სკრინინგი
ასპირაციის დიაგნოსტირების ყველაზე ხშირი მეთოდი არის ყლაპვის პაციენტის საწოლთან შეფასება. აღნიშნული ტესტი მოიცავს ანამნეზის შეკრებას, ფიზიკურ გამოკვლევას და ასპირაციის ნიშნების შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ტესტი ზოგადად მეტყველების ენის სპეციალისტის მიერ ტარდება, დიაგნოსტირების დასწრაფების მიზნით შეიძლება ტესტის მხოლოდ ყველაზე მგრძნობიარე კომპონენტები შეფასდეს ან მათი კომბინაცია იქნას გამოყენებული სკრინინგისთვის.[49] აღნიშნული სკრინინგ-ტესტები მოიცავს პაციენტის მცდელობას გადაყლაპოს მცირე რაოდენობით წყალი ან ყინულის ნატეხები ექთნის, მეტყველებისა და ენის სპეციალისტის ან ექიმის დაკვირვების ქვეშ. სკრინინგ ტეტის ჩატარდება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, ტუ რისკფაქტორებიდან გამომდინარე საეჭვოა ასპირაცია. უფრო მეტიც, მწვავე ინსულტის მქონე ყველა პაციენტს საწოლთან უნდა შეუფასდეს ყლაპვის რეფლექსი მეტყველებისა და ენის სპეციალისტის მიერ, რადგან ინსულტის შემდეგ განვითარებული დისფაგიის გამო პაციენტთა დაახლოებით 43%-53%-ში ვითარდება ასპირაცია. აღნიშნული სკრინინგ მეთოდებით დისფაგიის დროულმა შეფასებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს პნევმონიირს სიხშირე ინსულტის მქონე პაციენტებში.[50]
საწოლთან ყლაპვის შეფასება
ასპირაციის ნებისმიერი რისკფაქტორის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის სრული ნევროლოგიური გამოკვლევა კვების დაწყებამდე.[51] აღნიშნული გამოკვლევა მოიცავს თავის ტვინის ქერქის ფუნქციის, ბულბალური კუნთების, გულისრევისა და ხველის რეფლექსის შეფასებას. ხველის მქონე ფხიზელი პაციენტები, რომელთაც ასპირაციის რისკფაქტორები აღენიშნებათ, მცირე რაოდენობით წყლის მიღებისასაც უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ახველებს ან ასპირაციის ნიშნები აღენიშნება, აუცილებელია ყლაპვის რეფლექსის დეტალური შეფასება.[15] ყლაპვის რეფლექსის საწოლთან ადრეული სკრინინგი (საავადმყოფოში მისვლიდან პირველივე დღეს, საკვების მიღებამდე) და დისფაგიის მართვა მწვავე ინსულტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ამცირებს ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკს. გარდა ამისა, აღნიშნული მიდგომა ხარჯთ-ეფექტურია და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ოპტიმალური გამოსავალით.[52] თუ დიაგნოზი საეჭვოა ან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, უნდა ჩატარდეს რადიოგრაფული გამოკვლევები.[53]
ყლაპვის დრეკადი ენდოსკოპიით შეფასება
დრეკადი ენდოსკოპით ყლაპვის შეფასება შესაძლოა ჩატარდეს მეტყველების პათოლოგის მიერ ავადმყოფის საწოლთან. დრეკადი ფიბრო-ოპტიკური ენდოსკოპის გამოყენებით შესაძლებელია ასპირაციის დიაგნოსტირება გადაცდენილი საკვების ხორხში პირდაპირი ვიზუალიზაციის გზით. ტესტი აგრეთვე აფასებს ხმოვანი იოგების ფუნქციონირებას. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ექსტუბაციიდან 24 საათში ჩატარებული FEES-ით ასპირაცია პაციენტთა 45%-ში დადასტურდა, რომელთაგან თითქმის ნახევარში პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. აღნიშნულმა პაციენტებმა განაახლეს პერორული კვება ექსტუბაციიდან საშუალოდ 5 დღეში, ყოველგვარი ფილტვისმიერი გართულების გარეშე.[30][53] FEES თავს არიდებს გამოსხივებას; ამასთან, მოდიფიცირებული ბარიუმის მიღება არაინვაზიურია და უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი.[54][55]
ყლაპვის ვიდეოფლუროსკოპიით გამოკვლევა და მოდიფიცირებული ბარიუმის ფაფის გადაყლაპვა
აღნიშნული ტესტების დროს, პაციენტი ბარიუმს ფლუროსკოპული ვიზუალიზაციის დროს ყლაპავს. გამოკვლევისას ჩანს რადიოგრაფულად გაუმჭვირვალე ნივთიერება, რომელიც გადადის ან გროვდება სასუნთქ გზებში.[53] ვიდეოფლუროსკოპული გამოკვლევისას გამოვლინდა, რომ მწვავე ინსულტის მქონე პაციენტთა 38%-ს აშკარა, ხოლო 67% -ს ფარული ასპირაცია აღენიშნებოდა.[56] მოდიფიცირებული ბარიუმის გადაყლაპვის ტესტით გამოვლინდა, რომ ტრაქეოსტომის მქონე, დადებითი-წნევით ვენტილირებულ პაციენტთა 50%-ში ასპირაცია გამოვლინდა, რომელთაგან 77%-შიც პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობდა.[26]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას