შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

71 წლის მამაკაცი პაციენტი ზამთრის რამდენიმე თვეს რეგულარულად ატარებს არიზონაში, მზეზე გოლფის სათამაშოდ. გასული წლის მარტის თვეში მას თანდათან დაეწყო ცხელება და თავის ტკივილი, რასაც მოჰყვა არაპროდუქტიული ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში ჩასუნთქვისას, მიალგია და ძლიერი დაღლილობა. მისმა ოჯახის ექიმმა გულმკერდის რენტგენოგრაფიით დაადგინა ბრონქოპნევმონია და დაუნიშნა მას აზითრომიცინი. ანტიბიოტიკის ფონზე შედეგი არ გამოვლინდა და პაციენტმა სხვადასხვა ანტიბიოტიკით ემპირულად მკურნალობის კიდევ ორი კურსი ჩაიტარა. იგი ბინაზე დაბრუნდა გახანგრძლივებული ხველით და დაღლილობით, თუმცა ცხელება თითქოს შეუმსუბუქდა. საწყისი სიმპტომების გამოვლინებიდან 2 თვის შემდეგ ჩაუტარდა ბრონქოსკოპია და კულტურაში გამოვლინდა Coccidioides სახეობები.

სხვა გამოვლინებები

სიმპტომური ან უსიმპტომო ინფექციის გადატანიდან თვეებისა და წლების შემდეგ დაზიანება შეიძლება სრულად ალაგდეს ან ფილტვში დარჩეს კალციფიცირებული ან არაკალციფიცირებული, რადიოგრაფიულად კიბოს მსგავსი კვანძი. მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება ხდება ამოკვეთილი ქსოვილის მიკროსკოპიით. ზოგჯერ კვანძი რბილდება და ქმნის თხელკედლიან ღრუს, რომელიც შეიძლება სპონტანურად დაიხუროს ან დარჩეს სუპერინფექციის ან სპონტანური პნევმოთორაქსის კერა. ფილტვგარე გავრცელება შეიძლება აღინიშნოს თითქმის ყველა ქსოვილში, თუმცა, დისემინაციის ყველაზე ხშირი ადგილებია კანი, რბილი ქსოვილები, ძვლები და თავის ტვინის გარსები. იშვიათად ვლინდება ქრონიკული ფიბროზულ-კავერნული პნევმონია რომელსაც ახასიათებს ქრონიკული ხველა, დისპნოე, ღამის ოფლიანობა, წონის კლება და ფილტვის ფიბროზი სქელკედლიანი ღრუების წარმოქმნით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას