კრიტერიუმები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC): ჯილეხი (Bacillus anthracis), 2018 წლის შემთხვევის განსაზღვრება[2]

კლინიკური კრიტერიუმი

  • ავადმყოფობა, რომელსაც ახლავს სულ მცირე ერთი სპეციფიკური ან ორი არასპეციფიკური სიმპტომი და ნიშნები, რომლებიც შეესაბამება კანის, ალიმენტურ (გასტროინტესტინურ/ოროფარინგულ), ინჰალაციურ ან ინექციურ ჯილეხს; სისტემური დაზიანება; ან ჯილეხისმიერი მენინგიტი; ან

  • უცნობი მიზეზით სიკვდილი და ორგანოთა დაზიანება, რომელიც შეესაბამება ჯილეხს.

ლაბორატორიული კრიტერიუმები

  • სავარაუდო ლაბორატორიული კრიტერიუმები B anthracis ან B cereus ტოქსინების გამოსავლენად:

    • გრამის წესით შეღებვა ავლენს გრამ-დადებით ჩხირებს, ოთხკუთხედი ფორმის, დაწყვილებულს ან მოკლე ჯაჭვებს

    • დადებითი შედეგი ტესტზე, რომელსაც ატარებს კლინიკური ლაბორატორიების გაუმჯობესების სტანდარტების (CLIA) მქონე აკრედიტირებული ლაბორატორია.

  • დამადასტურებელი ლაბორატორიული კრიტერიუმები B anthracis ან B cereus ტოქსინების გამოსავლენად:

    • კულტივირება და კლინიკური ნიმუშებიდან იდენტიფიკაცია ლაბორატორიული რეაგირების ქსელის (LRN) მიერ

    • ჯილეხის ანტიგენების დეტექცია ქსოვილებში იმუნოჰისტოქიმიური შეღებვით, B anthracis უჯრედის კედლისა და კაფსულის მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით

    • მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატებს შორის დამცავი ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების ოთხმაგი ზრდა ან შეწყვილებულ კონვალესცენტურ შრატებში დამცავი ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების ოთხმაგი ცვლილება, არავაქცინირებულ ინდივიდში ანტი-PA იმუნოგლობულინ G (IgG) ELISA ტესტირების გამოყენებით

    • ჯილეხის ან მისი ტოქსინის გენების დეტექცია LRN-ვალიდური PCR-ით და/ან სეკვენსირებით; კლინიკური ნიმუშები მიიღება ნორმალური სტერილური ადგილებიდან, როგორიცაა სისხლი ან თავზურგტვინის სითხე ან დაზიანება სხვა ქსოვილიდან (კანი, ფილტვი, რეტიკულოენდოთელიური ან გასტროინტესტინური)

    • ჯილეხის ლეტალური ფაქტორის დეტექცია შრატში მასს სპექტრომეტრიით.

შემთხვევის კლასიფიკაცია

  • შესაძლო შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს და შეკვეთილია ჯილეხის ტესტები, თუმცა დაავადებასთან ეპიდემიოლოგიური კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

  • სავარაუდო შემთხვევა: შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს და გვაქვს ლაბორატორიული ტესტების სავარაუდო შედეგები; ან შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმს და გვაქვს დაავადებასთან ეპიდემიოლოგიური კავშირის მტკიცებულება.

  • დადასტურებული შემთხვევა: აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმს და ლაბორატორიულად დადასტურებულია.

შემთხვევის სრულ განსაზღვრება უნდა გამოიყენოთ ჯილეხის ოთხივე ტიპის (ასევე, ჯილეხის მენინგიტს) კლინიკური აღწერისა და ეპიდემიოლოგიური კავშირის განმარტებისთვის.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას