მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ახლად დადასტურებული ინფექცია

Back
1-ლი რიგის – 

დაიწყეთ ანტირეტროვირუსული თერაპია

ანტირეტროვირუსული მკურნალობა რეკომენდებულია ნებისმიერი ინფიცირებული პირისთვის, მათ შორის მწვავე ან პირველადი აივ ინფექციის მქონე პაციენტთათვის, განურჩევლად CD4 უჯრედების რაოდენობისა; ანტირეტროვირუსული მურნალობა ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს, აქვეითებს თანმხლები დაავადებების განვითარების რისკს და უზრუნველყოფს აივ-ის ტრანსმისიის პრევენციას.[71] ამ რეკომენდაციის სოლიდურობას ამყარებს Strategig Timing of AntiRetroviral Treatment (START) კვლევა, რომელთა მონაცემთა განხილვამ გამოავლინა, რომ სერიოზული დაავადებების განვითარების ან სიკვდილის რისკი 53%-ით შემცირდა ადრეული მკურნალობის ჯგუფში, გადავადებული მკურნალობის ჯგუფთან შედარებით.[111] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების რეკომენდაციით ყველა აივ-ით ინფიცირებულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია - CD4 უჯრედების რაოდენობის მიუხედავად.[45]

ანტირეტროვირუსული მკურნალობა უნდა დაიწყოს აივ-ის დიაგნოზიდან დაუყოვნებლივ (რაც შეიძლება მალე), რათა უზრუნველვყოთ მკურნალობის სათანადო ათვისება და პაციენტის კავშირი სამედიცინო დაწესებულებასთან. მკურნალობის დაწყება ასევე აუცილებელია, რათა შევამციროთ დრო, რომელიც საჭიროა ვირუსული დატვირთვის დასათრგუნად, ასევე დავაქვეითოთ ტრანსმისიის რისკი და გავაუმჯობესოთ ვიროლოგიური დათრგუნვის სიჩქარე.[71] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აივ-ის დადასტურებისა და კლინიური შეფასების შემდეგ რეომენდაციას უწევს ანტირეტროვირუსული მკურნალობის სწრაფ დაწყებას ნებისმიერ პაციენტში რაც შეიძლება მალე, თუ არ გვაქვს კლინიკური უკუჩვენება, ხოლო პაციენტი მზად არის მკურნალობის დასაწყებად.[87] ანტირეტროვირუსული თერაპიის სწრაფი ინიცირება გულისხმობს მკურნალობის დაწყებას დიაგნოზის დადგენიდან 7 დღის განმავლობაში, უპირატესად იმავე დღეს. შვიდი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მიმოხილვის თანახმად (კოქრეინის ბაზაში), რაც 18 000-ზე მეტ ზრდასრულს მოიცავდა, ანტირეტროვირუსული მკურნალობის სწრაფი დაწყება (დიაგნოზიდან 7 დღეში) უკეთეს ვირუსულ სუპრესიას იწვევს 12 თვეში, ვიდრე სტანდარტული პროტოკოლი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.[112] [ Cochrane Clinical Answers logo ] რესურსებით შეზღუდულ გარემოში შესაძლოა გართულდეს მკურნალობის სწრაფი დაწყება.

ანტირეტროვირუსული თერაპიისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი გვერდითი ეფექტები მინიმალურია არანამკურნალები აივ-ის გართულებებთან შედარებით.

Back
პლიუს – 

შეარჩიეთ ანტირეტროვირუსული თერაპიის რეჟიმი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ეფექტური მედიკამენტური კომბინაციის შერჩევა საჭიროებს გამოცდილებას, განსაკუთრებით კომპლექსურ შემთხვევებში. მკურნალობის პაციენტზე მორგება ყველაზე უკეთ შეუძლია ექიმს, რომელიც გამოცდილია აივ ინფექციის მართვაში.

უმეტეს რეგიონში, პირველი რიგის ანტირეტროვირუსული თერაპიის რეჟიმი, როგორც წესი, შედგება ორი ნუკლეოზიდის უკუნტრასკრიპციის ინჰიბიტორებისგან, რომელთან კომბინაციაში ვიყენებთ მესამე აგენტს (როგორც წესი, ინტეგრაზას ჯაჭვის გადამტანის ინჰიბიტორს ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ან არანუკლეოზიდურ უკუნტრანსკრიპციის ინჰიბიტორს ან დაბუსტულ პორტეაზას ინჰიბიტორს).[71][113][114]​ ზოგიერთი გაიდლაინი ახლა ასევე რეკომენდაციას უწევს INSTI-ს და NRTI-ს ორ წამლის რეჟიმს (მაგ., დოლუტეგრავირი პლუს ლამივუდინი), როგორც საწყისი რეჟიმი.[71] აქ განხილული რეჟიმები რეკომენდებულია აშშ ჯანდაცვის დეპარტამენტის და ჯანდაცვის მომსახურების საბჭოს გაიდლაინებში ზრდასრულების და მოზარდებისთვის ანტირეტროვირუსული თერაპიის შერჩევის შესახებ.[71] სხვა გაიდლაინებში შეიძლება რეკომენდებული იყოს განსხვავებული რეჟიმები.

განსხვავებული რეჟიმი შეიძლება იყოს რეკომენდებული აივ-ით დაავადებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს ხანგრძლივმოქმედი კაბოტეგრავირის გამოყენების ისტორია, როგორც პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (PrEP). აქედან გამომდინარე, INSTI გენოტიპური რეზისტენტობის ტესტირება რეკომენდირებულია ART-ის დაწყებამდე, წამლის შეწყვეტიდან გასული დროის მიუხედავად. INSTI-ზე დაფუძნებული სქემები არ უნდა დაიწყოთ, თუ გენოტიპური ტესტებით არ ვლინდება INSTI რეზისტენტული მუტაციები. თუ მკურნალობა დაიწყება შედეგების მიღებამდე, რეკომენდებულია შემდეგი არა-INSTI რეჟიმი გენოტიპის შედეგების მოლოდინში: რიტონავირით ან კობიცისტატით გაძლიერებული დარუნავირი პლუს ტენოფოვირი პლუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი.[71]

განიხილეთ დოლუტეგრავირზე დაფუძნებული რეჟიმის გამოყენების რისკები და სარგებელი მშობიარობის პოტენციალის მქონე პირებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულდნენ, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ბოთსვანაში მშობიარობის შედეგების ზედამხედველობის კვლევის წინასწარი მონაცემებით, გამოვლინდა ნერვული მილის დეფექტების გაზრდილი რისკი (0.9%) იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ დოლუტეგრავირს ჩასახვის დროს. თუმცა, კვლევის განახლებული შედეგების მიხედვით, ნერვული მილის დეფექტების პრევალენსი ახალშობილებში, რომლებიც ექსპოზირებულნი იყვნენ დოლუტეგრავირთან ჩასახვის დროს, არსებითად დაბალია, ვიდრე თავდაპირველი შეფასებით და უდრის 0.19%-ს, რაც ძალიან დაბალია.[71]

გაითვალისწინეთ წამლისა და წამლის ურთიერთქმედების პოტენციალი (მათ შორის, ურეცეპტოდ გაცემული და დამატებითი ან ალტერნატიული მედიკამენტები) ერთი ან მეტი წამლის ART რეჟიმის დანიშვნისას ან გადართვისას. ხშირია წამალთაშორისი ურთიერთქმედება ART რეჟიმებსა და თანმხლებ მედიკამენტებს შორის და შეიძლება გავლენა იქონიოს თერაპიულ პასუხებზე.[71]

​University of Liverpool: HIV drug interactions Opens in new window

მკურნალობის რეჟიმებისა და დოზირების თობაზე საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია. რეჟიმები და დოზები განსხვავებულია ბავშვებში, მოზარდებში, ხანდაზმულ პირებში, ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და სხვა თანხმლები დაავადებების ან ინფექციების მქონე პირებში და ასევე ორსულ/მეძუძურ ქალებში. ამ რეჟიმების განხილვა მოცემული თემის ფარგლებს სცდება.

პაციენტები მზად უნდა იყვნენ მკურნალობის წესების დასაცავად, ხოლო მათი მზაობა უნდა განაპირობოს კონსულტაციამ. ხელმისაწვდომია ფიქსირებული დოზის კომბინირებული აბები, რომლებიც აერთიანებენ 2 ან 3 კლასის წამალს 1 ტაბლეტში (ან ერთიდაიმავე კლასის 2 წამალს) და მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ მედიკამენტის სწორად მოხმარება.

ვიროლოგიური დატვირთვის დათრგუნვის შემდეგ რეჟიმის შეცვლა (წამლების კლასის შიგნით ან კლასებს შორის) შესაძლოა განვიხილოთ ზოგიერთი პაციენტისთვის, იმ პირობით, რომ ახალ რეჟიმში არ არსებობს მტკიცებულება ვირუსის წამლის მიმართ რეზისტენტობის შესახებ. ახალი რეჟიმის შერჩევამდე საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.[71]

AIDSinfo: antiretroviral agents in HIV-1-infected adults and adolescents Opens in new window

US FDA: HIV treatment information for adults Opens in new window

პირველადი პარამეტრები

INSTI-ზე დამყარებული რეჟიმები

ბიკტეგრავირი/ემტრიციტაბინი/ტენოფოვირ ალფენამიდი

ან

INSTI-ზე დამყარებული რეჟიმები

დოლუტეგრავირი

მეტი

და

აბაკავირი

და

ლამივუდინი

ან

INSTI-ზე დამყარებული რეჟიმები

დოლუტეგრავირი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

ინტეგრაზას ჯაჭვის გადამტანის ინჰიბიტორზე დაფუძნებული ორი წამლის რეჟიმი

დოლუტეგრავირი/ლამივუდინი

მეტი

მეორეული ვარიანტები

INSTI-ზე დამყარებული რეჟიმები

ელვიტეგრავირი

და

კობიცისტატი

და

ემტრიციტაბინი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

ან

INSTI-ზე დამყარებული რეჟიმები

რალტეგრავირი

მეტი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

PI-ზე დამყარებული რეჟიმი

დარუნავირი

--და--

რიტონავირი

იყოს

კობიცისტატი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

PI-ზე დამყარებული რეჟიმი

ატაზანავირი

--და--

რიტონავირი

იყოს

კობიცისტატი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

PI-ზე დამყარებული რეჟიმი

დარუნავირი

მეტი

--და--

რიტონავირი

იყოს

კობიცისტატი

--და--

აბაკავირი

--და--

ლამივუდინი

ან

NNRTI-ზე დამყარებული რეჟიმი

დორავირინი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

NNRTI-ზე დამყარებული რეჟიმი

ეფავირენცი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ლამივუდინი

იყოს

ემტრიციტაბინი

ან

NNRTI-ზე დამყარებული რეჟიმი

რილპივირინი

მეტი

--და--

ტენოფოვირ დიზოპროქსილი

იყოს

ტენოფოვირ ალაფენამიდი

მეტი

--და--

ემტრიციტაბინი

Back
პლიუს – 

დამხმარე მოვლა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

კონსულტაცია: რისკის შემცირების მიზნით აივ დადებითი ადამიანებისთვის გაწეული კონსულტაციები ეფექტურია აივ-ის ტრანსმისიის შესამცირებლად. შესაძლოა საჭირო გახდეს კონსულტაციის ერთზე მეტი სესია. მიმდინარე საკონსულტაციო სესიებისთვის საჭიროა პაციენტის რეფერალი შესაბამის მრჩეველთან/მხარდამჭერ ჯგუფებთან.[20][101]​​ ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) დაწყებამდე კონსულტაცია ფოკუსირებული უნდა იყოს პაციენტის მომზადებაზე გრძელვადიანი ART-ისთვის. ART-თან შესაბამისობა რეგულარულად უნდა შეფასდეს ყოველ კლინიკურ ვიზიტზე.[71] Cochrane-ის ერთ-ერთი მიმოხილვით დადგინდა, რომ ART-ის მხარდამჭერი ზომები (მაგ., თვითრეპორტირების ღონისძიებები, ტაბლეტების რაოდენობა, ელექტრონული მონიტორინგი, აფთიაქის ჩანაწერები) არ აღმოჩნდა ეფექტური იმ პაციენტების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც შესაძლოა არ იღებდნენ მედიკამენტებს და, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა. არც ერთი ზემოქმედების საშუალება, მსგავსი ზომების ჯგუფებშ, არ იძლეოდა საკმარისად მაღალ მგრძნობელობას, რომ გამოვლენილიყო ვირუსული არასუპრესიულობა.[102]

ოპორტუნისტული ინფექციების პროფილაქტიკა: რეკომენდებულია პირველადი პროფილაქტიკა ოპორტუნისტული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა ტუბერკულოზი, Pneumocystis jirovecii, Mycobacterium avium კომპლექსი, ტოქსოპლაზმოზი და მალარია (თუ საჭიროა).[103]​ ოპორტუნისტული ინფექციების ადრეული იდენტიფიცირება და მართვა ძალზე მნიშვნელოვანია. იხ აივ-თან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები.

სხვა ინფექციები: B ან C თანხმლები ჰეპატიტის მქონე პირების მკურნალობა უნდა განხორციელდეს უახლესი გაიდლაინების შესაბამისად.

თანხმლები დაავადებები: ასაკისა და რისკის გათვალისწინებით რეკომენდებულია ხანდაზმულთა ქრონიკული დაავადებების პირველადი პროფილაქტიკა (მაგ. რისკის შეფასება, სკრინინგი და ასაკის შესაბამისი ისეთი დაავადებების ტესტირება, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ღვიძლის პათოლოგია, დიაბეტი, კიბო და ძვლის დაავადება). ასევე უნდა შეფასდეს კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, მწეველობის სტატუსი, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.

მიკროელემენტების დამატება: არსებობს შეზღუდული მტკიცებულება მიკროელემენტების დამატების კლინიკურად მნიშვნელოვანი სარგებელის შესახებ; თუმცა, პრაქტიკოსთა უმეტესობა ამატებს მულტივიტამინებისა და მინერალების კომბინირებულ დანამატს, რომელიც შეიცავს ვიტამინებს A, B6, B12, C, D, E და ფოლატს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას და სელენს.[106][107] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​ არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ სელენის დამატებამ შეიძლება შეამციროს CD4 უჯრედების დაქვეითება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში; თუმცა, არ არსებობს რაოდენობრივი მტკიცებულება, რომ ის ამცირებდეს ვირუსულ დატვირთვას.[108]

ვაქცინაცია: რეკომენდებული აცრები მოიცავს პნევმოკოკურს (პნევმონია), მენინგოკოკს, გრიპს, B ჰეპატიტს, ადამიანის პაპილომავირუსს და ტეტანუსს/დიფტერიას/პერტუსისს.[110] ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა ასევე რეკომენდებულია ≥18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. აივ ინფექციით დაავადებულმა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს COVID-19 ვაქცინა ადგილობრივი იმუნიზაციის გრაფიკის მიხედვით, მიუხედავად მათი CD4 რაოდენობისა და ვირუსული დატვირთვისა.[103]​ დამატებითი ვაქცინენი (მაგ. A ჰეპატიტი, წითელა/ყბაყურა/წითურა, ვარიცელა, ტიფი, ყვითელი ცხელება) შეიძლება რეკომენდებული იყოს პაციენტის ასაკის, კონკრეტული დაავადების რისკის ფაქტორების და წინა ვაქცინაციის ისტორიის მიხედვით. გამოიყენეთ ადგილობრივი იმუნიზაციის კალენდარი.[110]  როგორც წესი, უკუნაჩვენებია ცოცხალი ვაქცინების გამოყენება.

მიმდინარე

მკურნალობის ვირუსოლოგიური და იმუნოლოგიური წარუმატებლობა

Back
1-ლი რიგის – 

ანტირეტროვირუსული თერაპიის გადახედვა

ვირუსოლოგიური წარუმატებლობა განისაზღვრება ვირუსული რეპლიკაციის სუპრესიის (რნმ ნაკლები 200 ასლზე/მლ-ში ) მიუღწევლობით ან შეუნარჩუნებლობით.[71]

ვირუსოლოგიური წარუმატებლობის შემთხვევაში, ისევ უნდა მოხდეს პაციენტების რეფერალი გამოცდილ კლინიცისტთან ან ინფექციონისტთან წამლის მიმართ რეზისტენტობის დასადგენი შემდეგი ტესტის ჩასატარებლად, მითითებების შესრულების შესაფასებლად და მათი მკურნალობის რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის-წამლის მიმართ რეზისტენტობის ხასიათის გათვალისწინებით.[71]

იმუნოლოგიური წარუმატებლობა გულისხმობს ვირუსოლოგიური სუპრესიის მიუხედავად CD4 უჯრედების ადეკვატური რაოდენობის მიუღწევლობასა და შეუნარჩუნებლობას.[121] ამ პაციენტების რეფერალიც უნდა მოხდეს თავიანთ ექიმ-კონსულტანტთან მიმდინარე მედიკამენტების, უმკურნალებელი თანმხლები ინფექციების და სერიოზული დაავადებების შეფასებისთვის.

INSTI-ზე დაფუძნებული პირველი რიგის რეჟიმები დაკავშირებული იყო ვირუსოლოგიური უკმარისობის დაბალ რისკთან PI-ზე დაფუძნებულ რეჟიმებთან შედარებით, ერთ კვლევაში. თუმცა, როგორც INSTI-ზე, ასევე PI-ზე დაფუძნებული რეჟიმები დაკავშირებული იყო ვირუსოლოგიური უკმარისობის უფრო მაღალ რისკთან NNRTI-ზე დაფუძნებულ რეჟიმებთან შედარებით, პოტენციურად სისტემური ცდომილებების გამო, რომლის დროსაც არადამყოლ პაციენტებში ART პირველი ხაზი შესაძლოა უფრო მეტად დაწყებულიყპ INSTI- ან PI-ზე დაფუძნებული რეჟიმებით.[122]

ანტირეტროვირუსული თერაპიის წარუმატებლობის შემთხვევაში, რთულია პაციენტის შეფასება და მართვა. მკურნალობაში გამოცდილი პაციენტების მენეჯმენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სცილდება ამ თემის ფარგლებს და უკვე ნამკურნალები პაციენტები უნდა მართოს სპეციალისტმა.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას