მიდგომა

COVID-19 პანდემიის ფონზე თანმხლები დაავადებების დიაგნოსტირების და მართვის თაობაზე განახლებული ინფორმაცია იხილეთ ჩვენს მოდულში: "თანმხლები დაავადებების მართვა COVID-19-თან კონტექსტში".

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლად დიაგნოსტირებული პაციენტისთვის არის სწორი კონსულტაციები და რჩევები. შემდეგ საჭიროა დაავადების სტადიის განსაზღვრა და შესაბამისი კლინკური მართვა სტადიისა და თანხვედრი ავადმყოფობის გათვალისწინებით. ყველა იმ პირს, რომელსაც აღენიშნება ტესტით აღმოჩენადი რაოდენობის აივ-ის რნმ, უნდა შევთავაზოთ ძლიერი კომბინაციური ანტირეტროვირუსული თერაპია, განურჩევლად იმისა, თუ რა რაოდენობის CD4 უჯრედები ჰქონდა მას თავდაპირველ კონსულტაციაზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტთან განვიხილოთ ოპორტუნისტული ინფექციების იმუნიზაციისა და პროფილაქტიკის საკითხი.

გაიდლაინების თანახმად, მედიკამენტის ეფექტურობისა და სიცოცხლის ხარისხის ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია, რომ ჯანდაცვის პირველ რგოლში აივ-ის მკურნალობა უნდა ხორციელდებოდეს ექიმის მიერ, რომელსაც აქვს აივ-თან მუშაობის გამოცდილება და სათანადოდაა გადამზადებული. სასურველია იგი მონაწილეობდეს ცნობიერების ამაღლების მიმდინარე პროგრამაში. თუ პირველი რიგის ექიმს არ აქვს ანტირეტროვირუსული თერაპიის მიმღები პაციენტის მართვის სათანადო გამოცდილება, უმჯობესია ამ პაციენტის რეფერალი აივ-ის მართვაში გამოცდილ ექიმ-ინფექციონისტთან.

ორსული ქალების მკურნალობა, ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა, აივ-თან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები, დერმატოლოგიური დაავადებები და ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები ამ თემის ფარგლებს ცდება და განხილულია ცალკეულ თემებში. იხილეთ აივ-ის მიმოხილვა.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების პოპულაციის (მაგ. ბავშვები, მოზარდები, ხანდაზმული ადამიანები, ტრანსგენდერები; აივ-2 ინფექციით დაავადებული პაციენტები, ნივთიერებების მოხმარების დარღვევები) და ნამკურნალები პაციენტების მართვა სცილდება ამ თემის ფარგლებს. სხვა მოდულების სანახავად იხილეთ აივ მიმოხილვა.

პირველადი დახმარება და კონსულტაცია

კონსულტაციები ცხოვრების წესის, კვების საჭიროებების და კვებითი დანამატების შეასხებ რეკომენდებულია თითოეული პაციენტისთვის. [ Cochrane Clinical Answers logo ]

ინტერვენციების პაკეტი, რომელიც მოიცავს სკრინინგს (მაგ., ტუბერკულოზის [ტუბერკულოზის] და კრიპტოკოკური ანტიგენისთვის), ძირითადი ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა და/ან პროფილაქტიკა (მაგ., ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლის პროფილაქტიკა, ტუბერკულოზის პროფილაქტიკური მკურნალობა და ფლუკონაზოლის პროფილაქტიკა), ​ სწრაფი ART დაწყება, და გაძლიერებული მხარდამჭრტი ინტერვენციები (ანუ მორგებული კონსულტაცია პაკეტის ოპტიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, სახლის ვიზიტების ჩათვლით, თუ ეს შესაძლებელია) უნდა შესთავაზოთ ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება შორსწასული დაავადება.[87] [ Cochrane Clinical Answers logo ]

კონსულტაცია:

  • რისკის შემცირების მიზნით აივ დადებითი ადამიანებისთვის გაწეული კონსულტაციები ეფექტურია აივ-ის ტრანსმისიის შესამცირებლად. კონსულტაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე ან პირველადი აივი ინფექციების დროს, როდესაც აივ-ის დონე პლაზმაში მაღალია და, შესაბამისად, პაციენტი ძალზე გადამდებია. მაღალი რისკის სქესობრივი ქცევის შესაცვლელად შესაძლოა კონსულტაციის ერთზე მეტი სესია გახდეს საჭირო. რეგულარული საკონსულტაციო სესიებისთვის საჭიროა პაციენტის რეფერალი შესაბამის მრჩეველთან/მხარდამჭერ ჯგუფებთან.[20][101]

  •  ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ფსიქოლოგის კონსულტაცია, რათა პაციენტი შეეგუოს ხანგრძლივი მკურნალობის იდეას. ART-თან შესაბამისობა რეგულარულად უნდა შეფასდეს ყოველ კლინიკურ ვიზიტზე.[71]

    • Cochrane-ის ერთ-ერთი მიმოხილვით დადგინდა, რომ ART-ის მხარდამჭერი ზომები (მაგ., თვითრეპორტირების ღონისძიებები, ტაბლეტების რაოდენობა, ელექტრონული მონიტორინგი, აფთიაქის ჩანაწერები) არ აღმოჩნდა ეფექტური იმ პაციენტების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც შესაძლოა არ იღებდნენ მედიკამენტებს და, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა. არც ერთი ზემოქმედების საშუალება, მსგავსი ზომების ჯგუფებშ, არ იძლეოდა საკმარისად მაღალ მგრძნობელობას, რომ გამოვლენილიყო ვირუსული არასუპრესიულობა.[102]

თანხმლები და ოპორტუნისტული ინფექციების პრევენცია და მკურნალობა:

  • თანმდევი და ოპორტუნისტული ინფექციები ხშირია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.

  • რეკომენდებულია პირველადი პროფილაქტიკა ოპორტუნისტული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა ტუბერკულოზი, Pneumocystis jirovecii, Mycobacterium avium კომპლექსი, ტოქსოპლაზმოზი და მალარია (თუ საჭიროა).[103]

  • მალნუტრიცია ხშირია აივ დაავადების დროს, განსაკუთრებით რესურსებით ღარიბ მიდამოებში. ციკლური ოპორტუნისტული ინფექცია, რომელიც იწვევს წონაში კლებასა და მადის დაკარგვას, ფარარათთან და მალაბსორბციასტან ერთად, ხელს უწყობს მალნურიციას. დაავადების სამართავად, მნიშვნელოვანია ადეკვატური დაბალანსებული საკვების რესურსი და ოპორტუნისტული ინფექციების დროული იდენტიფიცირება და მართვა.[104][105]

  • თუ პაციენტს აღენიშნება თანხმლები B ჰეპატიტი, უნდა შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა ანტირეტროვირუსული თერაპიის ფარგლებში. ერთდროულად C ჰეპატიტით და აივ-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი საჭიროებს უახლესი გაიდლაინების მიხედვით მკურნალობას.

  • იხ აივ-თან დაკავშირებული ოპორტუნისტული ინფექციები.

თანხმლები დაავადებების პრევენცია:

  • რეკომენდებულია ქრონიკული ასაკობრივი დაავადებების რუტინული პირველადი პრევენცია, ასაკისა და რისკების გათვალისწინებით. მოიცავს რისკის შეფასებას, სკრინინგს და ტესტირებას ასაკის შესაბამის დაავადებებზე, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ღვიძლის დაავადება, დიაბეტი, კიბო და ძვლის დაავადება. ასევე უნდა შეფასდეს კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, მწეველობის სტატუსი, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.

მიკრონუტრიენტების დანამატები:

  • მწირი რაოდენობის მონაცემები მოიპოვება საკვები მიკროელემენტების მდგრად, კლინიკურად მნიშვნელოვან სარგებლობაზე; თუმცა ექიმთა უმრავლესობა იყენებს მულტივიტამინებისა და მინერალების კომბინაციას A, B6, B12, C, D, E ვიტამინების, ფოლის მჟავის, კალციუმის, მაგნიუმის რკინის, თუთიის და სელენის შემცველობით.[106][107] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ სელენიუმის დამატებამ შეიძლება შეანელოს CD4 უჯრედების დაქვეითება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში; თუმცა, არ არსებობს რაოდენობრივი მტკიცებულება, რომ ის ამცირებს ვირუსულ დატვირთვას.[108]

  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დანამატების სარგებლობის შესახებ მონაცემები საკამათოა, მაგრამ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მათ შეუძლიათ შეამცირონ შრატის ანთებითი მარკერები (მაგ., C-რეაქტიული ცილა).[109]

ვაქცინაცია:

  • აივ ინფექციის ან ანტირეტროვირუსული თერაპიის ფონზე იმუნური სისტემის გაუმჯობესების შემდეგ პაციენტს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს რაც შეიძლება მალე, რადგან იმუნიტეტის სუპრესიასთან ერთად იმუნური პასუხი მცირდება.

  • რეკომენდებული ვაქცინებია პნევმოკოკური (პნევმონია), მენინგოკოკური, გრიპის, B ჰეპატიტის, ადამიანის პაპილომავირუსის და ტეტანუსი/დიფტერია/ყივანახველას ვაქცინები (ტეტანუსი/დიფტერიას ბუსტერი დოზა უნდა ჩატარდეს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ).[110] ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა ასევე რეკომენდებულია ≥18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. აივ ინფექციით დაავადებულმა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს COVID-19 ვაქცინა ადგილობრივი იმუნიზაციის გრაფიკის მიხედვით, მიუხედავად მათი CD4 რაოდენობისა და ვირუსული დატვირთვისა.[103] დამატებითი ვაქცინაციები შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პაციენტის ზოგიერთი ფაქტორის გათვალისწინებით, როგორებიცაა ასაკი, სპეციფიკური დაავადების რისკფაქტორები და იმუნიზაციის ანამნეზი. გამოიყენეთ ადგილობრივი იმუნიზაციის კალენდარი.[110]

  • სხვა ვაქცინები შესაძლოა რეკომენდებული იყოს მოგზაურებში, რაც დამოკიდებულია კონკრეტული დაავადების შეძენის რისკზე მოგზაურობის არეალში (მაგ. იაპონური B ენცეფალიტი, ინაქტივირებული ტიფი, ყვითელი ცხელება, ინაქტივირებული პოლიო).

  • როგორც წესი, უკუნაჩვენებია ცოცხალი ვაქცინები, განსაკუთრებით თუ პაციენტი იმუნოკომპრომისულია. წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ) ვაქცინა, ჩუტყვავილას ვაქცინა და ჰერპეს ზოსტერის ცოცხალი ვაქცინები უკუნაჩვენებია ყველა პაციენტში, რომელსაც CD4 უჯრედების რაოდენობა აქვს <200 უჯრედი/მიკროლიტრზე. სხვა უკუნაჩვენები ვაქცინებია: Bacillus Calmette-Guérin (BCG), პერორალური პოლიოს ვაქცინა, ტიფოიდური და ყვითელი ცხელების ვაქცინები.

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება

ანტირეტროვირუსული მკურნალობა რეკომენდებულია ნებისმიერი ინფიცირებული პირისთვის, მათ შორის მწვავე ან პირველადი აივ ინფექციის მქონე პაციენტთათვის, განურჩევლად CD4 უჯრედების რაოდენობისა; ანტირეტროვირუსული მურნალობა ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს, აქვეითებს თანმხლები დაავადებების განვითარების რისკს და უზრუნველყოფს აივ-ის ტრანსმისიის პრევენციას.[71]

  •  ამ რეკომენდაციის სოლიდურობას ამყარებს Strategig Timing of AntiRetroviral Treatment (START) კვლევა, რომელი მონაცემების განხილვითაც გაოვლინდა, რომ მნიშნელოვანი დაავადებების განვითარების ან სიკვდილის რისკი 53%-ით შემცირდა ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობის ჯგუფში, გადავადებულად დაწყებული მკურნალობის ჯგუფთან შედარებით.[111]

  •  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების რეკომენდაციით ყველა აივ-ით ინფიცირებულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია - CD4 უჯრედების რაოდენობის მიუხედავად.[45]

ანტირეტროვირუსული მკურნალობა უნდა დაიწყოს აივ-ის დიაგნოზიდან დაუყოვნებლივ (რაც შეიძლება მალე), მათ შორის მწვავე ან ბოლოდროინდელი ინფექციის შემთხვევაში, რათა უზრუნველვყოთ მკურნალობის სათანადო ათვისება და პაციენტის კავშირი სამედიცინო დაწესებულებასთან. მკურნალობის დაწყება ასევე აუცილებელია, რათა შევამციროთ დრო, რომელიც საჭიროა ვირუსული დატვირთვის დასათრგუნად, ასევე დავაქვეითოთ ტრანსმისიის რისკი და გავაუმჯობესოთ ვიროლოგიური დათრგუნვის სიჩქარე.[71]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, აივ-ის დიაგნოზის დადასტურებისა და კლინიკური შეფასების შემდგომ სწრაფი ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ე.ი. დიაგნოზიდან 7 დღის ფარგლებში, საუკეთესო შემთხვევაში იმავე დღეს, თუ პაციენტი მზად არის მკურნალობის დასაწყებად და უკუჩვენება არ გვაქვს) უნდა შევთავაზოთ ნებისმიერ პაციენტს.[87]

  • შვიდი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მიმოხილვის თანახმად (კოქრეინის ბაზაში), რაც 18 000-ზე მეტ ზრდასრულს მოიცავდა, ანტირეტროვირუსული მკურნალობის სწრაფი დაწყება (დიაგნოზიდან 7 დღეში) უკეთეს ვირუსულ სუპრესიას იწვევს 12 თვეში, ვიდრე სტანდარტული პროტოკოლი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.[112] [ Cochrane Clinical Answers logo ]

  • რესურსებით შეზღუდულ გარემოში შესაძლოა გართულდეს მკურნალობის სწრაფი დაწყება.

ანტირეტროვირუსული თერაპიისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი გვერდითი ეფექტები მინიმალურია არანამკურნალები აივ-ის გართულებებთან შედარებით. [ Cochrane Clinical Answers logo ]

ანტირეტროვირუსული თერაპიის არჩევანი

ეფექტური მედიკამენტური კომბინაციის შერჩევა საჭიროებს გამოცდილებას, განსაკუთრებით კომპლექსურ შემთხვევებში. პროვაიდრებმა უნდა იცოდნენ, თუ რამდენად სწორად ასრულებენ პაციენტები ექიმის მითითებებს, აგრეთვე კარგად უნდა მართონ ანტირეტროვირუსული თერაპიის გვერდითი ეფექტები, უნდა გაითვალისწინონ აივ და არა-აივ მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობა. მათ უნდა შეძლონ მედიკამენტებისა და მართვის მეთოდის შეცვლა კლინიკური სარგებელის შესანარჩუნებლად.

ამჟამად გამოიყენება ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შემდეგი კლასები:

  • უკუტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდური ინჰიბიტორები (NRTIs)

  • უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორები (NNRTIs)

  • პროტეაზას ინჰიბიტორები

  • ინტეგრაზას ჯაჭვური გადაცემის ინჰიბიტორები (INSTI)

  • ფარმაკოკიტენიკური გამაძლიერებელი აგენტები და აქტივატორები: აუმჯობესებს ზოგიერთი ანტირეტროვისურული მედიკამენტის მოქმედებას და ზრდის მათს ეფექტურობას, რაც განაპირობებს ანტირეტროვირუსული მედიკამენტის ნაკლები დოზის საჭიროებას.

ნუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები, არანუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორები და პროტეაზას ინჰიბიტორები ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტირეტროვირუსული მედიკამენტებია. წამლების მხოლოდ ეს კლასია ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში, მაგ. აფრიკის სამხრეთ ნაწილში. ინტეგრაზას ჯაჭვის გადატანის ინჰიბიტორები ზოგიერთ ქვეყანაში მიჩნეულია პირველი რიგის თერაპიად, თუმცა ეს პრეპარატები, როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

უმეტეს რეგიონებში, პირველი რიგის ART რეჟიმი, როგორც წესი, შედგება ორი NRTI-ისგან მესამე აგენტთან ერთად (ჩვეულებრივ, INSTI, თუ ეს შესაძლებელია, ან NNRTI ან გაძლიერებული PI); თუმცა, გაიდლაინები და პროტოკოლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის. ამჟამად ხელმისაწვდრომი მედიკამენტებით ოთხმაგი კომბინირებული თერაპია სამმაგ თერაპიაზე მეტად ეფექტური არ არის.[113][114]

  • უმჯობესია პაციენტების გადამისამართება ადგილობრივ, ინფექციური დაავადებების კონსულტანტებთან ან აივ-ის სპეციალისტებთან-დაავადების შემდგომი მართვისთვის.

  • მოცემულია ეფექტური ვარიანტები საწყისი თერაპიისთვის, კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის რეჟიმის შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი ფაქტორების: ვიროლოგიური ეფექტურობა, ტოქსიურობა, ტაბლეტების რაოდენობა, დოზირების სიხშირე, წამალთშორისი ურთიერთქმედების პოტენციალი, რეზისტენტობის ტესტის შედეგები, თანმხლები დაავადებები და ღირებულება, გათვალისწინებით.[71]

აივ ინფექციის მქონე პირების უმრავლესობისთვის რეკომენდებული საწყისი მკურნალობის რეჟიმებია (ამ რეჟიმებმა გამოავლინეს გამძლე ვიროლოგიური ეფექტურობა, კარგი ამტანობა/ტოქსიკურობის პროფილები და გამოყენებიის სიიოლე):[71]

  • INSTI-ზე დამყარებული რეჟიმი:

    • ბიქტეგრავირი პლიუს ტენოფოვირ ალაფენამიდი პლიუს ემტრიციტაბინი

    • დოლუტეგრავირი პლიუს აბაკავირი პლიუს ლამივუდინი (მხოლოდ ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი-B*5701 უარყოფით პაციენტებში)

    • დოლუტეგრავირი + ტენოფოვირი + ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი.

აივ ინფიცირებულ პირებთან, რომლებიც ხანგრძლივმოქმედ კაბოტეგრავირს მოიხმარენ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკისთვის (PrEP), შეიძლება საჭირო გახდეს განსხვავებული რეჟიმი.[71]

  • ხანგრძლივ მოქმედების კაბოტეგრავირს აქვს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმში წამალი შეიძლება შენარჩუნდეს სუბოპტიმალურ დონეზე 4 წლამდე, რაც შეიძლება შერჩეული იყოს INSTI-რეზისტენტული ვირუსისთვის.

  • INSTI-ის რეზისტენტობა შეიძლება გამოვლინდეს მათთან, ვინც ინფიცირდება ხანგრძლივი მოქმედების კაბოტეგრავირის გამოყენების დროს (და შესაძლოა მის შემდეგ). აქედან გამომდინარე, INSTI გენოტიპური რეზისტენტობის ტესტირება რეკომენდირებულია ART-ის დაწყებამდე, წამლის შეწყვეტიდან გასული დროის მიუხედავად.

  • INSTI-ზე დაფუძნებული სქემები არ უნდა დაიწყოთ, თუ გენოტიპური ტესტებით არ ვლინდება INSTI რეზისტენტული მუტაციები.

  • თუ მკურნალობა დაიწყება შედეგების მიღებამდე, შემდეგი არა-INSTI რეჟიმი რეკომენდებულია გენოტიპის შედეგების მოლოდინში:

    • რიტონავირი ან კობისციტატით გაძლიერებული დარუნავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი.

  • თუ დაწყებულია INSTI-ზე დაფუძნებული რეჟიმი და ვირუსის სუპრესია არ არის მიღწეული 8-დან 12 კვირამდე, გენოტიპური რეზისტენტობის ტესტირება (მათ შორის INSTI-ებისთვის) უნდა განმეორდეს.

ამჟმად, გაიდლაინების მიხედვით ასევე რეომენდებულია ორი პრეპარატის, დოლუტეგრავირისა და ლამივუდინის კომბინაციური მურნალობა (ინტეგრაზას ჯაჭვის გადამტანის ინჰიბიტორი პლიუს ნუკლეოზიდური უკუტრანსკრიპციის ინჰიბიტორი) თვდაპირველი რეჟიმის სახით აივ ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობაში, გარდა იმ პირებისა, რომელთაც მკურნალობამდე აღენიშნებოდათ აივ რნმ >500,000 ერთ/მლ ან B ჰეპატიტის მწვავე კოინფექცია. ალტერნატიულ საწყის რეჟიმს ვიყენებთ იმ პაციენტებშიც, რომელთაც აივ გენოტიპის ტესიტებამდე ან B ჰეპატიტის სტატუსის გარკვევამდე სურთ მკურნალობის დაწყება.[71]

  • ეს რეკომენდაცია ემყარება ორი ფართომასშტაბიანი, რანდომიზებული კვლევის მონაცემებს, რომელთა მიხედვით დოლუტეგრავირი და ლამივუდინი არ ჩამოუვარდებოდა დოლუტეგრავირი პლიუს ტენოფოვირი პლიოუს ემტრიციტაბინის კომბინაციას.[115] მტკიცებულებები მხარს უჭერს ანტიკოაგულანტების დაბალი დოზების გამოყენებას.[116]

  • აშშ-სა და ევროპაში დოლუტეგრავირი/ლამივუდინის კომბინაციური ფორმულაცია დამტკიცებულია აივ-1-ის ინფექციის მკურნალობის სრულ რეჟიმად ზრდასრულებში, რომელთაც სხვა ტიპის ანტირეტროვირუსული მკურნალობის ანამნეზი არ აღენიშნებათ.

  • BMJ practice article: two-drug antiretroviral regimens for HIV Opens in new window

რეკომენდებულია საწყისი რეჟიმები გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში (ამ რეჟიმების ამტანობა ნორმალურია, თუმცა, ზოგიერთ მათგანს, ზემოთ ხსენებულ პირველი რიგის რეჟიმებთან შედარებით გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები ან მათ შესახებ მტკიცებულებები მწირია):[71]

  • INSTI-ზე დამყარებული რეჟიმი:

    • ელვიტეგრავირი პლიუს კობიცისტატი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ემტრიციტაბინი

    • რალტეგრავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი.

  • PI-ზე დამყარებული რეჟიმები:

    • რიტონავირი ან კობისციტატით გაძლიერებული დარუნავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი

    • რიტონავირი ან კობისციტატით გაძლიერებული ატაზანავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი

    • რიტონავირი ან კობიცისტატით გაძლიერებული დარუნავირი პლიუს აბაკავირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი (მხოლოდ HLA-B*7501 უარყოფით პაციენტებში).

  • NNRTI-ზე დამყარებული რეჟიმები:

    • დორავირინი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი

    • ეფავირენზი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი

    • რილვიპირინი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი (მხოლოდ პაციენტებში, რომელთა აივ რნმ არის <100,000 ნაწილაკი/მლ, ხოლო CD4 უჯრედების რაოდენობა >200 უჯრედი/მიკროლიტრი).

თუ ART დაწყებულია წამლის რეზისტენტობის ტესტირებამდე და HLA B*5701 ტესტის შედეგების მიღებამდე, რეკომენდებულია ერთ-ერთი შემდეგი რეჟიმი იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ანამნეზში არ აღენიშნებათ ხანგრძლივი მოქმედების კაბოტეგრავირის, როგორც PrEP გამოყენება:[71]

  • ბიქტეგრავირი პლიუს ტენოფოვირ ალაფენამიდი პლიუს ემტრიციტაბინი

  • დოლუტეგრავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი

  • რიტონავირი ან კობისციტატით გაძლიერებული დარუნავირი პლიუს ტენოფოვირი პლიუს ლამივუდინი ან ემტრიციტაბინი.

შეიძლება განიხილებოდეს სხვა ორწამლიანი რეჟიმები, როდესაც აბაკავირის ან ტენოფოვირის გამოყენება შეუძლებელია ან მიიჩნევა სუბოპტიმალურად იმ პირებთან, რომელთაც არ გამოუყენებიათ ხანგრძლივმოქმედი კაბოტეგრავირი, როგორც PrEP:[71]

  • რიტონავირით გაძლიერებული დარუნავირი პლიუს რალტეგრავირი (მხოლოდ პაციენტებში, რომელთა აივ რნმ არის <100,000 ნაწილაკი/მლ, ხოლო CD4 უჯრედების რაოდენობა >200 უჯრედი/მიკროლიტრი).

  • რიტონავირი გაძლიერებული დარუნავირი პლიუს ლამივუდინი.

სხვადასხვა კლინიკურ სცენარში შესაძლებელია განსხვავებული რეჟიმების გამოყენება (მაგ. თანაინფექცია B, C ჰეპატიტებით, ტუბერკულოზით); თუმცა, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია. აღნიშნული რეჟიმები რეკომენდებულია აშშ ჯანდაცვის დეპარტამენტის და ჯანდაცვის მომსახურების საბჭოს გაიდლაინებში ზრდასრულების და მოზარდებისთვის ანტირეტროვირუსული თერაპიის შერჩევის შესახებ.

  • სხვა გაიდლაინებში შეიძლება შეგხვდეთ განსხვავებული რეჟიმები; თუმცა, უმეტესობა თანხმდება, რომ მეორე თაობის ინტეგრაზას ჯაჭვის ტრანსფერის ინჰიბიტორები (INSTIs), ბიქტეგრავირი და დოლუტეგრავირი, ყველაზე კარგი არჩევანია და პირველი რიგის უნდა იყოს როცა ხელმისაწვდომია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს დოლუტეგრავირის გამოყენებას პირველი რიგის ვარიანტად. ალტერნატივას წარმოადგენს ეფავირენცზე დაფუძნებული რეჟიმები.[117]

ხელმისაწვდომია ფიქსირებულ დოზიანი კომბინირებული აბები, რომლებიც რამდენიმე მედიკამენტს აერთიანებენ 1 ტაბლეტში და წამლის მიღებას პაციენტისთვის უფრო კომფორტულს ხდიან.

  • ტენოფოვირი ხელმისაწვდომია, როგორც ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი ან წამლის პერორალური წინა ფორმა ტენოფოვირ ალაფენამიდი. ტენოფოვირ ალაფენამიდი ხელმისაწვდომია მხოლოდ სხვა ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებთან ფიქსირებული დოზის კომბინირებული ფორმით. წამლის წინა ფორმა ნაკლებად იწვევს თირკმლის ტოქსიკურობას და უფრო მსუბუქ გავლენას ახდენს ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე, ხოლო ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი კი დაკავშირებულია ლიპიდების შემცველობის დაქვეითბასთან.[71][118][119]

განიხილეთ დოლუტეგრავირზე დაფუძნებული რეჟიმის გამოყენების რისკები და სარგებელი მშობიარობის პოტენციალის მქონე პირებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულდნენ, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.[71]

  • ბოთსვანაში მშობიარობის შედეგების ზედამხედველობის კვლევის წინასწარი მონაცემებით, გამოვლინდა ნერვული მილის დეფექტების გაზრდილი რისკი (0.9%) იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ დოლუტეგრავირს ჩასახვის დროს. თუმცა, კვლევის განახლებული შედეგების მიხედვით, ნერვული მილის დეფექტების პრევალენსი ახალშობილებში, რომლებიც ექსპოზირებულნი იყვნენ დოლუტეგრავირთან ჩასახვის დროს, არსებითად დაბალია, ვიდრე თავდაპირველი შეფასებით და უდრის 0.19%-ს, რაც ძალიან დაბალია.

ანტირეტროვირუსული თერაპიის ეფექტურობისა და ოპტიმიზაციისთვის უნდა მოხდეს აივ რნმ-ის (ვირუსული დატვირთვა), CD4 უჯრედების რაოდენობის, ექიმის მითითებების დაცვის და გვერდითი ეფექტების მონიტორინგი. იხ. მონიტორინგი.

  • თუ პაციენტს მკურნალობამდე აღენიშნა რეზისტენტობა NNRTI კლასზე, ან რეზისტენტობის რისკი მაღალია, რადგან მანამდე პაციენტს ჰქონია ექსპოზიცია ამ მედიკამენტებზე, რეკომენდებულია ისეთი რეჟიმის გამოყენება, რომელიც NNRTI პრეპარატებს არ შეიცავს. რადგან ინდივიდუალურ დონეზე ტესტირება ხელმისაწვდომი არ არის დაბალი და საშუალო შემოსავლის უმეტეს ქვეყნებში, შეიძლება გამოიყენონ სხვა ქვეყნის მონაცემები.[120]

ვირუსოლოგიური სუპრესიის მიღწევის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ რეჟიმის შეცვლა (ნარკოტიკების კლასში ან მათ შორის) ან ART-ის ოპტიმიზაცია, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მტკიცებულება წამლების მიმართ ვირუსული რეზისტენტობის შესახებ ახალ სქემაში.[71]

  • რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია, მაგალითად, მისი გამარტივების მიზნით, ამტანობის პრობლემის გამო, ტოქსიკურობის შესამცირებლად, წამალთშორისი ურთიერთქმედებისა და ხარჯების გათვალისწინებით. მთავარი მიზანია ვირუსული სუპრესიის მიღწევა სამომავლო სამკურნალო მეთოდების რისკქვეშ დაყენების გარეშე.

  • პაციენტის ანტირეტროვირუსული მკურნალობის ანამნეზი ექიმმა უნდა მიმოიხილოს, რათა იცოდეს რა მკურნალობა იყო გამოყენებული და რის მიმართ ელოდეს რეზისტენტობას ახალი რეჟიმის დაწყებისას.

  • როგორც წესი, რეკომენდებულია სამპრეპარატიანი რეჟიმი; თუმცა, ახალი მტკიცებულებების თანახმად, ორპრეპარატიანი რეჟიმი შეიძლება საკმარისი იყოს ვიროლოგიური სუპრესიის მისაღწევად. აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ დაამტკიცა დოლუტეგრავირი/რილპივირინი ზრდასრულებში აივ-1 ინფექციის სამკურნალოდ, თუ ვირუსი სუპრესირებულია სტაბილურად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ანამნეზში არ არის წარუმატებელი მკურნალობა და არ ფიქსირდება რეზისტენტობა რეჟიმის ინდივიდუალური კომპონენტების მიმართ. არ არის რეკომენდებული მონოთერაპია.

  • ახალი რეჟიმის შერჩევამდე საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.

პირველი რიგის რეჟიმის წარუმატებლობა

ვირუსოლოგიური წარუმატებლობა განისაზღვრება ვირუსული რეპლიკაციის სუპრესიის (რნმ ნაკლები 200 ასლზე/მლ-ში ) მიუღწევლობით ან შეუნარჩუნებლობით.[71] ვირუსოლოგიური წარუმატებლობის შემთხვევაში, კვლავ უნდა მოხდეს პაციენტების რეფერალი გამოცდილ კლინიცისტთან ან ინფექციონისტთან წამლის მიმართ რეზისტენტობის დასადგენი შემდეგი ტესტის ჩასატარებლად, მითითებების შესრულების შესაფასებლად და მათი მკურნალობის რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის-წამლის მიმართ რეზისტენტობის ხასიათის გათვალისწინებით.[71]

იმუნოლოგიური წარუმატებლობა გულისხმობს ვირუსოლოგიური სუპრესიის მიუხედავად CD4 უჯრედების ადეკვატური რაოდენობის მიუღწევლობასა და შეუნარჩუნებლობას.[121] ამ პაციენტების რეფერალიც უნდა მოხდეს თავიანთ ექიმ-კონსულტანტთან მიმდინარე მედიკამენტების, უმკურნალებელი თანმხლები ინფექციების და სერიოზული დაავადებების შეფასებისთვის.

INSTI-ზე დაფუძნებული პირველი რიგის რეჟიმები დაკავშირებული იყო ვირუსოლოგიური უკმარისობის დაბალ რისკთან PI-ზე დაფუძნებულ რეჟიმებთან შედარებით, ერთ კვლევაში. თუმცა, როგორც INSTI-ზე, ასევე PI-ზე დაფუძნებული რეჟიმები დაკავშირებული იყო ვირუსოლოგიური უკმარისობის უფრო მაღალ რისკთან NNRTI-ზე დაფუძნებულ რეჟიმებთან შედარებით, პოტენციურად სისტემური ცდომილებების გამო, რომლის დროსაც არადამყოლ პაციენტებში ART პირველი ხაზი შესაძლოა უფრო მეტად დაწყებულიყპ INSTI- ან PI-ზე დაფუძნებული რეჟიმებით.[122]

მნიშვნელოვანია იმის გადამოწმება და შეფასება თუ რამდენად იცავს პაციენტი ექიმის მითითებებს. აღნიშნული გულისხმობს მხარდამჭერი სტრუქტურების ჩართულობას, როგორიცაა მკურნალობის პარტნიორები და მხარდამჭერი ჯგუფები. მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირება მითითებების დაცვისა და მედიკამენტის სწორი და დროული დოზირების მნიშვნელობის შესახებ თითოეულ ვიზიტზე. ტოქსიურობის შემთვხვევებში, ერთი წამალი შეიძლება ჩანაცვლდეს მეორე უფრო ნაკლებ ტოქსიური ვარიანტით, მთელი რეჟიმის შეცვლის გარეშე.

ანტირეტროვირუსული თერაპიის წარუმატებლობის შემთხვევაში, რთულია პაციენტის შეფასება და მართვა. შეიძლება განიხილებოდეს ახალი მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატები, რომლებიც პაციენტს ადრე არ მიუღია (მაგ., იბალიზუმაბი, ფოსტემსავირი, ლენაკაპავირი, ენფუვირტიდი, მარავიროკი).[71]იხილეთ ნაწილი საწყისი მკურნალობა. უკვე ნამკურნალები პაციენტების მენეჯმენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სცილდება ამ თემის ფარგლებს და უკვე ნამკურნალები პაციენტები უნდა მართოს სპეციალისტმა.

შიდსის არა-განმსაზღვრელი თანმხლები დაავადებები

ეპიდემიის პროგრესირებასთან ერთად უფრო მეტად ვლინდება აივ დაავადებასთან დაკავშირებული სხვა თანხმლები დაავადებები (არა შიდსი). ასეთებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის დაავადებები, კიბო, ძვლის და მეტაბოლური პათოლოგიები.[123][124][125]

აივ-ით ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი, როგორც ანტირეტროვირუსული თერაპიის ჩატარებამდე ასევე მის შედმეგ. ასევე გაზრდილი აქვთ თირკმლის დაავადებების რისკი (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებს და მათ, ვისაც ბოლო სტადიების ინფექცია აღენიშნება). ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს თირკმლის დაავადებების პროგრესირების რისკს. აივ-უარყოფით ადამიანებთან შედარებით, აივ-დადებით პირებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. D ვიტამინის დონე ხშრად დაბალია აივ-დადებით ინდივიდებში. ზოგმა ანტირეტროვირუსულმა მედიკამენტმა (მაგალითად ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი) შეიძლება გააუარესოს თირკმლისა და ძვლის ჯანმრთელობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას