დიფერენციული დიაგნოზები

ასთმა, მწვავე გართულება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მსტვინავი ხიხინი ამოსუნთქვაზე და გულმკერდის შებოჭილობა[47]

კვლევები

ბრონქოდილატატორები ამსუბუქებენ სიმპტომებს.

ფქოდი, მწვავე გამწვავება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხელება, ხველების გაძლიერება და ნახველის ფერის შეცვლა ინფექციურ გამწვავებაზე მიუთითებს. თუმცა, ფილტვის ბულოზური დაავადება შეიძლება კლინიკურად არ განსხვავდებოდეს პნევმოთორაქსისგან.[47]

კვლევები

ჩვეულებრივ, გულმკერდის რენტგენოგრაფია საკმარისია, მაგრამ პნევმოთორაქსის ფილტვის ბულოზური დაზიანებისგან განსასხვავებლად შეიძლბა საჭირო გახდეს გულმკერდის CT.[41]

ფილტვის ემბოლია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თრომბოემბოლიის ისეთი რისკფაქტორების არსებობა, როგორიცაა სიმსუქნე, საწოლში ხანგრძლივად წოლა, ორსულობა / მშობიარობის შემდგომი პერიოდი, თანდაყოლილი თრომბოფილია, აქტიური ავთვისებიანი სიმსივნე, ბოლო დროს გადატანილი ტრავმა / მოტეხილობა და გადატანილი თრომბოზის ანამნეზი. ფიზიკალური გამოკვლევით აღმოჩენილი პათოლოგიები, რომლებიც მიუთითებს ღრმა ვენების თრომბოზზე, სახეზეა პაციენტების 50%-ში.[2]

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრამა, ჩვეულებრივ, ნორმალურია, თუმცა შეიძლება სახეზე იყოს ფილტვის ვასკულარული ოლიგემია და ატელექტაზი. შეიძლება განვითარდეს ფილტვის ინფილტრატები. ისინი ნებისმიერი ფორმის შეიძლება იყოს, არა მხოლოდ სოლისებრი.

პულმონარული CT ანგიოგრამა ფილტვის არტერიაში თრომბის პირდაპირი ვიზუალიზაციით.

ვენტილაციურ-პერფუზიური სკანირება (V/Q სკანირება) ვენტილაციის უბნით პერფუზიის გარეშე.

მიოკარდიუმის იშემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, პაციენტი უჩივის გულმკერდის შებოჭილობას და ქოშინს დატვირთვაზე. დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, ჩვეულებრივ, მკერდის ძვლის უკან, რომელსაც პაციენტი აღწერს, როგორც ზეწოლის შეგრძნებას. ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს კისერში და ქვემოთ ხელებში. გულმკერდის დისკომფორტს შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, ღებინება და ოფლიანობა.

კვლევები

ეკგ-ს შეუძლია გამოავლინოს იშემია და დაზიანების ეკგ კანონზომიერებები.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში იმატებს გულის ბიომარკერების კონცენტრაცია შრატში.

პლევრული გამონაჟონი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტები განიცდიან ტკივილს. თუმცა, პლევრის ღრუში სითხის დაგროვებისას ვისცერალური და პარიეტული პლევრა ერთმანეთს დაშორდება და ტკივილი შემსუბუქდება. ფიზიკალური გამოკვლევით ვლინდება ვიბრაციის დაქვეითება, მოყრუებული პერკუსიული ხმიანობა და აუსკულტაციური ხმიანობის დაქვეითება. პლევრული სითხის დაგროვებასთან ერთად პაციენტს შეიძლება გაუძლიერდეს ქოშინი.

პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ex vacuo პნევმოთორაქსი (აუხსნელი,ამ შემთხვევაში ჩარევა საერთოდ არ არის საჭირო).

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფიით, ჩვეულებრივ, შესაძლებელია პლევრული გამონაჟონის დიაგნოსტირება. გულმკერდის რენტგენოგრამაზე კოსტოფრენიულ კუთხესთან მენისკის ნიშანი დიაგნოსტიკურია. გულმკერდის რენტგენოგრაფიით გამონაჟონის ვიზუალიზაციისთვის 250-დან 500 მლ-მდე პლევრული სითხის არსებობაა საჭირო.

CT სკანირება უფრო მგრძნობიარეა და შესაძლოა, კლინიცისტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს პლევრული სითხის ეტიოლოგიასთან დაკავშირებით.

ბრონქოპლევრული ფისტულა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბრონქოპლევრული ფისტულა არის კავშირი პლევრის ღრუსა და ბრონქულ ხეს შორის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ან მეტხანს გრძელდება. ყველაზე გავრცელებული მიზეზია ფილტვის რეზექციის ოპერაციის შემდგომი გართულება. სხვა ეტიოლოგიურიმიზეზებია ფილტვების ნეკროზის გართულებული ინფექცია, მუდმივი სპონტანური პნევმოთორაქსი, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ფილტვის ბრონქოგენული კარცინომის და მეტასტაზური კიბოს გამო და ტუბერკულოზი.

ფილტვის ფისტულას ახასიათებს უეცარი ქოშინი, ჰიპოტენზია, კანქვეშა ემფიზემა, ხველება, ჩირქოვანი ნახველი და ტრაქეისა და შუასაყარის გადაწევა.[48]

კვლევები

დიაგნოზის დადგენა ხდება გულმკერდის მილის ან წვრილი კათეტერის პნევმოთორაქსში მოთავსებით და ჰაერის მუდმივი გაჟონვის დემონსტრირებით.

ფილტვის ფიბროზული დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, პაციენტები უჩივიან ნელა პროგრესირებად დისპნოეს. გულმკერდის აუსკულტაციით ისმინება ხიხინი. ასევე, შეიძლება გამოვლინდეს გულის მეორე ხმიანობა. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დოლისჯოხისებრი თითები.

კვლევები

ფილტვის ფიბროზულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პირველად კვლევას ხშირად გულმკერდის რენტგენოგრაფია წარმოადგენს.

თუმცა, CT სკანირება უფრო მგრძნობიარე მეთოდია და გვეხმარება ფილტვის მიმდინარე ანთებითი დაავადების დადგენაში. დაბურული მინის მსგავსი ინფილტრატი ალვეოლიტის არსებობაზე მიუთითებს.

შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები და თერაპიული ჩარევები.

საყლაპავის პერფორაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საყლაპავის პერფორაცია ყველაზე ხშირად გვხვდება სამედიცინო ინსტრუმენტული ჩარევის ან პარა-ეზოფაგური ქირურგიის შემდეგ, საყლაპავის შიდა წნევის უეცარი ზრდის შედეგად გულმკერდის შიდა წნევის შემცირებასთან ერთად, დაჭიმვის ან ღებინების გამო (ბურჰავეს სინდრომი).

პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილს მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში. ამის შემდეგ სწრაფად ვითარდება ოდინოფაგია, ტაქიპნოე, დისპნოე, ციანოზი, ცხელება და შოკი. ფიზიკალური გამოკვლევა, ჩვეულებრივ, არაინფორმატიულია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. კანქვეშა ემფიზემა (კრეპიტაცია) მნიშვნელოვანი დიაგნოზტიკური ნიშანია, თუმცა არც ისე მგრძნობიარე. შეიძლება განვითარდეს პლევრული გამონაჟონი პნევმოთორაქსით ან მის გარეშე.

კვლევები

საყლაპავის გახევის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფიული სურათი თითქმის ყოველთვის პათოლოგიურია. დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის დადგენაში დაგვეხმარება ჰაერის არსებობა შუასაყარში ან პერიტონეუმის ღრუში. მოგვაინებით შუასაყარი ფართოვდება, ვითარდება კანქვეშა ემფიზემა და პლლევრული გამონაჟონი პნევმოთორაქსით ან მის გარეშე. CT სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის კედლის შეშუპება და შესქელება, ჰაერი ექსტრაეზოფაგურ სივრცეში, პერიეზოფაგური სითხე აირის ბუშტუკებით ან მათ გარეშე, შუასაყარის გაფართოება, ჰაერი ან სითხე პლევრის ღრუში და რეტროპერიტონეურად.

დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია წყალში ხსნადი კონტრასტული ეზოფაგრამით, რომლითაც გამოჩნდება კონტრასტული ნივთიერების გაჟონვის ადგილი და მოცულობა.

გიგანტური ბულები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტის სიმპტომები და ფიზიკალური გამოკვლევის მონაცემები პნევმოთორაქსის მსგავსია. პაციენტს, ასევე, შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა მიზეზით განპირობებული მწვავე ქოშინი (მაგ. ფქოდ-ის გამწვავება).

კვლევები

გიგანტური ბულა განისაზღვრება როგორც ბულა, რომელიც იკავებს გულმკერდის იფსილატერალური მხარის ერთ მესამედს ან მეტს და დროთა განმავლობაში ნელა იზრდება. თუმცა, თუ შედარებისთვის ძველი რენტგენოგრაფიული სურათები არ გვაქვს, პნევმოთორაქსისგან დიფერენცირება შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ბულის შიგნით არსებული სუსტი რადიოკონტრასტული ხაზები შეიძლება ერთადერთი ნიშანი იყოს იმისა, რომ რენტგენოლოგიური პათოლოგია პნევმოთორაქსი არ არის.

ვინაიდან გიგანტურ ბულაში გულმკერდის მილის ჩადგმამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს, ორ დიაგნოზს შორის დიფერენცირების მიზნით უნდა გაკეთდეს გულმკერდის CT სკანირება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას