დიფერენციული დიაგნოზები
მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
გვხვდება სეფსისისა ან ტრავმის პირობებში. ნიშნები და სიმპტომები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტისგან, რამაც თავისმხრივ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[41]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან.
ასთმის გამწვავება
ნიშნები / სიმპტომები
მსტვინავი სუნთქვა, როგორც წესი, შეტევითი, ხანგამოშვებითი ხასიათის და დიფუზურია. მცირდება ბრონქოდილატატორების მიღების შემდეგ და ხასიათდება მრავლი განსხვავებული ტონით. ხველა პროვოცირდება ვარჯიშით, სიცივით, ფიზიკური დატვირთვითა და ალერგენებით. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ატოპიის ან ასთმის პირადი ან ოჯახური ანამნეზი.[42]
კვლევები
ფილტვის ფუნქციური ტესტებით, როგორც წესი, ვლინდება შექცევადი ობსტრუქციული დარღვევები.[42]
გამწვავებით მიმდინარე ცისტური ფიბროზი
ნიშნები / სიმპტომები
მსტვინავი სუნთქვა ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე ვლინდება, თანდართული წონის მომატების პრობლემებით, დიარეითა და განმეორებითი სინისური და პულმონური ინფექციებით. ცხვირის გამოკვლევისას შეიძლება გამოვლინდეს პოლიპები. ხველა პროდუქტიული და სველია, რაც ჩირქოვან პროცესზე მიუთითებს, როგორიცაა ბრონქოექტაზია. ოჯახურ ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს ბრონქოექტაზია.[42]
კვლევები
ოფლში ქლორის გამოკვლევისას ვლინდება ქლორის მომატებული რაოდენობა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს ბრონქიექტაზია, თუმცა CT უფრო მგრძნობიარეა.[43]
ფილტვის ობსტრუქციული დაავადების გამწვავება
ნიშნები / სიმპტომები
მსტვინავი სუნთქვა დიფუზურია, დაკავშირებულია ლორწოს დიდი რაოდენობით წარმოქმნასთან და პროგრესული დისპნოეს ანამნეზთან.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიით გამოხატულია პერიბრონქული გასქელება და გადაბერილი ფილტვები.
ინფექციური პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომებსა და ნიშნებში განსხვავება არ არის
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს წილოვანი კონსოლიდაცია.
გულის შეგუბებითი უკმარისობა
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება გამოხატული იყოს ორთოპნოე, პაროქსიზმული ღამის დისპნოე და დისკომფორტი მარჯვენა ზედა კვადრანტში. ნახველი, როგორც წესი, თუ გამოხატულია - ქაფიანია. ცხელება, როგორც წესი, არ ვლინდება.[44]
გულის მესამე ტონის გალოპის რიტმს აქვს 50% -მდე მგრძნობელობა, მაგრამ 90% სპეციფიკურობა. ცვალებადი პულსი, რომელიც ხასითდება თანაბარი დაშორების ძლიერი და სუსტი პერიფერული დარტყმებით, პათოგნომურია მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მძიმე შემთხვევებისთვის.[44][45]
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების გადიდებული სისხლძარღვები, კარდიომეგალია და ფილტვების შეშუპება; ინფილტრატები შარდმდენების დაწყებიდან მალევე ქრება.
ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი >100 ნანოგრამი/ლ (>100 პოკოგრამი/მლ) დიაგნოსტიკურია გულის უკმარისობისთვის, 90%-ანი მგრძნობელობით, 76%-ანი სპეციფიკურობითა და 83%-ანი პროგნოზული სიზუსტით.[46]
მწვავე ინტერსტიციული პნევმონიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებელი სიმპტომები ან ნიშნები არ გვხვდება, თუმცა შეიძლება განვითარდეს რამდენიმე დღიდან კვირამდე პერიოდში. ზოგიერთ შემთხვევაში, იდიოპათურია (ჰამან-რიჩის სინდრომი); ან ვითარდება სისხლძარვების კოლაგენული დაავადების, ციტოტოქსიკური მედიკამენტების ან ინფექციური აგენტების შედეგად; ან შეიძლება განვითარდეს თანაარასებული ფილტვის იდიოპათური ფიბროზის ფონზე.[39]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან.
ბრონქოალვეოლური ლავაჟი შეიცავს >10% ნეიტროფილებს, ფილტვის ბიოფსიისას კი ვლინდება დიფუზური ალვეოლური დაზიანება.[39]
მწვავე ობსტრუქციული ბრონქიოლიტით მიმდინარე მაორგანიზებელი პნევმონია (BOOP)
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ არსებობს. შეიძლება იყოს იდიოპათური ან განვითარდეს სისხლძარღვების კოლაგენური დაავადების, მედიკამენტების, რადიაციის ან ინფექციის შედეგად.[39]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან. მაორგანიზებელი პნევმონიის დროს ბრონქოალვეოლური ლავაჟით ვლინდება ნეირტოფილია და ზოგჯერ ლიმფოციტოზი (მაგრამ <25% ლიმფოიტები) თანდართული ეოზინოფილიით (მაგრამ <25% ეოზინოფილები).[39]
მწვავე ეოზინოფილური პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებებლი ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე, დაავადების ხანგრძლივობა, როგორც წესი, <1 კვირაა. შეიძლება იყოს იდიოპათური ან განვითარდეს მედიკამენტების შედეგად.[39]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან. ბრონქოალვეოლური ლავაჟით ვლინდება >25% ეოზინოფილია. ეოზინოფილური პლევრული ეფუზია იშვიათია. ეოზინოფილური ინფილტრატი და დიფუზური ალვეოლური დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის ბიოფსიისას.[47]
მწვავე ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებებლი ნიშნები და სიმპტომები არ არსებობს. როგორც წესი, ვითარდება ორგანული აგენტის ინჰლალაციიდან 4-6 საათში. გამოწვეულია გარემო და ოკუპაციურ ანტიგენებთან ექსპოზიციით.[39]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან. გრანულომატოზური და უჯრედული პნევმონიტი, თანდართული დიფუზური ალვეოლირი დაზიანებით, შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის ბიოფსიისას. ბრონქოალვეოლური ლავაჟით ვლინდება ლიმფოციტოზი (>25%) და ზოგჯერ ნეიტროფილია (<10%).[39]
დიფუზური ალვეოლური სისხლდენა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტთა 33%-ში სისხლიანი ხველა არ არის გამოხატული. გამომწვევი მიზეზებია ვასკულიტი, სისხლძარღვების კოლაგენური დაავადება, ბაზალური მემბრანის საწინააღმდეგო ანტისხეულების დაავადება, კოაგულოპათიები, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების სინდრომი და დიფუზური ინფექციები.[39]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან. პულმონური კაპილარიტი, ზომიერი ჰემორაგია და დიფუზური ალვეოლური დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ფილტვის ბიოფსიისას.
ბრონქოალვეოლური ლავაჟით ვლინდება პროგრესულად სისხლიანი ნიმუში. ციტოლოგიით ვლინდება ერითროციტები და ჰემოსიდერინით დატვირთული მაკროფაგები.
შარდის ანალიზით ვლინდება პროტეინურია, ჰემატურია და ერითროციტული ცილინდრები პულმონურ-რენული სინდრომის დროს.[39]
ფილტვების ნეიროგენური შეშუპება
ნიშნები / სიმპტომები
განმასხვავებელი ნიშნებისა და სიმპტომების გარეშე. როგორც წესი, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაზიანებიდან, როგორებიცაა გულყრა, თავის ტრავმა ან სისხლდენა, რამდენიმე წუთიდან საათში ვითარდება. სპონტანურად გაივლის 48-72 საათში.[48]
კვლევები
ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები არ განსხვავდება ასპირაციული პნევმონიტის დროს გამოხატული მსგავსი სურათისაგან.[48]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას