მონიტორინგი

კუჭის ნარჩენი მოცულობის ზღვრულ მაჩვენებლთან შედარებით განისაზღვრება ასპირაციის რისკი საკვები მილის მქონე პაციენტებში. რადგან კუჭის ნარჩენი მოცულობის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც ასპირაციის აშკარა რისკზე მიუთითებს, განსხვავდება სხვადასხვა კვლევაში, ამიტომ აღნიშნული შეფასება აუცილებლად კლინიკურ გამოკვლევევბთან ერთად უნდა მოიაზრებოდეს, როგორებიცაა ნაწლავების აუსკულტაცია და მუცლის გარშემოწერილობის განსაზღვრა.[24] ასპირაციის რისკის შესამცირებლად საჭირო ღონისძიეებების გატარება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც კუჭის ნარჩენი მოცულობა 200 მლ-ს გადააჭარბებს.[70]

ბარიუმის ინერტული ბუნებიდან გამომდინარე, შორეული რეაქციები და გვიანდელი ტოქსიკურობა არ არის მოსალოდნელი და სრული რადიოგრაფული გაუმჯობესება სტანდარტია. ბარიუმის მასიური ასპირაციის შემდგომი გართულებების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა შემთხვევათა აღწერით დგინდება, რომ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით ცვლილებები ერთი წლის თავზეც შეიძლება აღინიშნებოდეს.[69] შესაბამისად, გამართლებულია განმეორებითი რადიოგრაფული კვლევების ჩატარება ბარიუმის ასპირაციიდან 1 წლის განმავლობაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას