კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კუჭის შიგთავსის ასპირაციის შედეგად განვითარებული პნევმონიტის ან მნევმონიის დროს გამოხატულია ლაქოვანი, ორმხრივი კონსოლიდაციები, პერიჰილარული და ბაზილარული განაწილებით.[28] ყველაზე ხშირად მარჯვენა ქვედა წილის ზედა და პოსტერობაზალური, ხოლო ზედა წილის უკანა სეგმენტები ზიანდება, მწოლიარე პოზიციაში მათი ქვედა მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ პაციენტი გასნხვავებულ პოზაში იმყოფება, შეიძლება დაზიანდეს სხვა სეგმეტებიც.

ცვლილებები რენტგენოლოგიური კვლევით, როგორც წესი, ასპირაციიდან 2 საათში ვლინდება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: A. პორტატული მდგომარე პოზიციაში გადაღებული გულმკერდის რენტგენი ასპირაციამდე; B. რენტგენი ასპირაციიდან 1 საათში, ვლინდება ორმხრივი დიფუზური ალვეოლური ინფილტრატები, განსაკუტრებით ქვედა წილებში.ექიმ ჰენრი კოლტის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1eacc08a

შედეგი

ლაქოვანი, ორმხრივი კონსოლიდაცია

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია)

ტესტი
შედეგი
ტესტი

კუჭის შიგთავსის ასპირაციის დროს, რადიოგრაფული გამოკვლევისას დაჩრდილვა ვლინდება ფილტვის ქვედა სეგმენტებში. გულმკერდის CT კვლევა ზუსტად განსაზღვრავს წილოვანი ან სეგმენტური ჩრდილების ადგილმდებარეობას. შორსწასულ შემთხვევებში, რადიოგრაფული ნიშნები შეიძლება არ განსხვავდებოდეს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისთვის დამახასიათებელი სურათისაგან.

ცხიმის ან კონტრასტული ნივთიერების ასპირაციის შეფასება CT კვლევაზე ასახული ატენუირებული ქსოვილების განსაზღვრით შეიძლება. ფილტვის აბსცესი და ემპიემა წარმოადგენს ასპირაციის გართულებას და CT კვლევით უფრო კარგადაა გამოხატული, ვიდრე სტანდარტული რენტგენოგრაფიით.[38]

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ასპირაციის დიაგნოსტირებისთვის გულმკერდის სტანდარტული რენტგენოლოგიური კვლევაც საკმარისია, არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა CT კვლევა, მაგალითად უცხო სხეულის ასპირაციაზე ეჭვის დროს ან თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება საწყისი თერაპიის საპასუხოდ (ემპიემის ან ფილტვის აბსცესის გამორიცხვის მიზნით).

შედეგი

ჩრდილები ქვედა სეგემნტებში

ბრონქოსკოპია ბრონქოალვეოლური ლავაჟით

ტესტი
შედეგი
ტესტი

სასუნთი გზების გაწმენდის მიზნით ბრონქოსკოპია ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ გადაცდენილი ნივთიერება მყარია ან რადიოგრაფული კვლევებით ვლინდება წილოვანი ან სეგმენტური კოლაფსი. გარდა ამისა, ბრონქოსკოპია გამოიყენება ბრონქოალვეოლური ლავაჟის დროს კულტურის შესაგროვებლად ან ნიმუშის ასაღები ჯაგრისის დასაცავად. მიღებული ნიმუშები შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპიის განსასაზღვრად გამოიყენება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებთანაც ემპირიულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო.

ბრონქოალვეოლური ლავაჟი შეიძლება ჩატარდეს მსგავსი რადიოგრაფული ნიშნების მქონე ალტერნატიური დიაგნოზების გამოსაკვლევად. ესენია მწვავე რესპირატორული დისტრესის მსგავსი მდგომარეობები, მაგ. მწვავე ინტერსტიციული პნევმონიტი (ჰამან-რიჩის სინდრომი), მწვავე ეოზინოფილური პნევმონია, მწვავე ობსტრუქციული ბრონქიოლიტი თანდართული მაორგანიზებელი პნევმონიით, დიფუზური ალვეოლური ჰემორაგია და მწვავე ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი.[39]

ბარიუმის სულფატის ასპირაციის შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ გამოხატულია ჰიპოქსია ან რესპირატორული დისტრესი, რეკომენდებულია ადრეული ბრონქოსკოპია სასუნთქი გზებიდან გადაცდენილი ბარიუმის ამოსაღებად. ფატალური გამოსავალიც აღინიშნა პაციენტებში, რომლებთანაც ბარიუმის ასპირაცია განვითარდა, მაგრამ ბრონქოსკოპია დროულად არ ჩატარდა.[13][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბარიუმის ჩაყლაპვის შემდეგ ბრონქოსკოპით დანახული ასპირატი მარჯვენა მთავარ ბრონქში ფილტვის ტრანსპლანტის რეციპიენტ პაციენტშიექიმ კამრან მაჰმუდის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1c2e54b4

შედეგი

სასუნთქი გზების ერითემა

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება პნევმონიის განვითარებისას კუჭის შიგთავსის ასპირაციის შემდეგ.

შედეგი

ლეიკოციტოზი

არტერიული სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

ასპირაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია.

შედეგი

ჟანგბადის შემცირებული პარციალური წნევა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას