პროგნოზი
კრიტიკულ მედიცინაში მიღწევებთან ერთად სიკვდილობის მაჩვენებელი წლების განმავლობაში გაუმჯობესდა. 1960-იან წლებამდე სიკვდილობის მაჩვენებელი ინჰალაციური ჯილეხის შემთხვევაში მიუახლოვდა 90%-ს, ხოლო ჯილეხისმიერი მენინგიტისთვის- 100%-ს. დღესდღეობით, მკურნალობის დროსაც კი, სიკვდილობის მაჩვენებელი მერყეობს <2%-დან (კანის ჯილეხისთვის) 45% (ინჰალაციური ჯილეხისთვის) და 92%-მდე ჯილეხისმიერი მენინგიტისთვის. სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს მასობრივი მსხვერპლის შემთხვევაში.[1]
მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში კანის ჯილეხთან დაკავშირებული სიკვდილობის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.[32] სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენებით სიკვდილობა ამჟამად იშვიათია.
ცოტა რამ არის ცნობილი ბიოტერორიზმთან დაკავშირებული ჯილეხის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესაძლო ხანგრძლივ ეფექტებზე. 2001 წლის ჯილეხის თავდასხმიდან გადარჩენილი თექვსმეტი ადამიანიდან 1 წლის განმავლობაში ჩატარებული შემდგომი მეთვალყურეობით შეფასდა თხუთმეტი მოზრდილი. გადარჩენილთა ცნობით, მათ ჰქონდათ მნიშვნელოვნად უფრო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი და ამასთან, შემცირებული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი.[71]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას