გართულებები
სიმპტომები შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ აღინიშნება, შეიძლება მოიცავდეს საერთო სისუტეს ან დაღლილობას. ლაბორატორული გადახრები მოიცავს კალიუმის და/ან მაგნიუმის დაბალ დონეს და კრეატინინის მატებას. კრეატინინის, კალიუმისა და მაგნიუმის დონე შრატში უნდა შეფასდეს ხშირად (ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად) მკურნალობის პერიოდში. ამფოტერიცინი შეიძლება დროებით შეჩერდეს, ხოლო ელექტროლიტები სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლდეს.
სიმპტომები მოიცავს ცხელებას, შეციებას და ფლებიტს.
შეიძლება მკურნალობა ან წინასწარი მკურნალობა პარაცეტამოლით, ანტიჰისტამინური პრეპარატებით ან ჰიდროკორტიზონით.
კანკალს შეიძლება ვუმკურნალოთ პეთიდინით.
დეკომპრესია შუნტირების გამოყენებით აუცილებელია ქალასშიდა მომატებული წნევის სამკურნალოდ.[5]
სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობისათვის არ არის აუცილებელი რეჟიმის შეცვლა.
კავერნა, რომელიც სკდება პლევრის ღრუში, იწვევს პნევმოთორაქსს.
ქირურგიული რეზექცია დეკორტიკაციასთან და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობასთან ერთად არის მართვის პრიორიტეტული სტრატეგია.[5]
ფლუკონაზოლი და იტრაკონაზოლი უპირატესი პრეპარატებია, თუმცა ამფოტერიცინ-B შეიძლება გამოვიყენოთ აზოლების აუტანლობის შემთხვევაში ან კონტროლისათვის ორი ან მეტი ქირურგიული პროცედურის საჭიროების დროს.[5]
მკურნალობის ხანგრძლივობაა 3-6 თვე ან მეტიც და დამოკიდებულია დისემინირების რისკ-ფაქტორებზე, იმუნოსუპრესიის არსებობასა და სამედიცინო ჩარევების სეროლოგიურ პასუხზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას