ახალი ტიპის მკურნალობა
კაბოტეგრავირი და რილპივირინი
კაბოტეგრავირი არის ინტეგრაზას ჯაჭვის გადაცემის ახალი ინჰიბიტორი (INSTI), ხოლო რილპივირინი არის არანუკლეოზიდური უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორი (NNRTI). კაბოტეგრავირისა და რილპივირინის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების საინექციო ფორმები ხელმისაწვდომია და გამოიყენება ერთად და არის პირველი ხანგრძლივი მოქმედების საინექციო წამლები, რომლებიც დამტკიცებულია აივ ინფექციისთვის. კაბოტეგრავირი და რილპივირინი დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ. აშშ-ს ჯანმრთელობისა და მოქალაქეთა სერვისების დეპარტამენტის მოზრდილთა და მოზარდთათვისანტირეტროვირუსული გაიდლაინების რეკომენდაციით, კაბოტეგრავირის და რილპივირინის ინექცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ოპტიმიზაციის სტრატეგია აივ-ით დაავადებულ ადამიანებში ვირუსის მდგრადი სუპრესიით 3-დან 6 თვემდე (ოპტიმალური ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული), რომლებსაც აქვთ კარგი დამყოლობა და ჩართულობა მკურნალობაში, არ აქვთ საბაზისო რეზისტენტობა არც ერთი წამლის მიმართ, არც წინა ვირუსოლოგიური წარუმატებლობა; ვისაც არ აქვს აქტიური ან ფარული B ჰეპატიტი (თუ პაციენტი ასევე არ იღებს B ჰეპატიტის აქტიურ რეჟიმს); რომლებიც არ არიან ორსულად ან გეგმავენ დაორსულებას; და რომლებიც არ იღებენ მედიკამენტებს პერორალურ ან საინექციო კაბოტეგრავირთან და რილპივირინთან მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედებებით. პანელი რეკომენდაციას უწევს კაბოტეგრავირისა და რილპივირინის გამოყენებას იმ პირებთან, რომლებთანაც გამოვლენილია ვირუსული დატვირთვა ART-ის სუბოპტიმალური მიდგომის გამო და რომელთაც აქვთ მიმდინარე გამოწვევები აივ-ის მკურნალობისა და მოვლის პროგრამაში დარჩენასთან დაკავშირებით, გარდა კლინიკური კვლევის კონტექსისა, თუმცა აღნიშული თერაპია ამჟამად შეფასებულია, კლინიკურ კვლევებში ამავე პოპულაციაში.[71] გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და ზრუნვის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს კაბოტეგრავირს და რილპივირინს აივ-1 ინფექციის სამკურნალოდ მოზრდილებში ვირუსოლოგიური სუპრესიით (აივ-1 რნმ <50 ასლი/მლ), რომლებიც იმყოფებიან სტაბილურ ანტირეტროვირუსულ რეჟიმზე, იმ პირობით, რომ არ აქვთ ვირუსული რეზისტენტობის რაიმე მტკიცებულება და წარსულში ვირუსოლოგიური უკმარისობა ნებისმიერი არანუკლეოზიდური საპირისპირო ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორების ან ინტეგრაზას ინჰიბიტორების მიმართ.[126] ორმა რანდომიზებულმა, ღია ეტიკეტიანმა, მულტიცენტრულმა, მულტინაციონალურმა მე-3 ფაზის კვლევამ დაადგინა, რომ კაბოტეგრავირის და რილპივირინის ყოველთვიური მიღება არ ჩამოუვარდებოდა ანტირეტროვირუსული რეჟიმების ეფექტს აივ-1-ის დათრგუნვის შესანარჩუნებლად. არასრულფასოვნების კრიტერიუმები 48 კვირაში დაკმაყოფილდა პირველადი (აივ-1 რნმ ≥50 ასლი/მლ) და ძირითადი მეორადი (აივ-1 რნმ <50 ასლი/მლ) ეფექტურობის სასრული წერტილებისთვის.[127] კაბოტეგრავირი და რილპივირინი შეიძლება დავიწყოთ პერორული ფორმით ინტრამუსკულური ინექციების დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, რათა შეფასდეს ტოლერანტობა, ან პაციენტებმა შეიძლება პირდაპირ დაიწყონ ინექციები წინმსწრები ორალური თერაპიის გარეშე. ინექციები ტარდება ყოველთვიურად ან ყოველ 2 თვეში ერთხელ. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები მოიცავს რეაქციებს ინექციის ადგილზე, ცხელებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, ძვალკუნთოვან ტკივილს, გულისრევას, ძილის დარღვევას, თავბრუსხვევას და გამონაყარს.
იბალიზუმაბი
იბალიზუმაბი, ინტრავენური ჰუმანიზებული მონოკლონური ანტისხეულის შეერთების ინჰიბიტორი, რომელიც ებმის CD4-ს, დამტკიცებულია აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ზრდასრულებში, რომლებშიც მკურნალობა ნაცადია და სხვა თერაპიები ეფექტური არ იყო (მულტი-რეზისტენტული აივ ინფექცია).[128]III ფაზის კვლევაში პაციენტების 43%-ში აღინიშნა აივ რნმ-ის სუპრესია მკურნალობიდან 25-ე კვირაზე (სხვა ანტივირუსულ მედიკამენტებთან კომბინაციაში).[129] თუ პაციენტს აქვს მიმდინარე ვირემია და მკურნალობის ვარიანტები არასაკმარისია სუპრესიული რეჟიმის შესადგენად, შესაძლოა ამ მედიკამენტის განხილვა.[71]
ლენაკაპავირი
ლენაკაპივირი, პირველი კლასის, ხანგრძლივმოქმედი საინექციო კაფსიდის ინჰიბიტორი, დამტკიცებულია FDA და EMA-ს მიერ აივ-1 ინფექციით დაავადებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებთანაც სხვა ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა არაეფექტურია (მაგ. აუტანლობა, რეზისტენტობა, უსაფრთხოების მოსაზრებები). იგი ინიშნება სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან ერთად. უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია 72 მონაწილეზე ჩატარებული რანდომიზებული კლინიკური კვლევის შედეგად.[130] ფაზის 2/3 საცდელი პროცესი მიმდინარეობს. [131][132] ერთ-ერთ ამ კვლევაში, ლენაკაპავირმა (ოპტიმიზებულ ფონურ რეჟიმთან ერთად) გამოიწვია ვირუსოლოგიური სუპრესიის მაღალი მაჩვენებელი 52 კვირამდე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მულტირეზისტენტული აივ-1 ინფექცია.[132]
ფოსტემსავირი
ფოსტემსავირი, საკვლევი პრეპარატი, მიმაგრების ინჰიბიტორია და იგი პირდაპირ ემაგრება გლიოპროტეინ 120-ის ქვეერთეულს, რომელიც ვირუსის ზედაპირზე მდებარეობს. ის დამტკიცებულია აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ აივ-1 ინფექციის სამკურნალოდ მძიმედ ნამკურნალებ მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ მულტირეზისტენტული აივ-1 ინფექცია, რომლებსაც არ უტარდებათ მიმდინარედ ანტირეტროვირუსული რეჟიმი რეზისტენტობის, შეუწყნარებლობის ან უსაფრთხოების გამო. ევროპაში, ის დამტკიცებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში გამოსაყენებლად ზრდასრულთა სამკურნალოდ მრავალრეზისტენტული აივ-1 ინფექციით, რომლებისთვისაც სხვაგვარად შეუძლებელია სუპრესიული ანტივირუსული რეჟიმის შექმნა. მე-3 ფაზის, მულტიცენტრულმა, კოჰორტულმა კვლევამ 22 ქვეყანაში დაადგინა, რომ ფოსტემსავირზე დაფუძნებული ანტირეტროვირუსული რეჟიმები ზოგადად კარგად გადაიტანეს და ზრდიდა ვირუსოლოგიური და იმუნოლოგიური პასუხის მაჩვენებლებს 96 კვირის განმავლობაში მძიმე მკურნალობით დაავადებულ პაციენტებში აივ-1 შორსწასული დაავადების და შეზღუდული მკურნალობის ვარიანტებით.[133]
PRO 140
PRO 140 (PA14 ანტისხეულის ჰუმანიზებული ფორმა) არის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მოქმედებს T ლიმფოციტებზე არსებულ C-C ქემოკინის რეცეპტორი ტიპი 5-ზე (CCR5). მცირემასშტაბიანი სამი კვლევის მიხედვით აღნიშნული მონოკლონური ანტისხეულის გამოყენებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ანტივირუსული აქტივობა, თუმცა აგენტი კვლავ კვლევის საგანს წარმოადგენს.[134]
სხვა ატნივირუსული თერაპიები
აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებული მედიკამენტებია მარავიროკი (CCR5 რეცეპტორის ანტაგონისტი) და ენფუვირტიდი (შერწყმის ინჰიბიტორი, რომელიც ებმის gp41 ან ქემოკინის რეცეპტორს და ხელს უშლის ვირუსის იმუნურ უჯრედში შესვლას); თუმცა, მათი ზუსტი ადგილი თერაპიაში ჯერ არ არის განსაზღვრული, ხოლო გაიდლაინები მათ გამოყენებას, ამჟამად, რეკომენდაციას არ უწევენ. სხვა ანტივირუსული მედიკამენტები, რომელთა კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს წარმოადგენნ მიმაგრების და მომწიფების ინჰიბიტორებს.[135][136]
გენური თერაპიები
AGT103-T არის ერთდჯერადი დოზის, ლენტივირუსულ ვექტორზე დაფუძნებული გენური თერაპია, რომელიც შემუშავების პროცესშია აივ ინფექციის აღმოსაფხვრელად. AGT103-T მზადდება სისხლის უჯრედებიდან, იმ პროცესის გამოყენებით, რომელიც ზრდის T-უჯრედების აივ-თან ბრძოლის უნარს და იყენებს გენურ თერაპიას ამ უჯრედების სხეულში გადასარჩენად. თერაპია ამჟამად გადის 1-ლი ფაზის კვლევებს.[137]
NK უჯრედებზე დაფუძნებული თერაპია
NK უჯრედებზე დაფუძნებული იმუნოთერაპია მიზნად ისახავს NK უჯრედების აქტივობის აღდგენას, გაძლიერებას და შეცვლას. სხვადასხვა თერაპია ამჟამად კლინიკურ კვლევებს გადის.[138]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას