პირველადი პრევენცია

პირველადი პრევენციის ზომები იმუნოკომპეტენტური პირებისთვის შეზღუდულია. ენდემურ ზონებში მოგზაურებმა უნდა შეზღუდონ გარე მტვერთან ექსპოზიცია; მტვრის ქარიშხლის დროს ისინი უნდა დარჩნენ შენობაში და დახურონ ფანჯრები. შენობაში შეიძლება ჰაერის ფილტრაციის გამოყენება.[8]

აივ-ით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც ცხოვრობენ ენდემურ რეგიონებში ან სტუმრობენ მათ, განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული რჩევები და, ასევე, უნდა მოერიდონ დარღვეულ ნიადაგთან (მაგ., შენობების გათხრის ადგილებში) ხანგრძლივ ექსპოზიციას.[23] კოქციდიოიდომიკოზისთვის სეროლოგიური ტესტირება რეკომენდებულია აივ-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ადრე მოგზაურობდნენ ან ცხოვრობდნენ ენდემურ ადგილებში.[23] ტესტირება ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ გასათვალისწინებელია ენდემურ რეგიონებში ამჟამად მცხოვრებ პირებში.[23] პირველადი პროფილაქტიკა ფლუკონაზოლით ნაჩვენებია აივ-პოზიტიური პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დადებითი სეროლოგიური ტესტი კოქციდიოიდომიკოზზე; CD4 რაოდენობა <250 უჯრედი/მმ³; კოქციდიოიდული დაავადების შესაბამისი ნიშნების, სიმპტომების ან ლაბორატორიული დარღვევების არარსებობისას.[23] პირველადი პროფილაქტიკა შეიძლება შეწყდეს, როდესაც პაციენტის CD4 რაოდენობა ≥250 უჯრედი/მმ³ და როცა დოკუმენტირებულია ვირუსული სუპრესია.[23] თუ CD4 უჯრედების რაოდენობა ≥250/მმ³-ია და ანტირეტროვირუსული საშუალებებით ტარდება ვირუსული სუპრესია, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით პირველადი პროფილაქტიკა არ არის ნაჩვენები და რეკომენდებულია მხოლოდ მჭიდრო კლინიკური მეთვალყურეოება.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას