ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია ზოგადი ანესთეზია, ცერებროვასკულური დაავადება, თავის ტრავმის და დისფაგიის ანამნეზი, >70 წლის ასაკი და მამრობითი სქესი.
მდგრადი ხველა
გვხვდება კუჭის შიგთავსის ასპირაციის შემთხვევათა 36%-ში.[40]
ცხელება
ძალიან ხშირია კუჭის შიგთავსის ასპირაციის შემდეგ, ვითარდება შემთხვევათა 94%-ში.[40]
ქოშინი
ძალიან ხშირია კუჭის შიგთავსის ასპირაციის შემდეგ, ვითარდება შემთხვევათა 78%-ში.[40] მძიმე შემთხვევების დროს, არაკარდიოგენული ეტიოლოგიის ფილტვების შეშუპების ფონზე შეიძლება გგანვითარდეს სუნთქვის უკმარისობა.
მსტვინავი სუნთქვა
გვხვდება კუჭის შიგთავსის ასპირაციის შემთხვევათა 32%-ში.[40]
ხიხინი
ხშირი ნიშანია აუსკულტაციის დროს კუჭის შიგთავსის ასპირაციის მქონე პაციენტებში, ვითარდება შემთხვევათა 72%-ში.[40]
რისკფაქტორები
ძლიერი
დაქვეითებული ცნობიერება (გლაზგოს კომის შკალა <9)
დაკავშირებულია ტრავმასთან, სედაციური მედიკამენტების გამოყენებასთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან, ზოგად ანესთეზიასა ან ნევროლოგიურ დარღვევებთან (მაგ:. ტვინის სიმსივნე, გულყრები, პარკინსონის დაავადება, გონებრივი ჩამორჩენა, ინსულტი). აზიანებს სასუნთქი გზები დამცველობით მექანიზმებს და ზრდის უცხო სხეულის ასპირაციის რისკს.[17][11]
დაავადების მზარდი სიმძიმე
ზოგადი ანესთეზია
ცნობიერების დაქვეითება იწვევს დამცველობითი რვეფლექსების დათრგუნვას. საანესთეზიო მედიკამენტებმა შეიძლება შეამციროს საყლაპავის ქვედა და ზედა სპინქტერის ტონუსი და გაზარდოს გასტროლარინგული რეფლუქსის რისკი. მწოლიარე პოზიცია ზრდის რეფლუქსის რისკს.[4]
>70 წლის ასაკი
ასპირაციის რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მეშვიდე დეკადის პერიოდში ან შემდეგ. აღნიშული ფაქტი, სავარაუდოდ, განპირობებულია ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ნევროლოგიური და ცერებროვასკულური შემთხვევების მაღალი პრევალენტობით, რაც იწვევს დისფაგიასა და/ან ხველი რეფლექსის დაქვეითებას.[17][15][22] საკვებით ასფიქსიის მწვავე შემთხვევათა 50% 71-დან 90 წლამდე ასაკის პაციენტებში ვითარდება.[23]
თავის ტრავმა
შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერებისა და სასუნთქი გზების რეფლექსების დაქვეითება. კუჭის შიგთავსის ასპირაციის მაღალი რისკი აგრეთვე განპირობებულია ტრავმის შედეგად მომატებული ქალაშიდა წნევით, რომელიც კუჭის დაცლას აფერხებს.[24]
ცერებროვასკულური დაავადება
მწვავე ინსულტის მქონე პაციენტთა 1/3-ზე მეტს რადიოგრაფული გამოკვლევისას აღენიშნება ასპირაცია.[15] ყლაპვის დარღვეული პროცესი ასპირაციის რისკს ზრდის.[15] დისფაგიის მქონე პაციენტებში ხახის მოტორული რეაგირება დაგვიანებულია, ხორხის ელევაცია კი შემცირებული, რაც ყლაპვის დროს პირის ღრუს, ხახისა და ხორხის არააკოორდინირებულ მოძრაობას განაპირობებს.[25]
ენდოტრაქეული ან ტრაქეოსტომის მილი
ენდოტრაქეული ან ტრაქეოსტომის მილი ასპირაციის რისკს ზრდის. გასაბერი ბალიშის მქონე მილები სრულყოფილ დაცვას ვერ უზრუნველყოფს[22][26][27] და ამავდროულად მექანიკურად აფერხებს ყიას ან კარდიული სპინქტერის დახურვას.[28] 8 საათზე ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე ენდოტრაქეულმა ინტუბაციამ შეიძლება ლარინგოტრაქეული გართულებები გამოიწვიოს, რომლებიც ექსტუბაციისას ასპირაციის რისკს ზრდის.[29]
ექსტუბაციის შემდეგ ასპირაცია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა 45%-ში აღინიშნა. ასპირაციის მექანიზმი მრავალფეროვანია და მოიცავს ხმოვანი იოგების დაწყლულებისა და ლარინგული ედემის შედეგად განვითარებული ყიას ანატომიურ ცვლილებებსა და ყლაპვის რეფლექსის დარღვევას, რომელიც კუნთების ატროფიის, დარღვეული კოორდინაციის და ხორხის სენსორული დეფექტების ფონზე ვითარდება.[30] ტრავმული ინტუბაცია (სისხლი ენდოტრაქეულ მილში, ეზოფაგური ინტუბაცია და ინტუბაციის მრავალი მცდელობა) მნიშვნელოვნად ზრდის ასპირაციის რისკს ექსტუბაციის შემდეგ.
დისფაგია
ყლაპვის დარღვეული პროცესი ასპირაციის რისკს ზრდის.[15] დისფაგიის მქონე პაციენტებში ხახის მოტორული რეაგირება დაგვიანებულია, ხორხის ელევაცია კი შემცირებული, რაც ყლაპვის დროს პირის ღრუს, ხახისა და ხორხის არააკოორდინირებულ მოძრაობას განაპირობებს.[25]
ოროფარინგეული დისფაგიის განვითარების მაღალი რისკის მქონე მდგომარეობებია ნევროლოგიური დარღვევები (ცერებროვასკულური დაავადება, თავის ტრავმა, თავის დახურული დაზიანება, კისრის მალების დაზიანება, ანოქსია, გულყრა, ხმოვნი იოგების პარეზი, პარკინსონის დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავდება), ზოგიერთი ქირურგიული ჩარევა (თავისა და კისრის სიმსივნე, ხერხელის კისრის წინა ან უკანა ნაწილის ქირურგია, თავის ტვინის ქირურგია, კორონარული სისხლძარღვების შუნტირება, ეზოფაგოგასტრექტომია), სტურქტურული პათოლოგიები (ოროფარინგეული სიმსივნე, ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულა), გასტროინტესტინური დარღვევები (ლარინგოფარინგეული რეფლუქსი), ტრაქეოსტომა, სედაციური და ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტები.
სასუნთქი გზების გართულება
ბარიუმის ფაფა
შეიძლება მოხდეს ასპირაცია რადიოგრაფული გამოკვლევებისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბარიუმის ჩაყლაპვის შემდეგ ბრონქოსკოპით დანახული ასპირატი მარჯვენა მთავარ ბრონქში ფილტვის ტრანსპლანტის რეციპიენტ პაციენტშიექიმ კამრან მაჰმუდის პერსონალური კოლექციიდან [Citation ends].
სუსტი
მამრობითი სქესი
მამაკაცებში ასპირაციის რისკი თითქმის გაორმაგებულია ქალებთან შედარებით. აღნიშული ფაქტი, სავარაუდოდ, მამაკაცებში ნევროლოგიური დაავადებებისა და კარდიოვასკულური შემთხვევების მაღალი ინციდენტობით აიხსნება.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
წარმოადგენს დამოუკიდებელ რისკფაქტორს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში და აგრეთვე პერიოპერაციულ პერიოდში ზოგადი ანესთეზიის დროს.[4][11] გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის გაზრდილი რისკის მქონე მდგომარეობებია საყლაპავის დაავადებები (სისხლძარღვების კოლაგენის დაავადება, სიმსივნე, აქალაზია, დარღვეული პერისტალტიკა), დიაფრაგმის თიაქარი, პეპტიური წყლული, გასტრიტი, ნაწლავის ობსტრუქცია, ილეუსი და მომატებული ქალაშიდა წნევა.[22]
საკვები მილები
ნაზოენტერულმა საკვებმა მილმა შეიძლება გააღიზიანოს ხახა და ხელი შეუწყოს ასპირაციას საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსის დაქვეითების მეშვეობით.[31] საკვები მილის კუჭში მოთავსება ასპირაციის რისკს ზრდის, პოსტპილორული პოზიცია კი შეიძლება დამცავი იყოს.[11] დიდი ზომის საკვები მილები ხელს უწყობს აპირაციას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში. ნაზოგასტრულ მილთან შედარებით გასტროსტომის მილს ასპირაციის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვს თუ არა ჯერ კიდევ გაურკვეველია.[24]
მწოლიარე პოზიცია
სტომატოლოგიური, სამედიცინო ან რადიოგრაფული პროცედურების, ტრანსპორტისა და ზოგადი ანესთეზიის დროს საჭირო მწოლიარე პოზიცია ტრაქეისა და ოროფარინგული ღრუს ერთსა და იმავე დონეზე განლაგებას განაპირობებს, რაც ხელს უწყობს მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით კუჭის შიგთავსის ოროფარინქსში მოხვედრას. აგრეთვე დაკავშირებულია გაძნელებულ ყლაპვასთან. სედაცია და ანესთეზია დამცავი რეფლექსების დათრგუნვის მეშვეობით აძლიერებს ასპირაციის განვითარების რისკს.[19]
კუჭის დაყოვნებული დაცლა
ენტერალურ კვებაზე მყოფ კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებში ხშირია კუჭის ჭარბი ნარჩენი მოცულობა. აღნიშნული გულღებინებისა ან საკვების რეგურგიტაციის რისკს ზრდის და შესაბამიასად ხელს უწყობს ასპირაციას.[24] დაკავშირებული ფაქტორებია აბდომინური ქირურგია, მედიკამენტები (პროპოფოლი, მორფი, დოფამინი), სეფსისი, მეტაბოლური დარღვევები (ჰიპერგლიკემია, დიაბეტი, ჰიპოკალემია), თირკმელების უკმარისობა და მომატებული ქალასშიდა წმევა.
სიმსუქნე
ასპირაციის დამოუკიდებელი რისკფაქტორი, რომელიც ზოგად ანესთეზიასთან არის დაკავშირებული.[32]
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ საყლაპავის სპინქტერის ტონუსს
ანესთეზიისას და ინტენსიურ განყოფილებაში გამოყენებულმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ საყლაპავის ქვედა და ზედა სფინქთერის ტონუსი და გაზარდონ ასპირაციის რისკი. აღნუშნული წამლებია ატროპინი, გლიკოპიროლატი, დოფამინი, ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, განგლიობლოკატორები, თიოპენტალი, ბეტა-ადრენერგიული სტიმულანტები, ჰალოთანი, ენფლურანი და პროპოფოლი. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებსაც აქვთ მსგავსი ეფექტი.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას