ეპიდემიოლოგია

პერიოპერაციულ პერიოდში კუჭის შიგთავსის ასპირაცია შედარებით იშვიათია და მისი ინციდენტობა არ შეცვლილა ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში.[4] აშშ-ში, ბავშვებსა (3.8/10 000) და ზრდასრულებში (3.1/10 000) ასპირაციის ინციდენტობა მსგავსია.[5][6] თუმცა, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბავშვებში უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (10.2/10 000).[7] სკანდინავიურ საუნივერსიტეტო კლინიკებში, ზოგადი ანესთეზიის დროს ინციდენტობა 0.7/10 000-დან 4.7/10 000-მდე მერყეობს.[8] მძიმე ტრავმის პირობებში კი, ასპირაციის სიხშირე შეიძლება 38%-ს შეადგენდეს.[9] ასპირაცია ანესთეზიის ყოველი 3000 შემთხვევიდან 1-ში ვითარდება და პასუხისმგებელია ასოცირებული სიკვდილობის 10%-30%-ზე.[2] მიუხედავად იმისა, რომ ასპირაციის ინციდენტობის მაჩვენებელი დაბალი და შედარებით უცვლელია, ბოლო პერიოდში ქირურგიული ოპერაციები ხანდაზმულ და რთულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებშიც ტარდება, შესაბამისად ასპირაციის საშიშროებაც უფრო მაღალია.[4] საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ენტერალურ კვებაზე, აღნიშნული გართულების პრევალენტობა 4.4%-დან[10] 90%-მდე მერყეობს[11] და დამოკიდებულია ასპირაციის კლინიკურ განსაზღვრებაზე (ჩუმი თუ სიმპტომური), დიაგნსოტირების მეთოდზე, გასტროინსტესტინური მილის პოზიციაზე (ნაზოგასტრული თუ ნაზოიეუნური) და საკვები მილის ტიპზე (ნაზოგასტრული მილი თუ გასტროსტომა). კლინიკურად აშკრა ასპირაცია იშვიათია და გვხვდება ენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტთა <1%-შის კლინიკურად აშკრა ასპირაცია იშვიათია და გვხვდება ენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტთა <1%-ში გვხვდება.[11]

რადიოგრაფული გამოკვლევებისას ბარიუმის კონტრასტის შემთხვევითი ასპირაცია იშვიათია, თუმცა GERD-ის მქონე ბავშვთა 8%-ში შეიძლება განვითარდეს.[12] ფილტვის დაზიანების სიმძიმე სუსპენზიის სიმკვრივეზეა დამოკიდებული. მაღალი სიმკვრივის ბარიუმის სულფატი ყველაზე ძლიერ დაზიანებას იწვევს და შეიძლება ფატალური გამოსავალით დასრულდეს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.[3][13][14][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბარიუმის ჩაყლაპვის შემდეგ ბრონქოსკოპით დანახული ასპირატი მარჯვენა მთავარ ბრონქში ფილტვის ტრანსპლანტის რეციპიენტ პაციენტშიექიმ კამრან მაჰმუდის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@217a44a6

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას