ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

გარემო ფაქტორებთან ექსპოზიცია ყველაზე ძლიერი რისკფაქტორია. კანის ჯილეხი შეიძლება განვითარდეს ინფიცირებულ ცხოველებთან ან დაბინძურებულ ცხოველურ პროდუქტებთან, როგორიცაა ტყავი, მატყლი, ბეწვი და სპილოს ეშვები, კონტაქტით. სხვა რისკფაქტორებია: პროფესიული ექსპოზიცია ცხოველებთან, მატყლთან (ინჰალაციური ჯილეხი), ბიოტერორიზმი, თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მიღება (გასტროინტესტინური ჯილეხი) ან ჰეროინის მოხმარება (ინექციური ჯილეხი).

კანის ნეკროზული დაზიანებები (კანის ფორმა)

კანის ჯილეხის დამახასიათებელი დაზიანებები დასაწყისში ვითარდება როგორც მქავანა, უმტკივნეულო პაპულა ექსპოზიციიდან 2-5 დღის შემდეგ. 24-დან 36 საათში დაზიანება ჯერ ვეზიკულაში, შემდეგ კი ნეკროზულ შავ ფუფხში (მასიური მიმდებარე შეშუპებით) გადადის.[60][Figure caption and citation for the preceding image starts]: მსუბუქი ფორმის კანის ჯილეხიwww.cdc.gov [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@575b8efa

უმტკივნეულო დაზიანებები (კანის ფორმა)

კანის ჯილეხთან ასოცირებული მასიური შეშუპების მიუხედავად, წყლულისთვის დამახასიათებელია ტკივილის არარსებობა.

შეშუპება (კანის ფორმა)

აღინიშნება კანის ჯილეხის შემთხვევათა 90-100%-ში.[60]

პაციენტებს, ჯილეხის ინექციური ფორმით როგორც წესი, აღენიშნებათ მასიური შეშუპება ინექციის ადგილის გარშემო, რაც ხშირად იწვევს კომპარტმენტ სინდრომს ან მანეკროზებელ ფასციიტს.[20]

გრიპისმაგვარი ავადმყოფობა (ინჰალაციური ფორმა)

ინჰალაციური ჯილეხის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ აღწერენ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებს, მათ შორის, ცხელებას, მიალგიას და შეუძლოდ ყოფნას.[37]

ცხვირის გაჭედვა და სურდო შესამჩნევად არ არის გამოხატული.

რესპირატორული სიმპტომები (ინჰალაციური ფორმა)

ინჰალაციურ ჯილეხს შეიძლება თან ახლდეს არაპროდუქტიული ხველა და დისკომფორტი გულმკერდის არეში.

ფილტვის ხმიანობის შესუსტება შესაძლოა, პლევრულ გამონაჟონზე მიუთითებდეს, მაგრამ პნევმონიის კლინიკური ნიშნები ცვალებადია ან შეიძლება არ გამოვლინდეს.

იშვიათი

პირ-ხახის წყლულის წარმოქმნა (ალიმენტური ფორმა)

სპორის გადაყლაპვის იშვიათი გართულებაა.

ლოკალურ შეშუპებას და ყელის ტკივილს თან ახლავს პირ-ხახის უკანა ნაწილის ფსევდომემბრანული წყლულები, რომელიც ოროფარინგული შემთხვევების 72% -ში მოიცავს ნუშურა ჯირკვლებსაც.[61]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ლიმფადენოპათია

რეგიონული ლიმფადენოპათია აღინიშნება კანის ჯილეხის შემთხვევათა 47% -ში.[60]

ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევებში შუასაყრის და ჰილარული ლიმფადენოპათია ფიქსირდება ინფიცირებული პაციენტების 70% -ში.[37]

მენინგიტის ნიშნები

პაციენტთა დაახლოებით 14%-37%-ს უვითარდება მენინგიტი, რაც დამოკიდებულია ტრანსმისიის გზაზე. სისტემური ჯილეხის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე ყველა პაციენტი უნდა შეფასდეს მენინგიტზე. ჯილეხის ნებისმიერი ფორმა შეიძლება გართულდეს მენინგიტით. ჯილეხისმიერი მენინგიტი შესაძლოა ასევე ინფექციის პირველადი გამოვლინებაც იყოს.[1]

მენინგიტის პირველადი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი (რაც პაციენტი აღწერით, ხშირად ძლიერია), გულისრევა, ღებინება და დაღლილობა. ჩვეულებრივ, ვლინდება მენინგეური ნიშნები (მაგ., მენინგიზმი), ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება და სხვა ნევროლოგიური ნიშნები, როგორიცაა გულყრები ან ფოკალური ნიშნები.[2]

ჯილეხისმიერი მენინგიტი სავარაუდოა, თუ პაციენტი აკმაყოფილებს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს: ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან პაციენტს აქვს 2 და მეტი: ძლიერი თავის ტკივილი, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი, მენინგეური ნიშნები ან სხვა ნევროლოგიური დეფიციტი; ან ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან აქვს 1 და მეტი: ძლიერი თავის ტკივილი, შეცვლილი ფსიქიკური სტატუსი, მენინგეური ნიშნები ან სხვა ნევროლოგიური დეფიციტი და ჩამოთვლილი ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან 1 და მეტი - გულისრევა/ღებინება, მუცლის ტკივილი ან ცხელება (სუბიექტურად შეფასებული ან გაზომილი) ან შემცივნება.[1]

იშვიათი

ჰიპოტენზია

შეიძლება აღინიშნოს მძიმე ფორმის სისტემური, ინჰალაციური ან გასტროინტესტინური ჯილეხის შემთხვევაში.

მკურნალობის ჩაუტარებლობისას სისტემურმა ინფექციამ 1- 3 დღეში შეიძლება გამოიწვიოს პულმონური და კარდიოპულმონური კოლაფსი.[7]

გასტროინტესტინური სიმპტომები (ალიმენტური ფორმა)

გასტროინტესტინური ჯილეხის სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებას და დიარეას (სისხლიანს ან მის გარეშე). მუცლის მძიმე ფორმის ტკივილი და უკუცემითი ტკივილი მიანიშნებს მწვავე მუცელზე.

რისკფაქტორები

ძლიერი

გარემო ფაქტორებთან ექსპოზიცია

კანის ჯილეხი შეიძლება განვითარდეს ინფიცირებულ ცხოველებთან (მაგ., ცხვრებთან, მსხვილფეხა საქონელთან, თხებთან, სხვა ბალახისმჭამელ ცხოველებთან) ან დაბინძურებულ ცხოველურ პროდუქტებთან (როგორიცაა, ტყავთან, მატყლთან, ბეწვთან და სპილოს ეშვებთან) კონტაქტით.

პროფესიული ექსპოზიცია

კანის ჯილეხი შეიძლება განვითარდეს ინფიცირებულ ცხოველებთან (მაგ., ცხვრებთან, მსხვილფეხა საქონელთან, თხებთან, სხვა ბალახისმჭამელ ცხოველებთან) ან დაბინძურებულ ცხოველურ პროდუქტებთან (როგორიცაა, ტყავთან, მატყლთან, ბეწვთან და სპილოს ეშვებთან) კონტაქტით. ინჰალაციური ჯილეხი უკავშირდება ცხოველთა ტყავისა და მატყლის მასიურ დამუშავებას ("მატყლის დამხარისხებელთა დაავადება"), რაც იწვევს სპორების აეროზოლის მდგომარეობაში გადასვლას, შემდგომ ხდება მათი ინჰალაცია.[34][35][36]

ბიოლოგიური ტერორიზმი

Bacillus anthracis სპორების აეროზოლის ფართო არეალში გამოფრქვევა სავარაუდოდ გამოიწვევს მასობრივ მსხვერპლს, რაც პოტენციურად გართულდება პირველი რიგის ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტული, გენეტიკურად შემუშავებული შტამების გამოყენებით.[1] ჯილეხის ჯგუფური შემთხვევები საერთო, შესაძლო განზრახ ექსპოზიციაზე მიუთითებს.

2001 წელს აშშ-ის ფოსტის 22 თანამშრომელს, საფოსტო გზავნილის გამიზნული დაბინძურების შედეგად ჯილეხი (11 ინჰალაციური და 11 კანის შემთხვევა) განუვითარდა.[16][17]

ჯილეხი განიხილება, როგორც ბიოლოგიური იარაღი; ნებისმიერი ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობისას, რომელიც სხვაგვარად ჯანმრთელ პაციენტში მდგომარეობის სწრაფი გაუარესებით მიმდინარეობს, კლინიკური ეჭვი ჯილეხზე დიდია.[37]

თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მიღება

ადამიანის დაინფიცირება ხდება ინფიცირებული ცხოველების თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მოხმარების შემდეგ. ჯილეხის ზოონოზები, მოტივტივე სპორების კონცენტრირებულ არეში დაგროვების გამო ხშირად აღმოჩნდება ინტენსიური წვიმების შემდეგ.[38][39][40]

ჰეროინის მოხმარება

ინექციური ჯილეხის შემთხვევები აღრიცხულია ჰეროინის ინტრავენურ მომხმარებლებში.[20] ინფექციის განვითარება შესაძლებელია ბაქტერიით დაბინძურებული ჰეროინის კანქვეშ, კუნთში ან ინტრავენურად ინექციით.

შესაძლებელია აგრეთვე ჯილეხით დაბინძურებული ჰეროინის გადაყლაპვა ან ინჰალაცია (შესუნთქვა).[19]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას