ეპიდემიოლოგია
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 84 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით და 40 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიდსთან დაკავშირებული დაავადებით.[10]ახალი შემთხვევების პიკი დაფიქსირდა 1999 წელს (3.16 მილიონი) და მას შემდეგ თანდათან იკლებს[11]
2018 წლის ბოლოს გლობალურად, დაახლოებით 38.4 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანი ფიქსირდებოდა, მათგან დაახლოებით 1.5 მილიონი წარმოადგენდა 2019 წელს დაინფიცირებულ ახალ შემთხვევას. ახალი ინფექციების დაახლოებით 2/3 ფიქსირდებოდა სუბსაჰარულ აფრიკაში. ძირითადი პოპულაცია (მაგ., კომერციული სექსმუშაკები და მათი კლიენტები, ჰომოსექსუალი მამაკაცები, მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი ურთიერთობან აქვთ კაცებთან, საინექციო ნარკოტიკის მომხმარებლები, ტრანსგენდერი ადამიანები) და მათი სექსუალური პარტნიორები შეადგენენ აივ ინფექციების 70%-ს. აივ ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-მა იცოდა საკუთარი აივ სტატუსი და 75% გადიოდა მკურნალობას.[10]აივ-ის ახალი ინფქეციის შემთხვევათა დაახლოებით 80% მომდინარეობს იმ პირებისგან, რომლებმაც არ იციან დაინფიცირებულები რომ არიან, ან არ იტარებენ რეგულარულ მკურნალობას. ტრანსმისიის მაჩვენებელი ნულის ტოლია იმ პაციენტებში, რომელთაც ანტირეტროვირუსული მკურნალობის ფონზე ვირუს-სუპრესიული მდგომარეობა აქვთ.[12]
UNAIDS global AIDS update 2022 Opens in new window
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში (მონაცემები გადმოცემულია 46 ქვეყნისგან), 2020 წელს ფიქსირდებოდა 104 765 ახალი შემთხვევა (11.8 ახალი ინფექცია ყოველ 100 000 მოსახლეზე). გადაცემის(ტრანსმისიის) გზები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში განსხვავებული. ინფექციის გავრცელების ყველაზე ხშირ გზას ჰეტეროსექსუალური სექსის დროს ტრანსმისია წარმოადგენდა და შეადგენდა ახალი დიაგნოსტირებული შემთხვევების 57.6%-ს. გლობალურად, ახალი შემთხვევების მთელი 9.4% განპირობებული იყო ჰომოსექსუალი მამაკაცებით, ხოლო 22.4% ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებით.[13]
დიდ ბრიტანეთის მასშტაბით, ინგლისში ახალი დიაგნოზები 22%-ით გაიზარდა: 2021 წელს 3118 შემთხვევიდან 2022 წელს 3805 შემთხვევამდე ავიდა. ზრდის უმეტესი ნაწილი მანამდე საზღვრებს გარეთ დიაგნოსტიირებული შემთხვევებითაა განპირობებული და არ მეტყველებს ინგლისში ტრანსმისიის ზრდაზე. ინგლისში პირველად გამოვლენილი ახალი დიაგნოზის რაოდენობა 6%-ით გაიზარდა: 2313 ფიქსირებული შემთხვევა 2021 წელს გაიზარდა 2444 შემთხვევამდე 2022 წლისათვის. 2019 წელს დიდ ბრიტანეთში სულ 98 552 ადამიანი დაფიქსირდა აივ ინფექციით.[14]
შეერთებულ შტატებში 2021 წელს აივ ინფექციის დაახლოებით 32000 დიაგნოზი დაფიქსირდა. აივ-ის სავარაუდო წლიური ინსიდენსი გაიზარდა :1981 წლის 20 000 შემთხვევიდან 1984/1985 წლის 130 400 შემთხვევამდე. ინსიდენსის მაჩვენებელი შედარებით სტაბილური იყო 1991-დან 2007 წლამდე, დაახლოებით 50 000-დან 58 000-მდე ინფექციით ყოველწლიურად, შემდეგ კი იკლო ბოლო წლებში. 2021 წელს მამაკაცებში დიაგნოზის უმეტესობა იყო მსმ. საერთო ჯამში, აშშ-ში, აივ-ინფექციის შემთხვევათა 66%-ში დაფიქსირდა მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან; 22%-ში ინფექციის გავრცელება დაკავშრებულია ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებთან, ხოლო ინტრავენური ნარკომომხმარებლობა შემთხვევათა 7%-ზეა პასუხისმგებელი. ინფექციების წილი გაიზარდა შავკანიან/აფროამერიკელ მოსახლეობაში 1981 წლის 29%-იანი მაჩვენებლიდან 41%-იან მაჩვენებლამდე 2019 წელს და 16%-დან 29%-მდე ესპანელ/ლათინოამერიკელ (ესპანურენოვანები) ხალხში. 2019 წლის ბოლოს აშშ-ში აივ-ით 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.[15][16] შავკანიან მოზარდებში ახალი დიაგნოზის მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო იმ თემებში, სადაც ყველაზე მაღალი სოციალური დაუცველობა იყო.[17]
კვლევის მონაცემების მიხედვით ვლინდება შიდსის ეპიდემიის არაპროპორციულ გავლენა ქალებზე, განსაკუთრებით სუბსაჰარულ აფრიკაში, სადაც მოზარდი გოგონები და ახალგაზრდა ქალები (15-დან 24 წლამდე) არიან აივ ინფექციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ და შეადგენენ ახალი ინფექციების დაახლოებით 25% ს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს(2019 წლის მონაცემებით). მსოფლიოში აივ ინფექციით დაავადებულთა 54% ქალი და გოგოა.[10] შეერთებულ შტატებში, 2019 წელს აივ-ის სავარაუდო დიაგნოზის 18%-ს ქალები შეადგენდსნენ.[15]
ტრანსგენდერი ქალებშიც აშშ-ში დაავადების გავრცელების არაპროპორციულ მაჩენებლებს ვაყწდებით. დაბალი შემოსავალი, უსახლკარობა და კვებითი დაუცველობა ხშირი იყო ამ პოპულაციაში და ასოცირებული იყო აივ პრევენციისა და შესაბამისი მოვლის დაბალ შესაძლებლობასთან.[18]
გლობალურად, სიკვდილიანობამ პიკს მიაღწია 2004 წელს და შეადგინა 2 მილიონი შემთხვევა, ხოლო მას შემდეგ შემცირდა და 2021 წლისთვის შეადგინა გარდაცვალების 650 000 შემთხვევა.[10]
გლობალურად, 90-იანი წლების დასასრულს აივ-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია და მოხდა მისი თანდათანობითი სტაბილიზაცია - რიგ ქვეყნებში ინციდენტობის ზრდის მიუხედავად. ინციდენტობის ცვლილებამ შიდსით სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად გამოიწვია გლობალური აივ პრევალენტობის ერთ დონეზე გაჩერება. თუმცა, აივ-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა იზრდება, ნაწილობრივ პოპულაციის ზრდის და ნაწილობრივ - ანტირეტროვირუსული თერაპიის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ეფექტის გამო. მონაცემთა მიხედვით, სუბსაჰარულ აფრიკაში, შიდსის ყველაზე დიდი ეპიდემიის რეგიონში, აივ-ის ინციდენსმა პიკს მიაღწია და უმეტეს ქვეყანაში იწყებს პლატოზე გასვლას. თუმცა, ამ რეგიონში ეპიდემიები ძალიან მრავალფეროვანია და განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ეპიდემია ჯერ კიდევ ფართოვდება. ფატალური ავადმყოფობიდან მუდმივ, ქრონიკულ დაავადებაზე გადასვლის გამო, აივ ინფიცირებულთა პოპულაცია ბერდება, იზრდება მოთხოვნილება ჯანდაცვის სერვისებზე და ზრდის მართვის სირთულეს (მაგ., პოლიფარმაცია, თანმხლები დაავადებების მართვა).
აივ ინფექციაზე გლობალური პასუხი შეჩერდა 2021 წელს მრავალი და ერთმანეთის გადამფარავი კრიზისის გამო, როგორიცაა COVID-19 პანდემია.[10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას