შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
32 წლის მამაკაცს, ტაქსის მძღოლს, რომელიც ფილტვის დაავადების დიაგნოზით ახლახან მოათავსეს კლინიკაში, აღმოაჩნდა აივ ინფექცია. ნახველის კულტურით გამოვლინდა ტუბერკულოზის მიკობაქტერია, შესაბამისი ცვლილებები გამოვლინდა გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევითაც, რაც განაპირობებს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზს. დიაგნოზის გათვალისწინებით პაციენტი დათანხმდა კლინიკაში აივ ტესტის ჩატარებას. სწრაფი აივ-ტესტით სეროლოგია დადებითი იყო, რაც დადასტურდა სისხლის განმეორებითი ანალიზით. პაციენტს გააცნეს დიაგნოზი და მოხდა მისი რეფერალი ამბულატორიულ კლინიკაში. ამბულატორიულად, შეიკრიბა პაციენტის ანამნეზი და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის წინ დაწყებულა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მას აღენიშნა დაახლოებით 10კგ კლება, და აწუხებდა ცხელება, ოფლიანობა, უმადობა, პერიოდულად დიარეის ეპიზოდები. ამასთან, ჰოსპიტალიზაციამდე 4 კვირით ადრე, დაეწყო პროდუქტიული ხველა და პლევრიტული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში. ასევე შეამჩნია თავზე კანის აქერცვლა. პაციენტის თქმით, 6 წლით ადრე, იგი უვლიდა ტუბერკულოზით დაავადებულ დედას. მიმდინარე თერაპია მოიცავს ანტი-ტუბერკულოზურ მედიკამენტებს და პირიდოქსინს. პაციენტმა ცოტა ხნით ადრე დაასრულა 1 კვირიანი კურსი ტოპიკური მუკოსტატინით, პერორული კანდიდოზის გამო. გასინჯვისას: გამხდარია, აქვს ორალური სტომატიტი და მსუბუქი სებორეული დერმატიტი. აღენიშნება შესუსტებული ბრონქული სუნთქვა გულმკერდის მარჯვენა ზემო ველში - ტრაქეის მსუბუქი, მარჯვენამხრივი დევიაციით. მისი ნევროლოგიური, კარდიოვასკულარული და აბდომინური გასინჯვის შედეგები ნორმის ფარგლებშია. პაციენტის კლინიკაში ყოფნის დროს, CD4 უჯრედების რაოდენობა იყო 186უჯრედი/მიკროლიტრი. კლინიკურად და ანამნეზის მიხედვით, განისდადგინდა აზღვრა მე-3 სტადია (ჯანმოს კრიტერიუმებით). ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე დაიგეგმა საწყისი ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური ტესტირება. პაციენტის თქმით იგი დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი-6, 4 და 13 წლის. მათ არ აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყელანი კარგად გრძნობენ თავს. მათი აივ-ტესტირების შესაძლო შედეგები პაციენტის თანდასწრებით განიხილეს.
სხვა გამოვლინებები
მწვავე რეტროვირუსული სინდრომი აივ-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით ნახევარს უვითარდება. ეს არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც მერყეობს მსუბუქი, არასპეციფიკური გრიპისმაგვარი სიმპტომებიდან მრავალმხრივ ავადმყოფობამდე, რის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სინდრომი, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ასეპტიური მენინგიტის ან მენინგოენცეფალიტის, მაკულოპაპულური გამონაყრის, მიალგიის, ართრალგიის, ცხელების, ჰეპატოსპლენომეგალიის, დიარეული ავადმყოფობის (გასტროენტერიტი ან კოლიტი) ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომების, როგორიცაა პერიფერული ნეიროპათია, გიენ-ბარეს სინდრომი ან ბელის დამბლის სახით. ლაბორატორიულად ვლინდება ლიმფოპენია, რასაც მოსდევს ლიმფოციტოზი- ატიპური ლიმფოციტებით. ზოგ შემთხვევაში CD4 უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, რაც იწვევს პირის ღრუს მიკოზს ან სხვა ინფექციებს, როგორიცაა Pneumocystis jirovecii -ით გამოწვეული პნევმონია. ამ დროს სეროლოგია შეიძლება უარყოფითი ან გაურკვევლელი იყოს, ამიტომ ყველაზე სანდო დიაგნოზი დგინდება პლაზმაში აივ რნმ-ის ტიტრის განსაზღვრით. შეიძლება დადებითი იყოს p24 ანტიგენის ტესტი (თუკი ხელმისაწვდომია).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას