შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
შუახნის მამაკაცს თურქეთიდან აღენიშნება უმტკივნეულო ფუფხი მარჯვენა შუა თითზე. მიმდებარე არე შესამჩნევად შეშუპებულია და იგი აღწერს საწყის დაზიანებას, რომელიც დაიწყო 2 დღის წინ ვეზიკულის სახით და მსუბუქად გამოხატული ქავილით. მის სიმპტომებს თან ახლდა რეგიონული ლიმფადენოპათია, სუბფებრილური ცხელება და შეუძლოდ ყოფნა. პაციენტი სხვაგვარად ჯანმრთელია, მაგრამ ხშირად უხდება თხისა და ცხვრის ტყავის დამუშავება საზღვარგარეთ ექსპორტისთვის.
სხვა გამოვლინებები
მიუხედავად იმისა, რომ კანის ჯილეხზე მოდის Bacillus anthracis გამოწვეული ინფექციის დაახლოებით 95%, აღრიცხულია ინჰალაციური, გასტროინტესტინური და ინექციური ჯილეხის შემთხვევებიც.[3][4][5][6][7]
ინჰალაციური ჯილეხის სიმპტომებია: ცხელება, არაპროდუქტიული ხველა, მიალგია და შეუძლოდ ყოფნა, რომლებიც როგორც წესი, ვითარდება ექსპოზიციიდან 1 კვირის განმავლობაში, თუმცა სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა 2 თვეც დასჭირდეს.[7] ავადმყოფობის მიმდინარეობა სწრაფია, ხშირად იწვევს ქოშინს, სტრიდორსა და სიკვდილს 24-72 საათში.[8]
იშვიათად ენდოსპორით დაბინძურებული ხორცის მიღება იწვევს გასტროინტესტინურ ინფექციას, რომელსაც ახასიათებს ცხელება, უკუცემითი ტკივილი და ასციტი. ტოქსემია ან ნაწლავის პერფორაცია ბევრ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება. ოროფარინგული დაზიანებები შესაძლოა აღინიშნებოდეს, პირის ღრუსა ან ოროფარინქსში და იწვევდეს ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას და კისრის შეშუპებას.
ინექციური ჯილეხის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს კანის ჯილეხის სიმპტომებს, თუმცა ინფექცია შესაძლოა ვრცელდებოდეს კანქვეშ ღრმად ან კუნთში, სადაც მედიკამენტი იყო შეყვანილი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას