დიფერენციული დიაგნოზები

ბაქტერიული ფურუნკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ფურუნკულოზით გამოწვეული დაზიანებები, როგორც წესი, მტკივნეულია, ხოლო კანის ჯილეხის დაზიანებები უმტკივნეულოა. ბაქტერიულ ფურუნკულოზზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს განმეორებითი ცხელება, ლიმფანგიტი და ჩირქის დრენირება.[32]

კვლევები

დაზიანების გრამის წესით შეღებვამ და კულტურამ ბაქტერიული ფურუნკულოზის შემთხვევაში ტიპური პათოგენები, მაგალითად, სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი უნდა გამოავლინოს.

განგრენოზული ექთიმა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გვხვდება ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში.

კვლევები

სისხლის ან ქსოვილის კულტურები ავლენს განგრენოზულ ექთიმასთან დაკავშირებულ ტიპურ პათოგენებს, კერძოდ, Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus და Candida.

კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტი (კონტაგიოზური ექთიმა)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტის შემთხვევაში წარმოიქმნება ფუფხი, მაგრამ კანის ჯილეხისთვის დამახასიათებელი ფუფხი არ გვხვდება. გარდა ამისა, არ ვლინდება შესამჩნევი შეშუპება, რომელიც უკავშირდება ჯილეხს. კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტის შემთხვევების გამოცნობა ხდება კლინიკური და ანამნეზური მინიშნებით, რომელიც ეხება ინფიცირებულ ცხვარსა ან თხასთან კონტაქტს.

კვლევები

კონტაგიოზური პუსტულური დერმატიტის ჰისტოლოგიური გამოკვლევა ავლენს ეპიდერმულ ჰიპერპლაზიას, ნეკროზს, ფსევდონეოპლასტურ ვეზიკულურ პროლიფერაციას და დერმის ინფილტრაციას ეოზინოფილების სიჭარბით.[62]

ყავისფერი "განდეგილი" ობობას (Loxosceles reclusa) ნაკბენი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყავისფერი "განდეგილი" ობობას (Loxosceles reclusa) ნაკბენი დაკავშირებულია ტკივილთან, ხოლო კანის ჯილეხის დაზიანებები უმტკივნეულოა. გარდა ამისა, არ ვლინდება ჯილეხთან დაკავშირებული შესამჩნევი შეშუპება. ყავისფერი "განდეგილი" ობობას ნაკბენის შემთხვევები ენდემურ რეგიონებში გვხვდება. ყავისფერი "განდეგილი" ობობა, Loxosceles გვხვდება აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში: ნებრასკა, კანზასი, ოკლაჰომა, ტეხასი, ლუიზიანა, არკანზასი, მისური, კენტუკი, ტენესი, მისისიპი, ალაბამა, ჩრდილოეთ ჯორჯია და ოჰაიოს, ინდიანას, ილინოისისა და აიოვას სამხრეთ ნაწილში.[63]

კვლევები

სისხლისა და წყლულის კულტურები არ ავლენს ჯილეხის ბაცილას.

გრიპის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ინჰალაციური ჯილეხის ადრეულ სტადიასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, სუბფებრილური ცხელება და ქოშინი, შეიძლება გრიპის მსგავსი იყოს. თუმცა ჯილეხის შემთხვევაში არ ვლინდება სურდო, ფარინგიტი და ცხვირის დახშობა.[64]

კვლევები

ჯილეხის შემთხვევები გრიპისგან შეიძლება განსხვავდებოდეს გულმკერდის რენტგენზე გაფართოებული შუასაყარის არსებობით. ანტიგენის დეტექციის სწრაფი ანალიზები და ოროფარინგული ვირუსული კულტურები შეიძლება ინფორმატიული იყოს, თუ ის დადებითია გრიპისთვის.

მიკოპლაზმური პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც პნევმონია, ასევე ინჰალაციური ჯილეხი შეიძლება გამოვლინდეს ხველითა და ცხელებით; თუმცა ჯილეხი განსხვავდება დამატებით ისეთი სიმპტომების არსებობით, როგორიცაა ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, კონფუზია, გულისრევა, ღებინება და ქოშინი.

კვლევები

სისხლის კულტურა არ ავლენს ჯილეხის ბაცილას.

გამოჯანმრთელების ფაზის სისხლის შრატში მიკოპლაზმა-სპეციფიკური იმუნოგლობულინის ტიტრის მომატება.

ნაზოფარინგული ასპირატის, ნახველის ან ხახის ნაცხის მოლეკულური დიაგნოსტიკით - დადებითი შედეგი.

ვირუსული პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც ვირუსული პნევმონია, ასევე ინჰალაციური ჯილეხი შეიძლება გამოვლინდეს ხველითა და ცხელებით; თუმცა ჯილეხი განსხვავდება დამატებით ისეთი სიმპტომების არსებობით, როგორიცაა ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, კონფუზია, გულისრევა, ღებინება და ქოშინი. გარდა ამისა, ვირუსული პნევმონიას შეიძლება თან ახლდეს ყელის ტკივილი და სურდო, რაც დამახასიათებელი არ არის ჯილეხისთვის.

კვლევები

სისხლის კულტურა არ ავლენს ჯილეხის ბაცილას.

ბრონქიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც ბრონქიტი, ასევე ინჰალაციური ჯილეხი შეიძლება გამოვლინდეს ხველებით; თუმცა ჯილეხი განსხვავდება დამატებით ისეთი სიმპტომების არსებობით, როგორიცაა ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, კონფუზია, გულისრევა, ღებინება და ქოშინი.

კვლევები

არ არსებობს განმასხვავებელი სპეციფიკური ტესტები.

აორტის ანევრიზმის გაგლეჯა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კარდიოვასკულური კოლაფსი აორტის ანევრიზმის გაგლეჯის გამო გვხვდება ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადების, მაღალი ქოლესტეროლის და არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე, რაც არ არის ნანახი ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევაში.

კვლევები

რენტგენზე ჩანს შუასაყარის გაფართოება, რომელიც ჰგავს გაგლეჯილ აორტის ანევრიზმას; თუმცა შუასაყრის ცვლილებები ჯილეხის დროს გვხვდება ინფექციის ადრეულ სტადიაზე ფილტვის შეშუპებასთან ერთად.

ზედა ღრუ ვენის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ინჰალაციური ჯილეხისგან უნდა განვასხვავოთ კარდიოვასკულური კოლაფსი, მეორეულად განვითარებული ზედა ღრუ ვენის სინდრომის გამო.

კვლევები

რენტგენზე ჩანს შუასაყარის გაფართოება, რომელიც ჰგავს ზედა ღრუ ვენის სინდრომს; თუმცა შუასაყრის ცვლილებები ჯილეხის დროს გვხვდება ინფექციის ადრეულ სტადიაზე ფილტვის შეშუპებასთან ერთად.

სუბარაქნოიდული ჰემორაგია, სისხლჩაქცევა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება აგვერიოს ჰემორაგიულ მენინგიტში; თუმცა ჯილეხის შემთხვევაში, როგორც წესი, არსებობს პროფესიული ექსპოზიციის ანამნეზი.

კვლევები

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა შეიძლება განსხვავდებოდეს ჰემორაგიული მენინგიტისგან კომპიუტერული ტომოგრაფიის მიხედვით, გრამის წესით შეღებვითა და თავზურგტვინის სითხის კულტურით.

ვირუსული გასტროენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გულისრევა და ღებინება შეიძლება თან ახლდეს ორივე დაავადებას; თუმცა გასტროინტესტინურ ფორმას ხშირად ახლავს მუცლის უკუცემითი ტკივილი, ასციტი, პირ- ხახის ლორწოვანი გარსის წყლულის ან ფსევდომემბრანის წარმოქმნა.[47]

კვლევები

სისხლის კულტურა, პერიტონეული სითხე ან ოროფარინგული სეკრეტები არ ავლენს B anthracis. სისხლის სტანდარტული კულტურა უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიული შეფასებისთვის. შემდგომი დამადასტურებელი ტესტირება (მაგალითად, იმუნოჰისტოქიმიური შეღებვა, გამა ფაგის ტესტი, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის [PCR] ანალიზები) უნდა შესრულდეს აშშ-ში ლაბორატორიული რეაგირების ქსელის მიერ, სხვა ქვეყნებში კი - ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად.[37]

ძროხის ყვავილი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძროხის ყვავილის ვირუსით გამოწვეული დაზიანებები, რომელსაც ახასიათებს ბუშტუკების წარმოქმნა და ნეკროზული ქერქის მსგავსი ფუფხის განვითარება, შეიძლება შეგვხვდეს, თუ პაციენტს უშუალი კონტაქტი აქვს ძროხის ჯიქანზე არსებულ წყლულებთან. შემთხვევები განსხვავდება ანამნეზური მინიშნებებითა და დასენიანებულ ცხოველებთან კონტაქტის არსებობით.

კვლევები

შეიძლება განმასხვავებელი იყოს დაზიანების ნაცხიდან პათოგენ-სპეციფიკური PCR ტესტირება.

მპოქსი (მაიმუნის ყვავილის ვირუსი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში მოგზაურობა ენდემურიდან იმ არაენდემურ ქვეყანაში, სადაც ამჟამად მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქებაა.

გამონაყარი ჩვეულებრივ, იცვლება მაკულებიდან პაპულებამდე, ვეზიკულებიდან პუსტულებამდე, ვითარდება ქერქებიც.​ თუმცა დაზიანებები შეიძლება ატიპურიც იყოს (მაგ., ლოკალიზებული გენიტალურ, პერინეულ/პერიანალურ ან პერორალურ არეებში).

კვლევები

შეიძლება განმასხვავებელი იყოს დაზიანების ნაცხიდან პათოგენ-სპეციფიკური PCR ტესტირება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას