შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

62 წლის ქალს სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზით, გამოუვლინდა ფსიქიკური სტატუსის მწვავე ცვლილება, რაც მგულასმიერ ენცეფალიტზე მიანიშნებს და ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა. რამდენიმე თვის განმავლობაში პაციენტი იღებდა პრედნიზონს. დიაგნოსტიებული აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რის გამოც იღებ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს. რადიოლოგიური კვლევების მწოლიარე მდგომარეობაში ჩატარების დროს პაციენტს ჰქონდა ღებინება, რასაც მოჰყვა კუჭის მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის შიგთავსის ასპირაცია. შედეგად განვითარდა მძიმე რესპირატორული დისტრესი და ჰიპოქსემია, ჩატარდა ენდოტრაქეული ინტუბაცია, დაიწყო მექანიკური ვენტილაცია და პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გასინჯვით ვლინდება ორმხრივი ხიხინი და მსტვინავი სუნთქვა.

სხვა გამოვლინებები

ასპირაცია უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც ფონურმა დაავადებებმაშეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების ცვლილება. აღნიშნული პოპულაცია მოიცავს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ დისფაგია გასტროეზოფაგური შეერთების დესტრუქცია, ან ზემო სასუნთქი გზების ან გასტროინტესტინური ტრაქტის ანატომიური ანომალიები. გარდა ამისა, რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ზემო სასუნთქი გზების გამოკვლევა, მათ შორის ენდოსკოპიური პროცედურები. ნებისმიერი მდომარეობა, რომლის დროსაც შეცვლილია პაციენტის ცნობიერება ან დაქვეითებულია დამცველობითი მექანიზმები, მნიშვნელოვნად ზრდის ასპირაციის რისკს. ნაზოგასტრალური მილი, კანქვეშა ენდოსკოპური გასტროსტომა ან ენდოტრაქეული/ტრაქეოსტომის მილი მცირედით იცავს ასპირაციისგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით შეიძლება გაზარდოს რისკი.[2] კუჭის შიგთავსის ასპირაციის დროს შეიძლება განვითარდეს ასპირაციული პნევმონიტი, პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პირებში, ჩვილებში, ხანდაზმულებსა (>70 წლის) ან დისფაგიის მქონე დასუსტებულ პაციენტებში რადიოლოგიური გამოკვლევისას შეიძლება განვითარდეს ბარიუმის სულფატის ასპირაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე პნევმონიტი ან სიკვდილი.[3][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბარიუმის ჩაყლაპვის შემდეგ ბრონქოსკოპით დანახული ასპირატი მარჯვენა მთავარ ბრონქში ფილტვის ტრანსპლანტის რეციპიენტ პაციენტშიექიმ კამრან მაჰმუდის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@788e52c8

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას