სკრინინგი
აივ-ის სკრინინგი
აივ ტესტის ჩვენებებია:
ტესტის მოთხოვნა ნებისმიერი ადამიანის მიერ
ადამიანის მდგომარეობა, რომელიც მიუთითებს შესაძლო აივ ინფექციაზე
თუ ადამიანს ჰგონია, რომ აქვს ინფიცირების რისკი დაუცველი სქესობრივი კავშირის, ნემსის ჩხვლეტის ან ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების გამო.
ყველა ფეხმძიმე ქალი
კეთდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინფექციის კონტროლისთვის (მაგალითად სისხლის პროდუქტების უსაფრთხოება)
როდესაც მოითხოვება, მაგალითად სადაზღვეო კომპანიების მიერ.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით საჭიროა 13-დან 64 წლამდე ყველა ადამიანის რუტინულად შემოწმება აივ ინფექციაზე, მათ შორის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ყოველწლიური სკრინინგი.[96] უფრო ხშირი სკრინინგი უნდა განიხილოთ უსიმპტომო მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ). სიხშირე დამოკიდებულია ინდივიდუალურ რისკფაქტორებზე, ადგილობრივ ეპიდემიოლოგიასა და პოლიტიკაზე.[97] ამ რეკომენდაციის მიუხედავად, ტრანსგენდერი მამაკაცებისა და ქალების 37%-ს არასდროს გაუკეთებია ტესტი აივ-ზე.[98] ასევე, ეროვნული მეთვალყურეობის მონაცემები მიუთითებს, რომ ადამიანები, რომლებიც ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ არიან, არ იტესტებიან იმდენჯერ, რამდენჯერაც რეკომენდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ.[99]
აშშ პრევენციული სერვისების სამუშაო სამოქმედო გირჩევთ 15-დან 65 წლამდე ასაკის ყველა ადამიანის სკრინინგს ჩამოთვლილ ჯგუფებში: ახალგაზრდები და ზრდასრულები, რომელთაც მაღალი რისკი აქვთ და ყველა ორსული პაციენტი (მათ შორის ორსულები, რომლებიც უკვე მშობიარობენ და აივ სტატუსი უცნობია). განმეორებითი სკრინინგი გამართლებულია მაღალი რისკის მქონე პირებში, მაგრამ მტკიცებულება არასაკმარისია სკრინინგის კონკრეტული ინტერვალების დასაწესებლად.[100]
აივ ტესტი მნიშნელოვანია პრევენციის პირველადი და მეორადი სტრატეგიების ეფექტურობისთვის და მას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აივ დადებითი ადამიანების სამართავი გეგმის შესარჩევად. აივ დადებითი ადამიანების ტესტი განაპირობებს მათი ცხოვრების სტილის შეცვლას. დადებითი შედეგის შემდეგ რეგულარული შემოწმება სხვადასხვაგვარი მკურნალობის დროულად დაწყების საშუალებას იძლევა - ოპორტუნისტული ინფექციების პრევენციისთვის. გარდა ამისა, დროული ანალიზი, შორსწასული აივ-ის გამოვლინებამდე, ანტირეტროვირუსული თერაპიისთვის ადეკვატურად მომზადების საშუალებას იძლევა.
სკრინინგისთვის უპირატესობა ენიჭება ანტისხეულზე დაფუძნებულ ან ახალი თაობის აივ აინტისხეულ/ანტიგენის კომბინირებულ ტესტებს. თუ მოსალოდნელია მწვავე ინფექცია, უმჯობესია ნუკლეინის მჟავის (აივ რნმ) ტესტის გამოყენება, ასევე 18 თვემდე ახალშობილებში-აივ დნმ ან რნმ-ის ტესტი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას