პირველადი პრევენცია
კონდომი
ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება აივ ინფექციის პრევენციისთვის არის მამაკაცის კონდომის გამოყენება სქესობრივი აქტის დროს. იგი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დამცველობას: სწორად შერჩეული კონდომი 80-97%-ით ამცირებს აივ-ის ტრანსმისიის რისკს.[37] მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალის კონდომიც მისაღები მეთოდია ბევრი წყვილისათვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ალტერნატივას იმ ქალებისათვის, რომელთა პარტნიორები უარს ამბობენ მამაკაცის კონდომის გამოყენებაზე. ქალის კონდომი შეიძლება მოთავსდეს სქესობრივ აქტამდე ცოტა ხნით ადრე და მისი წარმატებით გამოყენება არ არის დამოკიდებული მამაკაცის კოოპერაციაზე.
ორალური წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკა (PrEP)
ორალური PrEP-ის გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირიმამაკაცებთან (MSM).[38][39]
კვლევების მიხედვით, გამოვლინდა ყოველდღიური პერორული ანტირეტროვირუსული თერაპიის (იგივე პერორული ანტირეტროვირუსული ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკის (PrEP)) ეფექტურობა მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ მოზრდილებში, აივ ინფექციის რისკის შესამცირებლად. [
]
რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებიდან მიღებული მტკიცებულებების მიხედვით, პერორული ტენოფოვირი/ემტრიციტაბინით პროფილაქტიკური თერაპია ძალზე ეფექტურია აივ-ის შეძენის რისკის შესამცირებლად (75%-დან 86%-მდე მცირდება აივ-ის რისკი მსმ-ში, ადჰეზირების დონის მიხედვით) და მიიჩნევა უსაფრთხოდ და მინიმალურია გვერდითი ეფექტები მსმ-ებში, სეროდისკორდანტულ წყვილებსა და ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში.[40][41]
თუმცა, ობსერვაციული კვლევის მონაცემების მიხედვით, რეალურ ცხოვრებში ეფექტურობა, როგორც ჩანს, უფრო დაბალია (შიდსის რისკის 60%-ით შემცირება საერთო ჯამში), შესაძლოა PrEP-ისა და მკურნალობის არასათანადოდ დაცვის გამო, განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკისა და სოციო-ეკონომიკურად შეჭირვებულ პირებში.[42]
ყველაზე დიდი რეალური ცხოვრების ამსახველი კვლევის მიხედვით, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლიის ფარგლებშიც 24000-ზე მეტი პირი მონაწილეობდა სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებში, გამოვლინდა, რომ ორალური PrEP-ის გამოყენება რეალურ სამყაროში აივ ინფექციის რისკს 86%-ით ამცირებს.[43]
ასევე არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც PrEP მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში რეზისტენტობა ნაკლებსავარაუდოა.[44]
გაიდლაინების რეკომენდაციები შეიძლება განსხვავდებოდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად უწევს რეკომენდაციას პერორულ, ტენოფოვირის შემცველ PrEp-ს, როგორც კომბინირებული პრევენციის მეთოდს, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე აივ-უარყოფით ინდივიდებში.[45]
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას უწევს ყოველდღიურ პერორულ PrEP-ს ტენოფოვირთან/ემტრიციტაბინთან ერთად, როგორც პრევენციის ვარიანტს: სქესობრივად აქტიური მოზრდილებისთვის, რომელთა სქესობრივი ქცევაც მუდმივად აყენებს მათ აივ-თან ექსპოზიციისა და ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ; აგრეთვე ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელი მოზრდილებისათბის, რაც აგრეთვე აივ-თან ექსპოზიციისა და მისით ინფიცირების მუდმივი მნიშნელოვანი რისკია. თუმცა, ყველა სქესობრივად აქტიური ზრდასრული და მოზარდი უნდა იყოს ინფორმირებული PrEP-ის შესახებ აივ-ინფიცირების პრევენციის თვალსაზრისით. Tenofovir disoproxil რეკომენდებულია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებატონებისათვის; მაშინ როდესაც, ტენოფოვირ ალაფენამიდი რეკომენდებულია მხოლოდ მამაკაცებსა და ტრანსგენდერ ქალებში (ის ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ქალბატონებში). სხვა ყოველდღიური პერორული ანტირეტროვირუსული მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტურობა PrEP-ისთვის არ არის ფართოდ შესწავლილი და შესაბამისად, ამჟამად არ არის რეკომენდებული. აივ ინფექცია უნდა შეფასდეს მინიმუმ 3 თვეში ერთხელ, რათა შესაძლო ინფიცირებულებმა არ გააგრძელონ მისი მიღება.[46]
მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯი (ACOG) მხარს უჭერს CDC-ის მითითებებს და რეკომენდაციას უწევს, რომ მეან-გინეკოლოგებმა განიხილონ PrEP ყველა სქესობრივად აქტიურ მოზარდთან და ზრდასრულ პაციენტთან, არა მხოლოდ მათთან, ვინც ითვლება აივ ინფექციის მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ მყოფად.[47]
აშშ-ის პრევნციული სერვისების სამუშაო ჯგუფი (The US Preventive Services Task Force) რეკომენდაციას უწევს მაღალი რისკის მოზარდებისა და მოზრდილების სკრინინგს. ეს მოიცავს სქესობრივად აქტიურ მოზარდებსა და მოზარდებს, რომლებსაც ჰქონდათ ანალური ან ვაგინალური სქესობრივი კონტაქტი ბოლო 6 თვის განმავლობაში და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს: აივ-ინფიცირებული სქესობრივი პარტნიორი; სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია ბოლო 6 თვის განმავლობაში; კონდომის არათანმიმდევრული (ან არ) გამოყენების ისტორია სქესობრივ პარტნიორ(ებ)თან, რომელთა აივ სტატუსი უცნობია. ის ასევე მოიცავს ინტრავნური ნარკოტიკების მომხმარებლებს ან მათ, რომელთა სქესობრივი პარტნიორებიც არიანმ აივ-ინფიცირებული ინტრავენური მომხმარებლები ან უზიარებენ სხვებს საინექციო საშუალებებს. ამ კრიტერიუმების საფუძველზე, დამიანები, რომლებიც მონაწილეობენ ტრანზაქციულ სექსში და ტრანსგენდერი ქალები უნდა განვიხილოთ PrEP-ისთვის.[48]
მწვავე და ქრონიკული აივ ინფექცია უნდა გამოირიცხოს ანამნეზში სიმპტომების არსებობით და აივ-ზე ტესტირებით, უშუალოდ ნებისმიერი PrEP რეჟიმის დანიშვნის წინ. თირკმელების ფუნქცია უნდა შეფასდეს საწყის ეტაპზეც და მკურნალობის განმავლობაში პერიოდულად კონტროლდებოდეს.[46]
სგგი-ს რეგულარული ტესტირება და კონსულტაცია რისკის შემცირებაზე რეკომენდებულია მსმ-ებისთვის, რომლებიც იყენებენ PrEP-ს.[46]
PrEP-ის გამოყენების სწრაფმა ზრდამ ასევე გამოიწვია კონდომის თანმიმდევრული გამოყენების სწრაფი შემცირება.[49]
PrEP-ის გამოყენება MSM-ში შეიძლება ირიბად იყოს დაკავშირებული ბაქტერიული სგგი-ის გაზრდილ რისკთან, რადგან PrEP-ის მომხმარებლებს უფრო მეტი ანალური სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ და უფრო ხშირად კავდებიან ანალური სქესობრივი კავშირით კონდომის გარეშე.[50]
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის მიუხედავად ფიქსირდება ტენოფოვირის მიმართ მგრძნობიარე, ემტრიციტაბინის მიმართ რეზისტენტული აივ-ინფიცირების შემთხვევა.[51][52]
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წამლების ადგილობრივ ცნობარს.
ხანგრძლივი მოქმედების საინექციო PrEP
კაბოტეგრავირის გახანგრძლივებული გამოთავისულების საინექციო სუსპენზია დამტკიცებულია ზოგიერთ ქვეყანაში რისკის ქვეშ მყოფ მოზრდილებში გამოსაყენებლად წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკის მიზნით სქესობრივი გზით შეძენილი აივ ინფექციის რისკის შესამცირებლად.[53]
ინექციები ტარდება საწყისი დოზის მიღებიდან ყოველ 2 თვეში ერთხელ (ორი ინექცია ერთი თვის ინტერვალით).
პაციენტებს შეუძლიათ დაიწყონ პირდაპირ ინტრამუსკულური კაბოტეგრავირი ან თავდაპირველად პერორული და შემდეგ გადავიდნენ ინტრამუსკულარულ ფორმაზე, რათა შეფასდეს ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ.
წამლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რისკის შესამცირებლად, აუცილებელია ნეგატიური აივ ტესტი მკურნალობის დაწყებამდე და აგრეთვე - თითოეული ინექციის წინ.
ხანგრძლივ მოქმედი საინექციო ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა გადის კლინიკურ კვლევას მკურნალობის მიმართ დამყოლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამასთან, ზოგიერთ აივ პოპულაციებში შესაძლოა აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი პრევენციული ინტერვენცია.[54]
დადგინდა, რომ ყოველ 2 თვეში ხანგრძლივ მოქმედი საინექციო კაბოტეგრავირის გამოყენება ამცირებს აივ-ის სიხშირეს ყოველდღიურ პერორულ ტენოფოვირ/ემტრიციტაბინთან შედარებით, მაშინ როდესაც გამოიყენება PrEP-ისთვის მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მქამაკაცებთან, ტრანსგენდერ ქალებში და ცისგენდერ ქალებში სუბ-საჰარულ აფრიკაში კლინიკურ კვლევებში.[55]
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად უწევს რეკომენდაციას პერორულ ტენოფოვირის შემცველ PrEp-ს, როგორც კომბინირებული პრევენციის მეთოდს, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე აივ-უარყოფით ინდივიდებში.[56]
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას უწევენ კაბოტეგრავირის ინტრამუსკულარულ ინექციებს, როგორც PrEP მოზრდილებში, რომელთა სქესობრივი ქცევაც განაპირობებს მათს მუდმივ ყოფნას აივ-ექსპოზიციისა და ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ.[46]
აშშ-ის პრევნციული სერვისების სამუშაო ჯგუფი (The US Preventive Services Task Force) რეკომენდაციას უწევს მაღალი რისკის მოზარდებისა და მოზრდილების სკრინინგს.[48]
ჰეპატოტოქსიურობა დაფიქსირდა იმ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ კაბოტეგრავირს, თუმცა მსგავსი მაჩვენებლები გამოვლინდა პლაცებოს მიმღებ პაციენტთა შორისაც. განიხილეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს და არ დაიწყოთ მკურნალობა ღვიძლის შორსწასული დაავადების ან მწვავე ვირუსული ჰეპატიტის დროს. ჰეპატოტოქსიურობის დადასტურების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. შეზღუდულია მონაცემები B ან C ჰეპატიტის ვირუსით დაავადებულ პაციენტებში კაბოტეგრავირის გამოყენების შესახებ და რეკომენდებულია სიფრთხილე.[56]
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წამლების ადგილობრივ ცნობარს.
პერიკოიტალური ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა
პერიკოიტალური (მოთხოვნისამებრ) ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკით შესაძლოა ჩავანაცვლოთ ამ მეთოდის ყოველდღიური გამოყენება მამაკაცებში, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ სხვა მამაკაცებთან, მხოლოდ იშვიათი სქესობრივი ექსპოზიციის შემთხვევაში.
საჭიროებისამებრ გამოყენებული ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა აღმოჩნდა ეფექტური მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან და იმყოფებიან აივ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ. თუმცა, ANRS IPERGAY კვლევის მონაცემების შეგროვების შემდგომი (post-hoc) ანალიზის თანახმად გამოვლინდა, რომ საჭიროებისამებრ ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა ასევე ეფექტური იყო მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან და აღენიშნებათ აივ ინფიცირების დაბალი რისკი (ე.ი. თვეში 5-ზე ნაკლები სქესობრივი კავშირის ეპიზოდი). ანალიზის მიხედვით, პლაცებოსთან შედარებით, პროფილაქტიკის მიმღებ პირებში აივ ინციდენტობის 100%-იანი კლება აღინიშნა.[57]
მიკრობიციდები
დაპირივინის ვაგინალური რგოლი დამტკიცებულია გამოსაყენებლად ზოგიერთ ქვეყანაში დაავადების მაღალი ტვირთის მქონე ინფექციის რისკის შესამცირებლად, უსაფრთხო სექსის პრაქტიკებთან ერთად, როდესაც პერორალური PrEP არ გამოიყენება, უკუნაჩვენებია, ან არ არის ხელმისაწვდომი. რგოლი მოთავსებულია საშოში და გამოყოფს დაპივირინს 28 დღის განმავლობაში.
არსებული მტკიცებულების თანახმად, ვაგინალური დაპივირინის მიკრობიციდი სავარაუდოდ ამცირებს აივ გადადების რისკს ქალებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან. ვაგინალური მიკრობიციდების სხვა ტიპებმა არ აჩვენეს მტკიცებულება, რომ გავლენა აქვთ აივ-ის გადადებაზე.[58]
სუბ-საჰარულ აფრიკაში ჩატარებული 18 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის სისტემური მიმოხილვით გამოვლინდა, რომ დაპივირინის ინტრავაგინალური რგოლი ამცირებს ქალებში აივ-ის გადაცემის რისკს 29%-ით. სხვა მიკრობიციდებს არანაირი ეფექტი არ ჰქონდათ.[59]
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად, მე-3 ფაზის კვლევაში სუბ-საჰარულ აფრიკაში, დაპივირინის ვაგინალური რგოლი ასოცირებული იყო აივ-ის გადადების უფრო დაბალ სიხშირესთან პლაცებოსთან შედარებით.[60]
გაიდლაინების რეკომენდაციები დაპივირინის ვაგინალურ რგოლთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავდებოდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მკაცრად უწევს რეკომენდაციას პერორულ ტენოფოვირის შემცველ PrEp-ს, როგორც კომბინირებული პრევენციის მეთოდს, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე აივ-უარყოფით ინდივიდებში.[61]
ტენოფოვირზე დამზადებულმა მიკრობიციდულმა გელმა შეამცირა ქალებისთვის აივ-ის ტრანსმისიის რისკი.[62]
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წამლების ადგილობრივ ცნობარს.
მკურნალობა, როგორც პრევენცია
აივ ტრანსმისიის პრევენციისთვის შესაძლებელია ანტირეტროვირუსული მურნალობის გამოყენება. ამ მდგომარეობას ხშირად უწოდებენ შემდეგნაირად - შეუმჩნეველი=არაგადამდებს (undetectable=untransmittable [იგივე U=U]). რამდენიმე ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტირეტროვირუსული მურნალობა, ვირუსული დატვირთვის შეუმჩნეველი დონის შენარჩუნების შემთხვევაში, უზრუნველყოფს აივ ტრანსმისიის პრევენციას როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებში, ასევე მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან.[63][64][65][66][67][68]
მაღალი ხარისხის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თითქმის არ არსებობს აივ-ის სქესობრივი გზით გადაცემის რისკი, როდესაც აივ დადებითი სქესობრივი პარტნიორი იცავს ანტირეტროვირუსულ თერაპიას და ინარჩუნებს დათრგუნულ ვირუსულ დატვირთვას <200 ასლი/მლ, რომელიც იზომება ყოველ 4-6 თვეში. აივ-ის სქესობრივი გზით გადაცემა დაფიქსირებულია შემთხვევებში, როცა ვირუსული დატვირთვა იყო > 200 ასლი/მლ მიუხედავად ანტირეტროვირუსული მკურნალობის ან კონდომების გამოყენებისა, თუმცა რისკი დაბალია.[69] ერთი სისტემატურო მიმოხილვით გამოვლინდა, რომ სქესობრივი გზით გადაცემის რისკი ადამიანებში ვირუსული დატვირთვით 200 ასლი/მლ-დან 1000 ასლი/მლ-მდე თითქმის ნულის ტოლია.[70]
ამ მტკიცებულებების გათვალისწინებით, აშშ-ის გაიდლაინების რეკომენდაციის მიხედვით ექიმებმა უნდა განუმარტონ პაციენტებს, რომ ანტირეტროვირუსული მკურნალობით აივ რნმ-ის <200 ერთ/მლ-ის დონის შენარჩუნება უზრუნველყოფს ინფექციის ტრანსმისიის პრევენციას სქესობრივ პარტნიორებში. ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის ფარგლებში, სანამ რნმ-ის დონე არ შემცირდება 200 ერთ/მლ-ზე ქვემოთ, უნდა გამოვიყენოთ პრევენციის სხვა ფორმა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტრანსმისიის რისკი არ გვაქვს, პირველ რიგში, რეკომენდებულია ვირუსული დატვირთვის მდგრადი, ხანგრძლივი დათრგუნვის უზრუნველყოფა.[71]
პრევენციის წვდომის კამპანიამ ასევე გამოაქვეყნა შეთანხმებული განცხადება, რომლის მიხედვით აივ-ის ტრანსმისიის რისკი უმნიშვნელო ან არარსებულია იმ აივ ინფიცირებულ პირებში, რომლებიც იტარებენ ანტირეტროვირუსული თერაპიის კურსს და, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში მათ სისხლში ვირუსული დატვირთვა შეუმჩნეველია. Prevention Access Campaign: consensus statement Opens in new window
აივ-ის ტრანსმისიის პრევენციისთვის რეკომენდებულია, აივ სეროდისკორდანტული წყვილში აივ დადებით პარტნიორს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ანტირეტროვირუსული თერაპია.[63][71] [
]
წინდაცვეთა
წინადაცვეთა ასოცირდება აივ ინფექციის რისკის შემცირებასთან და აღმოჩნდა, რომ დამცავია როგორც ჰომოსექსუალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან.[72][73][74] [
]
ზიანის შემცირების სხვა მეთოდები
არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ მეტადონის კლინიკის პირობებში სასარგებლოა ნემსების შეცვლა და სუფთა შპრიცების გამოყენება, რასაც "ზიანის შემცირება" ეწოდება, რადგან აივ-ის ტრანსმისიის რისკი დაკავშირებულია ნარკოტიკების საზიარო ინტრავენურ აღჭურვილობასთან. გარდა ამისა, აივ-ისგან სუფთა სისხლისა და სისხლის პროდუქტების მარაგმა, ინექციისთვის სტერილური ნემსებისა და შპრიცების გამოყენებამ და უნივერსალური უსაფრთხოების ზომების არსებობამ კლინიკებში მნიშვნელოვნად შეამცირა აივ-ის ნოზოკომიური გზით ტრანსმისიის შესაძლებლობა.[75]
ვაქცინები
მეორეული პრევენცია
სქესობრივი კავშირი
ექიმი უნდა დაინტერესდეს პაციენტის სქესობრივი კონტაქტებით. შეიძლება პაციენტის აივ სტატუსი უკვე ცნობილი იყოს. თუ არ არის, უნდა მოხდეს გამჟღავნების საკითხის განხილვა. შეიძლება პაციენტებმა ეს ვერ გააკეთონ დაუყოვნებლივ, მაგრამ საჭიროა მათი გამხნევება, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც სიმართლის გამხელა დაკავშირებულია უსაფრთხო სქესობრივი კავშირის შესაძლებლობასთან. სპეციალისტებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტებს სიმართლის გამხელაში და შესთავაზონ პარტნიორის დაუყოვნებელი შემოწმება აივ-ზე. საჭიროა სპეციალისტებმა გაითვალისწინონ ადგილობრივი რეგულაციები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია პაციენტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებმა შეუწყონ ხელი პარტნიორისთვის სიმართლის შეტყობინებაში.
სეროდისკორგანტული პარტნიორები უნდა წახალისდნენ, რეგულარულად გაიტესტონ და შესაძლებელია მათი დაცვა ინფექციისგან, აივ-დადებით პარტნიორში ანტირეტროვირუსული თერაპიის დაუყონებლივ დაწყებით.[63][64][71][188] [
]
შვილი
ექიმმა უნდა გამოიკითხოს ჰყავს თუ არა პაციენტს შვილები და რა ასაკის არიან ისინი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო ანამნეზი შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო ინფექციაზე (თუ ჯერ არ შემოწმებულან). თუ ბავშვების ასაკი არ აღემატება 10 წელს, თავს კარგად გრძნობენ და აქამდე არ ჩატარებიათ აივ ტესტი, ექიმმა შეიძლება ურჩიოს მათთვის ანალიზის გაკეთება. 18 თვემდე ასაკის ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ ნუკლეინის მჟავის ტესტი (თვისობრივი პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია). თუ ბავშვი ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებება, საჭიროა მშობლების ინფორმირება ინფექციის ამ გზით ტრანსმისიის რისკის არსებობის შესახებ; პაციენტთან ასევე უნდა განვიხილოთ ძუძუთი კვების ეტაპობრივი გადაჩვევა (თუ ბავშვი 6 თვეზე უფროსი ასაკისაა) ან შეცვლა ხელოვნურ საკვებზე/ფორმულაზე.[189]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას