განხილვები პაციენტთან
ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში, ყველა პაციეტმა უნდა იშიმშილოს ოპერაციამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სუფთა სითხეები (წყალი, წვენი, ყავა ან ჩაი) 2 საათამდე პრეოპერაციულად, მსუბუქი საკვები 6 საათამდე და დაახლოებით 150 მლ სითხე პერორული მედიკამენტებით ქირურგიამდე 1 საათით ადრე.[32][71] მოცემული რეკომენდაციები არ მოიცავს რძეს, ცხიმის-შემცველ სითხეებს ან მყარ საკვებს. მყარი საკვების შემთხვევაში შიმშილის სულ მცირე 6 საათია საჭირო. საღეჭი რეზინის და ტამბაქოს ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ არის ნაჩვენები ანსეთეზიის დაწყებამდე ბოლო 2 საათის განმავლობაში, რადგან შეიძლება გაზარდონ კუჭის შემცველობა. ასპირაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს. ანესთეზიოლოგთა ამერიკული საზოგადოება რეკომენდაციას უწევს იმავე შეზღუდვებს სედაციისა და ტკივილის გაყუჩების დროს, რასაც ზოგადი ანესთეზიის დროს.[72]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას