მიდგომა

თუ პაციენტს აღენიშნება დაჭიმული პნევმოთორაქსის დამახასიათებელი სიმპტომები, საჭიროა დაუყოვნებელი ჩარევა, რითაც შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა.

პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ უფრო დუნე მიმდინარეობა, ჩვეულებრივ აღნიშნავენ ქოშინს და გულმკერდის ტკივილს. სუნთქვის გაძნელების ხარისხი დამოკიდებულია ფილტვების ფონურ დაავადებაზე და პნევმოთორაქსის გამომწვევი ჰიპოქსიისა და ტკივილის ხარისხზე. პნევმოთორაქსის ზომა არ არის აუცილებელი კორელაციაში იყოს გამოვლენილ სიმპტომებთან.

უნდა შეფასდეს სპონტანური პნევმოთორაქსის განვითარების რისკფაქტორები, როგორიცაა ქრონიკული რესპირატორული დაავადებების არსებობა.[1] ვინაიდან პნევმოცისტური ჟიროვეცის ინფექცია შეიძლება გახდეს პნევმოთორაქსის მიზეზი, პაციენტი უნდა გამოიკითხოს აივ ინფექციის რისკფაქტორების შესახებ.[27]

კლინიკური გამოვლინება

დაჭიმული პნევმოთორაქსი

  • პაციენტები უჩივიან მძიმე და პროგრესირებად ქოშინს და იმყოფებიან სტრესში გახშირებული გაძნელებული სუნთქვის, ციანოზის, პროფუზული ოფლიანობის და ტაქიკარდიის გამო. ის შეიძლება გადაიზარდოს შოკში და გამოიწვიოს სიკვდილი თუ ჩარევა არ განხორციელდება.

  • საჭიროა დაუყოვნებლივ ჩარევა გულმკერდის შესაბამის ნაწილზე კომპრესიის მოსახსნელად (ნემსით ან ღია წესით).[1][35]


    დაძაბულობის პნევმოთორაქსის ნემსით დეკომრესიის ანიმაციური ჩვენება
    დაძაბულობის პნევმოთორაქსის ნემსით დეკომრესიის ანიმაციური ჩვენება

    როგორ მოვახდინოთ დაჭიმული პნევმოთორაქსის დეკომპრესია. გვიჩვენებს მოზრდილი ადამიანის მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში მსხვილი კალიბრის ინტრავენური კანულის შეყვანას.


პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსი

  • პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან უეცარ ქოშინის და ტკივილს გულმკერდის იფსილატერალურ მხარეს. ქოშინის სიმძიმე პლევრის ღრუში არსებული ჰაერის მოცულობაზეა დამოკიდებული.

  • პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის შემთხვევების უმეტესობა მოსვენებულ მდგომარეობაში იწყება. შესაბამისად, პაციენტებს ხშირად შეუძლიათ, დაასახელონ პნევმოთორაქსის განვითარების ზუსტი დრო.[39]

  • ზოგიერთ შემთხვევაში გულმკერდის ტკივილისა და ქოშინის ტიპიური სიმპტომები უმნიშვნელოდ ან სულ არ არის გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა ეჭვის მაღალი ინდექსი.

მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი

  • პაციენტები უჩივიან უეცარ ქოშინის და ტკივილს გულმკერდის იფსილატერალურ მხარეს. ფილტვის ფონური დაავადების გამო მათი სიმპტომები ტიპიურად უფრო მძიმეა, ვიდრე პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის შემთხვევაში.[35]

  • კატამენიური პნევმოთორაქსი როგორც წესი მარჯვენამხრივია, რაც ითვლება რომ პერიტონიალური სითხის საათის ისრის მიმართულებით მოძრაობას უკავშირდება, რის გამოც ენდომეტრიუმის ქსოვილის მარჯვენამხრივი იმპლანტაციის ალბათობა იზრდება. ამის მაღალი ვარაუდი უნდა გვქონდეს რეპროდუქციული ასაკის ქალებთან და თუ არის თანმხლები ჰემოპტიზი ან პლევრალური გამონაჟონი.[25]

პნევმოთორაქსი ex vacuo

  • სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო, პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ხველას. ქოშინის სიმძიმე შეიძლება დაკავშირებული იყოს შეჭმუხნული ფილტვის მოცულობაზე და/ან პლევრის ღრუში არსებული ჰაერის მოცულობაზე.

  • ასევე შეიძლება იყოს სიგნალი ფილტვის არგაშლის შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც მიმდინარე პროცესმა (მაგ., პლევრაში ავთვისებიანი გამონაჟონით გამოწვეულმა პლევრის ვისცერალური ფურცლის გაუხეშებამ), ისე წარსულმა პროცესმა (მაგ. ემპიემამ, რომლის დრენიერაბ ანტიბიოტიკოთერაპიის მიუხედავად ვერ მოხერხდა).

ფიზიკური გამოკვლევა

დაჭიმული პნევმოთორაქსი

  • ნიშნები დიდი სპონტანური პნევმოთორაქსის მსგავსია; თუმცა, გულმკერდის ჩართული მხარე უფრო დიდია, ნეკნთაშუა სივრცეების გაფართოებით, ვლინდება ჰიპერრეზონანსი პერკუსიით, ხოლო ტრაქეა გადაწეულია გულმკერდის კონტრალატერალური მხარისკენ.

  • დაძაბულობის პნევმოთორაქსის განვითარებას, როგორც წესი, თან ახლავს პაციენტის კარდიო-პულმონარული სტატუსის უეცარი გაუარესება. პაციენტს შეიძლება სწრაფად წაუვიდეს გული თავის ტვინისკენ სისხლის ნაკადის შეფერხების გამო.[1]

პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსი

  • გამოხატულია გულმკერდის ექსკურსიის დაქვეითება, გულმკერდის იფსილატერალური მხარის გაფართოება ფილტვის დაქვეითებული აუსკულტაციური ხმიანობით და ჰიპერ-რეზონანსული ხმიანობით პერკუსიის დროს.[1]

მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი

  • ნიშნები პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის მსგავსია; თუმცა, პაციენტის ფონური რესპირატორული დარღვევის გამო ფიზიკალური ნიშნები ნაკლებ სარწმუნოა.[1] ფიზიკალურმა გამოკვლევამ შეიძლება ასევე გამოავლინოს ფონური რესპირატორული დაავადების ნიშნები.

  • კატამენიური პნევმოთორაქსი, ჩვეულებრივ, მარჯვენამხრივია. დიაგნოსტირება რთული არ არის, თუ მის შესაძლებლობას დავუშვებთ.[24]

პნევმოთორაქსი ex vacuo

  • ფიზიკალური ნიშნები მოიცავს ფილტვის ხმიანობის დაქვეითებას და პერკუსიით ჰიპერ-რეზონანსულ ხმიანობას. თუმცა, გულმკერდი ძლიერ გაფართოებული არ არის.[4]

გამოსახულებითი კვლევები

დაჭიმული პნევმოთორაქსი განიხილება როგორც გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა. დაჭიმულ პნევმოთორაქსზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში ფილტვის შესაბამისი მხარის დეკომპრესია (ნემსით ან ღია წესით) დაუყონებლივ უნდა მოხდეს. რენტგენოგრაფიული დადასტურების მოლოდინში ძვირფასი დრო არ უნდა დაიკარგოს, თუმცა სამედიცინო დახმარების ადგილზე ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით (POCUS) გამოვლენილი ფილტვის არასაკმარისი გაშლა შეესაბამება პნევმოთორაქსს და შეიძლება დაემატოს ინტერვენციის შესახებ სწრაფ გადაწყვეტილებას.[40]​ ინტერვენციის დაგვიანების გამო პაციენტი შეიძლება მოკვდეს.[1]

გულმკერდის რენტგენოგრაფია (CXR) ზოგადად რეკომენდებულია უმეტესი სხვა პნევმოთორაქსის შემთხვევაში როგორც პირველი რიგის ტესტი და აჩვენებს ვისცერალური პლევრის ხაზს.[41] ექსპირატორული რადიოგრაფია რუტინული დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებული არ არის.[41] მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის დროს პლევრის ხაზის ვიზუალიზაცია შეიძლება გართულდეს, რადგან მიმდებარე დაავადებული ფილტვის ქსოვილი ზედმეტად გამჭვირვალე შეიძლება იყოს (მაგ., ემფიზემატოზური ცვლილებების მქონე პაციენტებში). გარდა ამისა, შეიძლება ძნელი იყოს პნევმოთორაქსისგან დიდი, თხელი კედლის მქონე ბულის განასხვავება. ამ სიტუაციაში შეიძლება საჭირო გახდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული (CT) სკანირება დიაგნოზის დასადასტურებლად.[41][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის წინა-უკანა რენტგენოგრამა, რომელზეც ჩანს მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსიექიმ რაილანდ პ. ბირდის კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2c828b47

ex vacuo პნევმოთორაქსის შემთხვევაში პლევრის ვისცერალურ ხაზთან ერთად გამოხატულია იფსილატერალურად მოცულობის შემცირება და ატელექტაზები. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს ენდობრონქიული ობსტრუქცია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პნევმოთორაქსით ex-vacuo ჩაფუშული ფილტვი. ამ პაციენტს ჰქონდა ავთვისებიანი პლევრალური გამონაჟონი, რომელსაც განუვითარდა სქელი ვისცერული პლევრის კორტიკალური ქერქი, რაც ხელს უშლის ხელახალ გაფართოებას. გულმკერდის მილი იყო პლევრალური გამონადენის მოსაცილებლად და არა ჰაერის ევაკუაციისთვის.​კრის კაპის, მედიცინის დოქტორის პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1e891d51

გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა სასარგებლოა ბლაგვი ტრავმის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში პნევმოთორაქსის გამოსავლენად, როდესაც პირდაპირი პოსტერიო-ანტერიორული რენტგენოგრაფიის გაკეთება შეუძლებელია.[42] Cochrane-ის ერთი მიმოხილვის მიხედვით გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევის სენსიტიურობა 91% და სპეციფიურობა 99%-ია (CXR-ის 47%-იან სენსიტიურობასთან და 100%-იან სპეციფიურობასთან შედარებით) ტრავმის მქონე პაციენტებთან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. ავტორებმა დაასკვნეს, რომ გულმკერდის ულტრაბგერა უმჯობესია ვიდრე მწოლიარე მდგომარეობაში ჩატარებული CXR დამოუკიდებლად ტრავმის ტიპზე, გულმკერდის ულტრასონოგრაფიის ოპერატორის ტიპზე ან გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევის ტიპზე, და მათ რეკომენდაცია გაუწიეს, რომ გულმკერდის ულტრაბგერა შევიდეს ტრავმის პროტოკოლებში (მაგ., ტრამვის მქონე პაციენტების სიცოცხლის მოწინავე მხარდაჭერის [ATLS] დოკუმენტში).[43] პლევრის მიმართ ფილტვის უმოძრაობა (იხ. სურათი ქვემოთ) პნევმოთორაქსის მგრძნობიარე, თუმცა არა სპეციფიკური გამოვლენაა და ფილტვის წერტილის გამოვლენა პნევმოთორაქსის სპეციფიკური მარკერია, რადგან ის იმ წერტილს აღწერს, სადაც პარიეტალური და ვისცერული პლევრა ერთმანეთის მიმართ ოპოზიციონირებას წყვეტს.[40] ფაქტობრივად, POCUS უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ერთგამოსახულებიანი CXR ფილტვის ბიოფსიის შემდგომი პნევმოთორაქსის გამოსავლენად, ოკულტური პნევმოთორაქსის გამოსავლენად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში და უზრუნველყოფს პნევმოთორაქსის ალაგების უკეთეს დადასტურებას, ვიდრე CXR.​

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ფილტვის POCUS-ი მოცულობითი პნევმოთორაქსის შემთხვევაში. ნაჩვენებია ულტრაბგერითი გამოსახულება, რომელიც აჩვენებს A-ხაზებს, რომლებიც პლევრის ხაზის რევერბერაციაა. გამოხატულია B-ხაზების სიმცირე, რაც ასევე შეესაბამება პნევმოთორაქსს. M- რეჟიმი მოთავსებულია პაციენტზე და აჩვენებს "შტრიხკოდის ნიშანს", რომელიც ადასტურებს ჰაერის არსებობას პლევრის ღრუში.კრის კაპის, მედიცინის დოქტორის პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@18555279

კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო მგრძნობიარე კვლევაა გულმკერდის რადიოგრაფიულ ან ულტრაბგერით კვლევებთან შედარებით პნევმოთორაქსის დიაგნოსტირებისთვის.[44] იგი ხშირად გამოიყენება მრავლობითი ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებში ან უცნობი წარმოშობის საეჭვო პნევმოთორაქსის დროს.

სხვა კვლევები

თუ ეჭვია ex vacuo პნევმოთორაქსზე, დიაგნოზის დასასმელად და ენდობრონქიული ობსტრუქციის აღმოსაფხვრელად შეიძლება საჭირო გახდეს ბრონქოსკოპია.[45]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას