მონიტორინგი
აქტიური მკურნალობის მიუხედავად, კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესების ან სტაბილიზაციის შესაფასების მიზნით პაციენტები საჭიროებენ კონტროლს, ისევე როგორც რადიოლოგიური ცვლილებების მონიტონიგსა და კომპლემენტის ფიქსაციის სეროლოგიურ ტიტრს.
საწყის ეტაპზე პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ყოველ 2-4 კვირაში კონტროლი, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს 3-4 თვემდე. საწყისი გაუმჯობესების ფონზე, სეროლოგიური და რადიოლოგიური შედეგები შეიძლება ნელა დაუბრუნდეს ნორმას. ცვლილებები შესაძლებელია არ შეფასდეს 3 თვეზე ნაკლებ დროში.
საწყისი შედეგების სიმძიმის, რენტგენოლოგიური და სეროლოგიური დარღვევების და მათი მოხსნის მიხედვით რეკომენდებულია შემდგომი მეთვალყურეობა 1-2 წლის მანძილზე.
პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ინფექცია, იმუნოსუპრესია ან დისემინირების სხვა რისკ-ფაქტორები, აუცილებელია კონტროლი მთელი ცხოვრების განმავლობაში. პაციენტებისათვის, რომლებიც წყვეტენ მკურნალობას, მნიშვნელოვანია კონტროლი რეციდივების აღმოსაჩენად.
აშშ-ში დაავადება ეროვნულ დონეზე შეტყობინებადია და საჭიროა აღრიცხვა შემდეგ შტატებში: არიზონა, არკანზასი, კალიფორნია, დელავერი, ლუიზიანა, მერილენდი, მიჩიგანი, მინესოტა, მისური, მონტანა, ნებრასკა, ნევადა, ნიუ ჰემფშირი, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, ოჰაიო, ორეგონი, როდ აილენდი, სამხრეთ დაკოტა, იუტა, ვაშინგტონი და ვაიომინგი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას