილი) ან შემცივნება.

თუ პაციენტებს არ აღენიშნებათ ძლიერი თავის ტკივილი, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი, მენინგეური ნიშნები და სხვა ნევროლოგიური დეფიციტი, ნაკლებად სავარაუდოა მენინგიტის არსებობა. სკრინინგის ამ მეთოდის მგრძნობელობა 86%, ხოლო სპეციფიკურობა 92%-ია. ამასთან, მოზრდილთა 2.5% არ საჭიროებს შემდგომ ტესტირებას.

მენინგიტის გაზრდილი რისკი აქვთ სიმსუქნით, სეფსისით, ჰიპერტენზიით, ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებს და აქტიურ/ყოფილ მწვეველებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას