პროგნოზი

აივ-ით ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობას უნარი აქვს მრავალი წლის განმავლობაში არეგულიროს ვირუსული რეპლიკაცია ეფექტური იმუნური პასუხის მეშვეობით; თუმცა, პოტენციური კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის თანამედროვე ერაში, რეკომენდებულია, რომ აივ-ით ინფიცირებულ ყველა პაციენტს ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია და არ წარმოებდეს იმ პაციენტების სისხლის სერიული მონიტორინგი და კლინიკური შეფასება, რომლებიც აღარ იტარებენ თერაპიას. ანტირეტროვირუსული თერაპიის გარეშე მდრგადად მცირდება CD4 უჯრედები და იმუნიტეტის ნადგურება ნელა, რაც იწვევს კონსტიტუციური სიმპტომების ეტაპობრივ გამოვლენას, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება ოპორტუნისტული ინფექციებისა და ავთვისებიანი დაავადებების განვითარება. პაციენტები, როგორც წესი, თანმიმდევრულად გადადიან სტადიიდან სტაზიაე, თუმცა, არაერთ შემთხვევაში, ისინი ისე გადადიან სტადიაზე, რომ ტოვებენ სტადიათა შორის კლინიკურ ეტაპს. პაციენტები წინა სტადიას არ უბრუნდებიან, მკურნალობის შემთხვევაშიც კი. აივ დაავადებული იმ პირების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც იღებენ ART-ს, არსებითად გაიზარდა ბოლო 25 წლის განმავლობაში.[139]

ვირუსოლოგიური სუპრესია

ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს აივ-ის რეპლიკაციას ლაბორატორიულად არა-გამოვლინებად დონემდე. რაც განაპირობებს შორს წასული იმუნური დეფიციტის აღდგენას ნამკურნალევი პაციენტების დიდ უმეტესობაში და მკურნალობამდე პროგრესირებადი და ერთგვაროვნად ფატალური სინდრომის ფონზე ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას. ანტირეტროვირუსულ თერაპიას შეუძლია ასევე აივ ტრანსმისიის შემცირება და ინფექციის პრევენცია სისხლთან ან სქესობრივი გზით ექსპოზიციის შემდეგ (ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა) მანამ სანამ შესაბამისი ანტირეტროვირუსული თერაპია გაგრძელდება უშეცდომოდ, დანიშნულების მიხედვით, ვირუსი იქნება სუპრესირებული. ექიმის მითითებების ცუდად შესრულება არის რეჟიმის წარუმატებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი, წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების გამო, რაც იწვევს იმუნურ უჯრედში ვირუსის რეპლიკაციას და იმუნური სისტემის მუდმივ დაზიანებას. ასეთი გარემოების დროს, უნდა გამოინახოს ახალი, არა-რეზისტენტული აგენტებით დაკომპლექტებული რეჟიმი, რომელიც შემდეგ, სწორად ჩატარების შემთხვევაში, კვლავ გამოიწვევს ვირუსის სუპრესიას. ამის შემდეგ, აივ თერაპიის მთავარი მიზანია ვირუსის რეპლიკაციის მაქსიმალური სუპრესია, საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის რეზისტენტული მუტაციების შერჩევის პრევენცია. ამასთან, ხანგრძლივი, სწორი თერაპია წარმოადგენს ყველა აივ რეჟიმის ეფექტურობის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს.[140]

ანტირეტროვირუსული მკურნალობის შედეგად ვიროლოგიური დათრგუნვა მიიღწევა 3-6 თვის ფარგლებში. წლების განმავლობაში ვირუსის ხელახალი აღმოცენების სიხშირე იკლებს, ხოლო რისკი ქვეითდება ვირუსული სუპრესიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. 16,000-ზე მეტ აივ დადებით პირზე დიდ ბრიტანეთის კოჰორტული კვლევის მიხედვით, პაციენტთა დიდ ნაწილს, რომელიც იტარებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას, არ განუვითარდება ვირუსის ხელახალი აღმოცენება მთელი სიცოცხლის განმავლობაში (45 წელს გადაცილებული მამაკაცებიდან, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან, დაახლოებით 1%-ს აღენიშნება ვირუსის ხელახალი აღმოცენება წლიურად).[141] აშშ-ში, ვირუსის სუპრესიის მაჩვენებლები თითქმის სამჯერ გაიზარდა - 1997 წელს 32%-დან 2015 წელს 86%-მდე. ამ გაუმჯობესების მიზეზი, მეტწილად, გახლავთ ანტირეტროვირუსული თერაპიების დახვეწა წლების განმავლობაში.[142]

პაციენტთა მცირე ნაწილს შეუძლია აკონტროლოს აივ-ის ვირუსული დატვირთვა ანტირეტროვირუსული თერაპიის დახმარების გარეშე. ბევრს აქვს დაბალი ან გამოუმჟავნებელი ვირუსული დატვირთვა და კარგად შენახული CD4 უჯრედების რაოდენობა წლების განმავლობაში. ეს ნაწილობრივ აივ-ის მიმართ ძლიერი იმუნიტეტის არსებობის შედეგია. თუმცა ადამიანების ამ ნაწილისთვისაც სასარგებლოა თანმიმდევრული და უწყვეტი ანტირეტროვირუსული თერაპია.

სიკვდილობა

გლობალურად, სიკვდილიანობამ პიკს მიაღწია 2004 წელს და შეადგინა 2 მილიონი შემთხვევა, ხოლო მას შემდეგ შემცირდა და 2021 წლისთვის შეადგინა გარდაცვალების 650 000 შემთხვევა. UNAIDS global AIDS update 2022 Opens in new window​​ სპეციფიკური გამომწვევი მიზეზით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები შემცირდა 1996-დან 2020 წლამდე, აქედან ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას, ისევე, როგორც გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლთან დაკავშირებულ სიკვდილობას.[143]​ შეერთებულ შტატებში, აივ-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა 48%-ით შემცირდა 2010 წლიდან 2017 წლამდე (9,1-დან 4,7-მდე 1000 ადამიანზე აივ დიაგნოზით დაავადებული).[144]

ნებისმიერი მიზეზის სიკვდილობის მაჩვენებელი ანტირეტროვირუსული მკურნალობიდან 3 წლის ფარგლებში თანდათან ილებს. ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო პაციენტებში, რომელთაც მკურნალობა დაიწყეს 2008-2010 წლებში მათთან შედარებით, ვინც კურსის ჩატარება 2000-2003 წელს დაიწყო. აღნიშნული სხვაობის მიზეზი, მაღალი ალბათობით, არის ნაკლებად ტოქსიკური მედიკამენტების განვითრება და ხელმისაწვდომობა, მედიკამენტური რეჟიმების მიმართ უკეთესი დამყოლობა და თანხმლები დაავადებების უფრო ეფექტური მართვა. დროთ განმავლობაში, ანტირეტროვირუსული მკურნალობის შემდგომი სიცხოცხლის ხანგრძლივობა გაუმჯობესებდა.[145]​ მათთვის, ვისთანაც CD4 უჯრედების რაოდენობა მინიმუმ 500 უჯრედი/მიკროლიტრია და, რომლებმაც დაიწყეს ART 2015 წლის შემდეგ (როდესაც გაიდლაინებშ დაიწყო ART-ის რეკომენდაციები ყველა პაციენტისთვის, CD4 უჯრედების რაოდენობის მიუხედავად), სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე წლით დაბალი, იყო ვიდრე ზოგად მოსახლეობაში (3,8 წლით ნაკლები ქალებში, ხოლო 1,5 წლით ნაკლები მამაკაცებში). სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალი იყო CD4 უჯრედების დაბალი რაოდენობის შემთხვევაში შემდგომი მეთვალყურეობის დასაწყისში.[139]

სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა დაახლოებით 63-67 წლამდე (დამოკიდებულია ქვეყანასა და სქესზე) 20 წლის პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობა 2008-2010 წლებში დაიწყეს; თუმცა, ზოგად მოსახლეობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ შედარებით დაბალია.[146]

აივ ინფექციის მქონე პაციენტებში კიბოს სიკვდილობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ის ზოგად მოსახლეობაში. ინფიცირებულთა გარდაცვალების 10%-ის მიზეზი კიბოა, უხშირესად არაჰოჯკინის ლიმფომა, ფილტვის და ღვიძლის კიბო.[147]

2008-2018 წლებში სუბსაჰარულ აფრიკაში სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტუბერკულოზი იყო. ოპორტუნისტული ავთვისებიანი სიმსივნეების წილი სიკვდილიანობის 1.2%-დან 9.8%-ს შეადგენდა.[148]

რემისია ან განკურნება

რემისიის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული აივ-1 ინფექციის მქონე მამაკაცებში მას შემდეგ, რაც მათ ჩაუტარდათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია იმ დონორების ღეროვანი უჯრედებით, რომელთაც აღენიშნებათ ჰომოზიგოტური მუტაცია აივ-ის კორეცეპტორ CCR5-ზე. პირველი შემთხვევა, რომელიც ცნობილია როგორც ბერლინელი პაციენტი, რემისიაში იყო 12 წლის განმავლობაში, სანამ 2020 წელს არ გარდაიცვალა მორეციდივე ლეიკემიით. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში 2019 წლის მარტში, პირველი შემთხვევიდან ათი წლის შემდეგ. მეორე მამაკაცი რემისიაში იყო 30 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოჯკინის ლიმფომისთვის ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაციის შემდეგ CCR5delta32/delta32 დონორის უჯრედების გამოყენებით და შემდეგ ART-ის შეწყვეტის შემდეგ.[149]

რემისიის პირველი შემთხვევა ქალებში დაფიქსირდა 2022 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ქალს გადაენერგა ორმაგი ღეროვანი უჯრედი (ანუ ჭიპლარის სისხლის გადანერგვა ნახევრად შესატყვისი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან ერთად) მწვავე მიელოგენური ლეიკემიის სამკურნალოდ. ქალმა შეწყვიტა ART გადანერგვიდან 37 თვის შემდეგ და ჰქონდა აივ-ის დასადასტურებელი დონე 14 თვის შემდეგაც არ ჰქონდა.[150]

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევი ხელს უწყობს აივ ინფექციის შემდგომ კვლევებს, კლინიკური შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელს უწყობს აივ-ის რემისიის სტრატეგიების განვითარებას CCR5-ის ექსპრესიის პრევენციაზე დაყრდნობით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას