ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითად რისკ-ფაქტორებში შედის ენდემურ რეგიონებში ცხოვრება ან ვიზიტი ახლო წარსულში, მამრობითი სქესი, ისეთი პროფესიული ან რეკრეაციული აქტივობები, რომელთა შედეგადაც ხდება შეხება მტვერთან, იმუნოსუპრესია, ორსულობა, ეთნიკურობა და HLA (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის) ტიპები.

ასიმპტომური

ინფექციების 60% არის ასიმპტომური[39]

ცხელება

მწვავე ან დისემინირებული კოკციდიოიდომიკოზის თავისებურებები.

ხველა

ძირითადად მშრალი და არაპროდუქტიული ხველა

გამონაყარი

პაციენტთა 10-15%-ს უვითარდება გამონაყარი, რომელიც, როგორც წესი, გარდამავალია.[40] ხშირია კვანძოვანი ან მულტიფორმული ერითემა. კანის კვანძები და დაზიანებები დისემინირებული ინფექციის ნიშნებია.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

თავის ტკივილი

კოკციდიოიდური პნევმონიის შემთხვევათა 20% დაკავშირებულია ძლიერ თავის ტკივილთან.[40]

დაღლილობა

მწვავე კოკციდიოიდომიკოზის მახასიათებლები

გულმკერდი პლევრიტული ტკივილიგულმკერდის პლევრიტული ტკივილი

ჩვეულებრივ, ჩასუნთქვისას პლევრიტული დისკომფორტი.

ქოშინი

მწვავე კოკციდიოიდომიკოზის მახასიათებლები

მიალგია ან ართრალგია

მწვავე კოკციდიოიდომიკოზის მახასიათებლები

წონაში კლება

მწვავე დაავადების დროს შესაძლებელია წონაში კლება>10%[5][41]

ქრონიკულ ფიბროკავერნოზულ პნევმონიას შესაძლებელია თან ახლდეს წონის კლება პულმონურ სიმპტომებთან ერთად.

ღამის ოფლიანობა

დაკავშირებულია ქრონიკულ ფიბროკავერნოზული კოკციდიოიდომიკოზთან ან ფილტვების მწვავე ინფექციასთან.

შემცივნება

დაკავშირებულია ქრონიკულ ფიბროკავერნოზულ კოკციდიოიდომიკოზთან ან, უფრო სავარაუდოა, ფილტვის მწვავე ინფექციასთან.

ხიხინი, მსტვინავი სუნთქვა ან ხახუნი

დაკავშირებულია ქრონიკულ ფიბროკავერნოზულ კოკციდიოიდომიკოზთან.

ბრონქული სუნთქვა

ფიტვების გამკვრივების ნიშანი

იშვიათი

ჰემოპტიზი

დაკავშირებულია კვანძებთან და ღრუებთან.

პიოპნევმოთორაქსი

შეიძლება განვითარდეს, თუ გასკდა კავერნა.

ლიმფადენოპათია

ექსტრათორაკალური ლიმფადენოპათია მიუთითებს დისემინაციაზე.

დარღვეული მენტალური სტატუსი ან ნევროლოგიური გამოკლვევის შედეგები

მიუთითებს დისემინირებულ კოკციდიოიდომიკოზზე

რისკფაქტორები

ძლიერი

იმუნოსუპრესია, კერძოდ უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება.

ძლიერი რისკ-ფაქტორი მძიმე და დისემინირებული ინფექციის განვითარებისთვის, მაგრამ არა ინფექციის შეძენისთვის.

ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი მდგომარეობები: აივ ინფექცია (განსაკუთრებით, CD4 უჯრედების რაოდენობით ≤250 უჯრედი/მიკროლიტრში), ორგანოს ტრანსპლანტაცია და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები.[18][19][20][21]

ორსულობა

დისემინაციის ძლიერი რისკფაქტორი და სავარაუდოდ, ორსულობასთან დაკავშირებული შეცვლილი იმუნური ფუნქციის შედეგი. ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში დიაგნოსტირებული ყველა კოქციდიოიდური შემთხვევის 50% იყო დისემინირებული.[12]

დისემინირებული ფორმის რისკი იზრდება ორსულობის პროგრესირებასთან ერთად: ერთ-ერთ ლიტერატურის მიმოხილვაზე დაყრდნობით, მესამე ტრიმესტრში დიაგნოსტირებული კოქციდიოიდომიკოზის შემთხვევების 96% დისემინირებული იყო. პირველი და მეორე ტრიმესტრებისთვის იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 50%-ს და 62%-ს, შესაბამისად.[12]

კოქციდიოიდომიკოზის მქონე ორსულებში, თეთრკანიან ქალებთან შედარებით, დისემინაციის რისკი 13-ჯერ უფრო მაღალი იყო აფრო-ამერიკელ ქალებში.[11][12]

სუსტი

საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასა და თხრასთან

ზრდის ინფექციის ალბათობას ჰაერწვეთოვანი სოკოვანი ართროსპორების (სპორების) შესუნთქვის გზით

რეკრეაციული საქმიანობა, რომელიც ზრდის მტვრის შესუნთქვის ალბათობას

ზრდის დაინფიცირების ალბათობას ჰაერწვეთოვანი სოკოვანი ართროსპორის შესუნთქვის გზით

კიდურა ასაკობრივი ჯგუფები

დაავადების უფრო მძიმე ფორმა შეიძლება გამოვლინდეს მცირეწლოვან ბავშვებში ან ხანდაზმულებში.[3]

მამრობითი სქესი

გაზრდილი რეკრეაციული ან ოკუპაციური მტვრის შესუნთქვის გამო გამო

ენდემური რაიონებში ცხოვრება ან ვიზიტი

აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთი უდაბნოები (კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო და დასავლეთ ტეხასი) და მექსიკის ჩრდილოეთი უდაბნოები ითვლება ენდემურ რაიონებად.[3] ინფექცია ასევე ენდემურია იუტას, ნევადის, აღმოსავლეთ ვაშინგტონის და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის შეზღუდულ რაიონებში.

აფროამერიკული და ფილიპინური წარმომავლობა

რასა არის ძლიერი რისკ-ფაქტორი მძიმე და დისემინირებული ინფექციის განვითარებისთვის, და არა დაინფიცირებისთვის.[3]

აფრო-ამერიკელებს და ფილიპინელებს აქვთ დისემინირების ყველაზე მაღალი რისკი, დაახლოებით 10-175-ჯერ უფრო ხშირი ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებს.[3][11]

მტკიცებულებები მწირია იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დისემინაციის უფრო მაღალი რისკი აზიელებში, ლათინოამერიკელებსა და ინდიელებში. სავარაუდოა, რომ რასობრივი კუთვნილება არ წარმოადგენს წინასწარგანწყობის რისკს, არამედ ასოცირებულ გენეტიკურ წყობას, რომელიც განსაზღვრავს იმუნურ პასუხს.

კოქციდიოიდომიკოზის მქონე ორსულებში, თეთრკანიან ქალებთან შედარებით, დისემინაციის რისკი 13-ჯერ უფრო მაღალი იყო აფრო-ამერიკელ ქალებში.[11][12]

სისხლის ჯგუფი B

მნიშვნელოვანი კავშირი იქნა აღმოჩენილი სისხლის B ჯგუფსა და დისემინირებულ კოკციდიოიდომიკოზს შორის; ამ ჯგუფის სისხლი უფრო გავრცელებულია აფრიკულ და ფილიპინურ რასებს შორის.[3]

ეს კავშირი, სავარაუდოდ , წარმოადგენს გენეტიკური ზემოქმედების მარკერს, რომელიც კარნახობს იმუნურ პასუხს (იხილეთ რისკ-ფაქტორი HLA).

HLA ჯგუფები

ადამინის ლეიკოციტების ანტიგენის (HLA) II კლასის ალელები იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დისემინირების რისკის მარკერები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგია შემდგომი კვევისათვის, მას აქვს შეზღუდული გამოყენება კლინიკურ სიტუაციებში.[3]

შაქრიანი დიაბეტი

დაკავშირებულია ფილტვის კავერნოზულ დაავადებებთან და ინფექციის რეციდივებთან.[22]

დისემინაციის მაღალი რისკი შეიძლება ჰქონდეთ პაციენტებს, შაქრიანი დიაბეტითა და გლუკოზის ცუდად კონტროლირებადი დონით.[22]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას